R.P.McMurphy პრეზიდენტად

Day 3,118, 02:51 Published in Georgia Argentina by M i r M i

ხმა მიეცით საქართველოს გადარჩენის ერთადერთ შანსს 😁
კაი ხო ვხუმრობ.

გამარჯობა.

ხვალ საპრეზიდენტო არჩევნებია და ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი მე ვარ. ჩემი ოპონენტებისგან რამე სტატიის მსგავსს კი ველოდი მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი ჩანს. შესაბამისად მას რა გეგმები აქვს არ ვიცი, აი ჩემი გეგმები კიდე, ჩვენი ემომავლის უკვე რამდენიმეჯერ დაიწერა სხვადასხვა სტატიაში, მაგრამ მაინც ხელახლა გავიმეორედ და განვავრცობ.

წინა ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ჩემი აქტიური ჩართულობით მიაღწია დასახულ გეგმას. რესურსების ომში ვაჯობეთ არაერთ ბობოლა ქვეყანას და და სასურველი რესურსები ავიღეთ. მოვიგერიეთ არაერთი შეტევა, რომელიც ჩვენ მიერ რესურსების აღების გეგმის ჩავარდნისთვის იყო განკუთვნილი.

ამავე დროს ჩვენი გუნდი და ისევ მე პირადად დავეხმარეთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სასურველი რესურსების აღებაში. რამაც ჩვენი ქვეყნის იმიჯი ერთიორად აამაღლა.

რა შედეგი მივიღეთ?
ჩვენ გვაქვს 100% სახლების ბონუსი და 30 % იარარის ბონუსი, რომელზეც ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ.

რას აკეთებდნენ ამ დროს ჩემი ოპონენტები? როგორც წესი სტატიობანას, კონგრესმენობანას და მინისტრობანას თამაშობდნენ.

ეს თვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ ვყოფილიყავით ერთად და ერთად დაგვედო ეს შედეგი, სამწუხაროდ არანაირი ერთიანობა არ იყო და ეს შედეგი მაქსიმუმ 10-მა კაცმა დადო. რომელშიც ჩემი ოპონენტების პარტიის წევრებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ არა თავად ეს ადამიანები.

რა არის დღეს აუცილებელი?
როგორც უკვე წინა სტატიებში ვწერდი ამ მონაპოვარის შენარჩუნება და ამ მონაპოვარის განვითარება.
დავიწყოთ განვითარებით: ჩვენს ქვეყანას აქვს შანსი გახდეს ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, ამ სახლის ბონუსების ხარჯზე. მხოლოდ 2-3 ქვეყანაა რომელსაც ჩვენსავით 100% ბონუსი აქვს. და უმრავლესობა ჩვენი მეგობრების სახლის კომპანიები ჩვენთან წამოვა.

გავაგრძელოთ შენარჩუნებით: როგორც ხედავთ რუმინეთი უკვე გვიტევს, მოლდოვა გადმოფრინდა მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ დაგვაფრინდა. ბევრ მტერს ვყავართ მიზანში ამოღებული და ამისთვის საჭიროა მაქსიმალურად მტკიცეთ დავდგეთ, ავამოქმედოთ ყველა ჩვენი ბერკეტი მტრის წინააღმდეგ და მიწის ერთი გოჯიც კი არ დავუთმოთ.

რუმინეთს ჩვენი რეზინა უნდა, თუ მე გავხდები პრეზიდენტი მინდა იცოდეთ რომ არანაირი დათმობა რუმინეთთან ამ მხრივ არ იქნება და გავაკეთებ ყველაფერს რომ აქედან ,,აუდონ". ნებით ისინი ჩვენგან ამ რეგიონს ვერ მიიღებენ. ასტერია არის მტრების კოალიცია (ნუ, რუმინეთი მაგ ქვეყნებში ყველაზე ნორმალურია, მამენტ) ამიტომ მათთან დათმობებზე არ წავალთ და არანაირი რენტა და გაქირავება არ მოხდება.

ამისთვის ავამოქმედებ ყველა ჩემს რესურსს, ყველა იმ კონტაქტს რაც მაქვს და დამიჯერეთ, არც თუ ისე ცუდი კონტაქტები მაქვს ( 😉 ) და მივაღწევთ სასურველ შედეგს.

ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მე თქვენ გპირდებით რომ გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ: 1. გავაგდოთ რუმინეთი ჩვენი ტერიტორიიდან მეგობრების დახმარებით 2. დავასტაბილურო სიტუაცია რეგიონში და გავაკეთოთ ისე რომ მტერს ხელმეორედ შეტევის სურვილი დაეკარგოს. 3. მივაღწიოთ ეკონომიკურ ძლიერებას.

ამ ყველაფერში თქვენ იქნებით ჩართულნი აქტიურად, ნუ ყოველ შემთხვევაში მე თქვენ მოგაწვდით იდეებს, ინფორმაციებს და მოვითხოვ თქვენგან ასევე იდეებს და ინფორმაციებს და როგორ ჩაერთვებით ეგ უკვე თქვენი საქმეა.

ამ ღლიცინა სამინისტროების ნაცვლად, მე თქვენ შემოგთავაზებთ რეალურ, საქმის მკეთებელ სამინისტროებს, რომლებიც ფუჭი საქმეების ნაცვლად რეალურ საქმეებზე იქნებიან ორიენტირებულნი.

ჩვენ გვექნება კომუნიკაციის სამინისტრო, რომელიც ხშირად მოგაწვდით სიახლეებს, ჩვენ გვექნება მიგრაციის სამინისტრო, რომელიც შეისწავლის და გადაწყვეტს მოქალაქეობის მსურველთა საკითხებს, ჩვენ გვექნება დაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც მოგაწვდით უახლეს ინფორმაციებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, თარგმნიან მათ სტატიებს, გაგაცნობენ მათ კანონებს და ა.შ.

მოქმედი სამინისტროებიდან, თავდაცვის სამინისტრო განაახლებს ე.წ. სტრაიკებს, ანუ სავარჯიშო დარტყმებს, ეკონომიკის სამინისტრო იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი და საგარეო საქმეთა სამინისტრო მოგვიგვარებს საგარეო, კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. რაც შეეხება განათლებას, იქნება ნაკლები კონკურსები, და ბიუჯეტის ეს ფული მოხმარდება თავდაცვას.

ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი არის მხოლოდ და მხოლოდ 1. თავდაცვა. 2. ეკონომიკა.

შესაბამისად, როდესაც არჩევნებზე მოხვალთ და რომელიმე კანდიდატს აირჩევთ, მიუხდავად თქვენი პარტიული კუთვნილებისა, ჯერ დაფიქრდით რა შეუძლია ამა თუ იმ კანდიდატს, როგორი გამოცდილება აქვს მას და შემდეგ გააკეთეთ არჩევანი.