360 Gradus ინტერვიუ R. P. McMurphy #1

Day 2,474, 02:12 Published in Georgia Austria by NicK TS

მოგესალმებით ესაქართველოს მოქალაქენო. დაპირებისამებრ ვიწყებ ინტერვიუების ჩაწერას და თქვენთვის გაცნობას, იმედი მაქვს მრავალი საინტერესო სტატია გველის წინ და ყველა კითხვას ამომწურავად გაეცემა პასუხი.

1. როგორ შეაფასებთ წინა კონგრესის მუშაობას?

ქართული კონგრესი რეალურად შორსაა იმისგან, რა დანიშნულებაც რეალურ კონგრესს აქვს ამ თამაშში. რეალურად კონგრესი ყველაზე დიდი ბერკეტია ქვეყნის მართვისთვის, იქნება ეს საგადასახადო კუთხე თუ სხვა პოლიტიკური მოვლენები, მაგრამ ჩვენთან ეს ყველაფერი ბოდიში და ჩაჯმულია. უკვე ტრადიციად იქცა კანონების ისე შემოტანა, რომ არა თუ სხვებს, არამედ საკუთარი პარტიის წევრებსაც კი არ ეკითხებიან არაფერს გასხივოსნებული კონგრესმენები. ანუ, ის პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტი რაც კონგრესს აქვს, რეალურად არ არსებობს. ჩვენთან კონგრესი უფრო ამომრჩევლის მოზიდვის ხაფანგია, "გაწევრიანდი ჩვენს პარტიაში და სიაში იქნები" ან "თქვენს პარტიაში შემოვალ და სიაში ჩამსვი" ჩვეულებრივი მომენტია. ბევრი ვერ აანალიზებს ამ პასუხისმგებლობას, მათთვის კონგრესი უბრალოდ 5 ოქროა + მედალი პროფილის გვერდზე. ეს დამოკიდებულება თუ შეიცვლება ძალიან კარგი იქნება.

2. რა გეგმები გაქვთ და რის შეცვლას აპირებთ კონგრესის მუშაობაში?

გეგმებზე რა გითხრათ, ჩვენმა პარტიამ გააკეთა აქ ჯგუფი, გვაქვს საერთო ჩეთი, ყველა კანონზე, რომელსაც გავიტანთ, ან რომელსაც სხვები გამოიტანენ, გვექნება ერთიანი პოზიცია ამ ჩეთში მოლაპარაკებების შედეგად. და სანამ პარტიის ლიდერი ვიქნები, მაქსიმალურად ვეცდები კონგრესში არ მოხვდეს ის პატარა ასაკის მოთამაშე, რომელსაც რუსეთისთვის ომის გამოცხადება პატრიოტიზმი ჰგონია და ხელის ერთი მარტივი მოძრაობით აკეთებს ამას სხვებთან შეუთანხმებლად. კონგრესში შედარებით გამოცდილი ხალხი უნდა იყოს, ის ვინც თამაშის სპეციფიკას უკვე კარგად იცნობს.

3. თქვენი აზრით რამდენად შეძლებთ თქვენი მიზნების რეალიზებას?

ჩემი მიზნების რეალიზება ყოველთვის შემიძლია, აქაც და ცხოვრებაშიც, უბრალოდ ზარმაცი ვარ და პა ბალშომუ პოხუისტიც. ძალიან მინდა, რომ გვქონდეს ძლიერი ესაქართველო და მჯერა, რომ ამის მიღწევას ერთად შევძლებთ, მაგრამ იმდენად ხშირად არ გვაქვს ეს ერთიანობა და ვკინკლაობთ სისულელეების გამო, ის დენთი რაც ჩემშია, უცებ იწვება და ხანდახან ვფიქრობ ხომ არ დავიკიდო ეს ყველაფერი...

4. რას აპირებთ ეკონომიკის გაუმჯობესების კუთხით, მოგეხსენებათ ესაქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი საზღვარ-გარეთ მუშაობს რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე?

ეკონომიკის მხრივ ჩვენს პარტიას უკვე ორი პროექტი აქვს. დასაქმების კუთხით გიორგი ჯავა მუშაობს ამ პროექტზე. დაწერა შესაბამისი სტატია, მოვიფიქრეთ როგორ დავეხმაროთ ახალგაზრდებს, ამისთვის რესურსიც გამოვყავით, ახლა ჯერი ახალგაზრდებზეა, რამდენად სჭირდებათ ეს დახმარება. დიდ აქტიურობას მათი მხრიდან სიმართლე გითხრა ვერ ვხედავ. http://www.erepublik.com/en/article/-1-2432609/1/20 აი სტატია, ნახეთ კომენტარებში როგორი აქტიურობაა 😁))

5. თუ შეგიძლიათ მოკლედ გვიამბოთ თქვენი მომავალი პოლიტიკური გეგმის შესახებ. აპირებთ თუ არა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას საპრეზიდენტო არჩევნებზე?

კანდიდატურა უკვე წამოყენებული მაქვს. შესაბამისად ვაპირებ. არ დავაპირებ ერთადერთ შემთხვევაში, თუ ჯორჯიან ვულფი დაბრუნდება საქართველოში და ის იყრის კენჭს. მაშინ უპირობოდ მოვხსნი კანდიდატურას და მას დავუჭერ მხარს...

პ.ს გაგრძელება იქნება 😉