სიხალეები-მსოფლიოს გარშემო 100 წამში.(თარგმანი)

Day 2,866, 07:11 Published in Georgia Georgia by J.Volandi

მოკლედ ,ახლახანს ვფიქრობდი,თუ როგორ გამეცნო თქვენთვის ბოლო დროს მომხდარი მოვლენები,ხოდა შემთხვევით წავაწყდი ირლანდიის მოფას სტატიას ,იმდენად ზარმაცი ვარ უბრალოდ ვთარგმნი, შემდეგში ვნახოთ რა იქნება.

იმდენად პასიური მთავრობაა ,ბარემ ყველა სამინისტროს მე ვუხელმძღვანელებ 😁) .

[ირლანდია]

-კანადის კონგრესი ამჟამად განიხილავს კანონპროექტს - No Natural Enemy proposal ,რომელიც
ხელს უშლის ომის დამთავრებას ირლანდიასთან .კანადის პრეზიდენტს იმედი აქვს,რომ ხვალინდელი ახლად არჩეული კონგრესი მის სურვილს დაექვემდებარება .წინააღმდეგ შემთხვევაში ირლანდია და კანადა შეიძლება ისევ საომარ მდგომარეობაში დაბრუნდნენ .

-ირლანდიამ მპპ დადო გაერთიანებულ სამეფოსთან,რომლის პრეზიდენტმაც სრულად დაფარა მათი ხარჯები .

-ირლანდია ასევე მპპ-ს დადებს მაკედონიასთან,რომელიც ირლანდიის კარგი მეგობარია. როგორც ადრე ხდებოდა,მთლიან ხარჯს, UK-ის მსგავსად, მაკედონია დაფარავს.



[ევროპა]


-უნგრეთმა Natural Enemy Law გაუშვა ბელგიაზე .სავარაუდოდ ისინი ბელგიას პლაცდარმად გამოიყენებენ მთავარ სამიზნეზე,გაერთიანებულ სამეფოზე, გასალაშქრებლად.

-ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას ესპანეთის მიმართ.მათ კარგად აფინანსებენ და დიდი Co-ებიც იდება. მხოლოდ გუშინდელ Co-ებზე მეოთხე დივიზიაში მილიონიანი რეზერვით იდო თანხა.

-საფრანგეთთან წაგების შემდეგ ესპანეთმა იმპულსი დაკარგად,თუმცა მალევე აღიდგინა და Natural Enemy Law გაუშვა საფრანგეთის წინააღმდეგ.ეს კანონი თანადროული იყო გაერთიანებული სამეფოს მიერ საფრანგეთის მტრად გამოცხადებასთან .

-ხორვატიაზე Natural Enemy Law-ს გაშვების შემდეგ ,ბოსნია-ჰერცოგოვინა რუქიდან გაქრა.

-იტალიამ სცადა გამოეყენებინა სლოვენიის დასუსტება სათავისოდ და Natural Enemy Law გაუშვა მათ წინააღმდეგ,თუმცა რამდენიმე გამარჯვების შედეგად, მოქცევა შეიცვალა და ახლა სლოვენია აგრესიულობას უმატებს .

-შვეიცარიაში წარმატებით დასხდომის შემდეგ,ხორვატიამ მტრად გამოაცხადა სლოვენია,რომელმაც ორი საათით ადრე მიიღო Natural Enemy Law ხორვატიის წინააღმდეგ. თუმცა მოლაპარაკების შედეგად ,მათ გადაწყვიტეს არ მიეყენებინათ ერთმანეთისთვის გამოუსწორებელი ზიანი. ასევე სერბეთის მიერ ხორვატიის მტრად გამოცხადება კონგრესმა ჩააგდო.

[ამერიკა]

-ჩილემ AS განახორციელა კუბაზე.მისი წარმატებით დასრულება ჩილეს პორტუგალიასა და ა.შ.შ.-ზე გაუხსნის საზღვარს. თუმცა იმის გამოცნობია ვის წინააღმდეგ მიდის ჩილე,ძნელია.

-არგენტინა აგრძელებს მექსიკის ოკუპაციას,თუმცა ანგარიშგასაწევი RW მექსიკის მხრიდან ჯერ არ ყოფილა.

-ა.შ.შ.-სმთავრობა მყარად იჭერს თავის პოზიციას მაღალი გადასახადების შესახებ ,რაც ,თავის მხრივ,მოსახელობის უკმაყოფილებას იწვევს.განხილვა საშემოსავლო გადასახადის 10%-მდე დაყვანაზე არ გამოვიდა,ასევე 12%იან დონეზე დაყვანას 2 ხმა დააკლდა.

-ყველა სამხრეთ ამერიკულ ქვეყანას,რომელიც NAP-ში იყო ჩართული ,თავისი ტერიტორიები დაუბრუნდა . ეს ქვეყნებია: ჩილე,არგენტინა,ბრაზილია,პერუ,პარაუგვაი,ურუგვაი და ბოლივია. ერთადერთი ქვეყანა,რომელიც NAP-ის გარეთ დარჩა არის ვენესუელა და ბრაზილიისა და პერუს ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.


[ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა]

-მაკედონიურმა ექსპანსიამ ნიგერიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია ბოლო დღეების მანძილზე. არგენტინამ მაკედონიისთვის ომის გამოცხადება სცადა,თუმცა FYROM-მა მოახერხა და ჩაკეტა საზღვარი RW-ს საშუალებით .

-მეორე დღეს ბრაზილიამ გამოუცხადა ომი მაკედონიას.მაკედონიამ ბრძოლა წააგო ,ორივე მხარეს ძალიან დიდი მატერიალური რესურსი დაიხარჯა და რამდენიმე ეპიკური ბრძოლაც ვიხილეთ.

-არგენტინამ ჩავარდნილი შეტევის შემდეგ უკვე ნიგერიაზე გაუშვა Natural Enemy Law.ახლა მათ მხოლოდ 1 რეგიონის დაკავება აშორებთ მაკედონიისთვის ომის გამოცხადებამდე.

-საუდის არაბეთის რეგიონები ისევ რჩება კვიპროსის,ეგვიპტისა და საბერძნეთის ოკუპაციის ქვეშ .სამი დღის წინ მათ გადაწყვიტეს რამე ეღონათ და ეგვიპტეს ომი გამოუცხადეს .თუმცა ყველაფერი უკუღმა დატრიალდა და ახლა ისინი თავდაცვით ომს აწარმოებენ.


[აზია და ოკეანია]

-ბულგარეთი შეუერთდა მათ მეზობელ ხორვატიას და ფართოვდება აზიაში, კერძოდ,პაკისტანშა და ინდოეთში.

-ავსტრალია აგრძელებს ინდონეზიის ოკუპაციას ,მათ ბოლოს ინდონეზიის აჯანყება გაანეიტრალეს.

-კოლუმბიამ რუქიდან წაშალა ფილიპენები ,რათა დაეცვა იგი ინდონეზიის აგრესიისგან . ახლა კოლუმბია აბრუნებს რეგიონებს და რჩება ფილიპინების უსაფრთხოების გარანტად.

-განმანთავისუფლებელი ომის წარმატებით დასრულების შემდეგ ახალი ზელანდია თავის ჩვეულ ,რუქიდან გამქრალ,მდგომარეობას დაუბრუნდა. მისი რეგიონები გადანაწილებული აქვთ ჩილესა(1 რეგიონი) და პერუს(3 რეგიონი)


სულ ეს იყო,იმედია ინფორმატიული გამოდგა.

ნათარგმნია შემდეგი სტატიიდან
- [MoFA] Around The World In One Hundred Seconds by An Sluagh