რესპუბლიკური პარტია ახალი შემართება

Day 2,614, 11:40 Published in Georgia Austria by NicK TS

ძვირფასო თანაპარტიელებო და ე-საქართველოს მოქალაქენო მინდა გითხრათ, რომ რესპუბლიკური პარტია ახალი შემართებით და განახლებული შემადგენლობით იწყებს ახლა წელს, ჩვენი მთავარი მიზანი არის საქართველოში პოლიტიკური სისტემის სრულყოფა და ახალგაზრდა მოქალაქეების აქტიური ჩართვა ქვეყნის გაძლიერების გზაზე.
ამიტომ პარტიის საქმიანობის დღის წესრიგში დგას შემდეგი საკითხები.
1. საქართველოს რესპუბლიკური პარტია ალიანსს დაშლილად აცხადებს და მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც ყველა პარტიასთან პარტნიორულ და ამავდროულად ჯანსაღ კონკურენციაზე დამყარებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული.
2. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წესდებით განსაზღვრული პუნქტების საფუძველზე პარტია განაგრძობს ახალგაზრდა მოქალაქეების დახმარებას, რომელიც გამოიხატება როგორც მატერიალური (საკვები, იარაღი) ისე თეორიული (მათი დახმარება, რათა თამაშის სპეციფიკას უკეთ გაეცნოს) დახმარებით.
3. საქართველოს რესპუბლიკური პარტია ორიენტირებულია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ძლიერი პოლიტიკური სტრუქტურა, ამიტომ პარტია ხელს შეუწყობს ახალბედა პოლიტიკოსებს განვითარებაში, რომელიც გამოიხატება მათი პარტიულ თანამდებობებზე დანიშვნით თუ კონგრესში მანდატის გადაცემით, ჩვენ ვთვლით რომ ახალგაზრდა და ენერგიული პოლიტიკოსები ძლიერი ქვეყნის ჩამოყალიბების საწინდარია.