☼ [MOE] - The Ghost Booster

Day 3,047, 03:35 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R


მოგესალმებით მეგობრებო!

ალბათ უკვე ყველამ, ვისაც არ დაგეზარათ ყოველდღიური დავალების შესრულება, ნახეთ, რომ მის საჩუქრებში დაემატა ახალი ნივთი, სახელად - The Ghost Booster

დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი გაურკვევლობაშია, თუ რას წარმოადგენს ეს ნივთი, ასე რომ, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა ყველასთვის საფუძლიანად აეხსნა მის შესახებ.


Ghost Booster-ი თამაშში 3,046_ე დღეს დაემატა. მისი მიღება შესაძლებელია დღეში მხოლოდ ერთხელ, დღიური დავალების შესრულების შემდეგ.

მისი გააქტიურების შემდეგ, თქვენ მიიღებთ 30%-იან ბონუს თითო დარტყმაზე იმ მოთამაშისგან, რომელმელიც დებს ყველაზე დიდ ზიანს(ერთ დარტყმაში) და რომელიც იმყოფება იგივე ბრძოლაში, რაუნდში და დივიზიონში რომელშიც ხართ თქვენ.

მაგალითი
თუ ბრძოლის I რაუნდში იბრძვის 10 მოთამაშე და მოთამაშე A რომელიც დებს 1,000 ზიანს/დარტყმაში და ეს არის ყველაზე დიდი ზიანი, ხოლო თქვენ დებთ 200 ზიანს/დარტყმაში, მაშინ Ghost Booster-ის გააქტიურებით თქვენ დადებთ 300 ზიანს + თქვენი რეგულარული ზიანი (200). ანუ თქვენი ახალი ზიანის/დარტყმაში მოცულობა იქნება 300+200=500.

ხანგრძლივობა
Ghost Booster-ის გამოყენება შეგიძლიათ მისი გააქტიურებიდან მხოლოდ 1 წუთის განმავლობაში.

შენახვა
ბუტერს არ გააჩნია ვადა, ასე რომ შეინახეთ რამდენი ხანიც გაგიხარდებათ.

შენიშვნები
• თქვენ ვერ გააქტიურებთ ბუსტერს ბრძოლაში თქვენი სამშობლო ქვეყნის მხარეს.

• თქვენ შეგიძლიათ ბუსტერის გამოყენება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ იმყოფებით ბრძოლაში ჩართული რომელიმე მხარის ტერიტორიაზე. ბუსტერი არ გააქტიურდება, თუ თქვენ ბრძოლაში მოხვდებით ორმხრივი დაცვის პაქტის (MMP-ს) საშუალებით. (მმპ-ს დროს თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ თქვენი მოკავშირის მხარეს ბრძოლა, მაშინაც კი როცა თქვენ მათ ტერიტორიაზე არ იმყოფებით).

• Damage Booster და Bazooka Booster არ ახდენს გავლენას მაქსიმალურ დარტყმაზე რაუნდში, ასე რომ ისინი ვერც Ghost Booster-ის ზიანის ბონუს ვერ გაზრდიან.

• დიდი/პატარა ბომბები არ ჩაითვლება ბონუსად.

მოდით ეხლა განვიხილოთ ბუსტერის მინუსები

დიქტატორული ომები
დიქტატორული ბრძოლები, მიუხედავად იმისა, რომ არ იძლევა ნამდვილი პატრიოტის (TP) მედალს, ის მაინც ითვლება, როგორც ბრძოლა შენი ქვეყნის სახელით.
ეხლა კი ნახეთ, ვთქვათ სერბეთმა გადაწყვიტა საქართველოში წამოიწყოს დიქტატორული ომი. როგორც The Ghost Booster-ის შესახებ თამაშის ოფიციალურ ვიკიპედიაში წერია, მისი გამოყენება არ შეიძლება სამშობლო ქვეყნის მხარეს. შესაბამისად ზემოთ ხსენებულ ომში ქართველები ამ ბუსტერს ვერ გამოიყენებს, თუმცა მას თავისუფლად გამოიყენებენ სერბები! ეს კი არის ძაააააალიან დიდი უსამართლობა! მოგეხსენებათ სერბებს ყავთ დიდი ზიანის დამდები მოთამაშეები და სხვებმა დამალძალიანებმა ასეთ ბრძოლაში რომ გამოიყენონ მისი ძიანის 30% ჩვენ ქვეყანას არანაირი შანსი არ ექნება!

იმედია ადმინისტრაცია ამის შესახებ უფრო კარგად გაგვარკვევს.

საბრძოლო ბრზანებები (CO) გაცილებით უფრო ძვირი გახდება
მოგწონთ თუ არა co-ები ერ-ერთ ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ ბრძოლაზე. ეჭვი არ მეპარება მოთამაშეების უმეტესი ნაწილი შეინახავს ამ ბუსტერებს ყველაზე მაშტაბური ომებისთვის, სადაც CO-ები იქნება უკიდურესად მაღალი. მაგრამ CO-ები ასეთ დროს გახდება 30% უფრო ძვირი.
ამჟამინდელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანის დამდები მოთამაშე დ4-ში არის SerbianLegend, რომლის ერთი ქ7 დარტყმა უდრის 383კ-ს, ხოლო იგივე დ4-ის ჩვენი ქართველი მოთამაშე EL FAT DUKAMAN-ისთვის ეს ზიანი მისი ერთი ქ7 დარტყმის 30%იც კი არ არის - 96კ! ასე რომ ზოგისთვის ეს დამატებითი 30% ზიანის ბონუსი გოსთ ბუსტერის გამოყენებით, ბევრისთვის 100% დემეიჯ ბუსტერის ტოლფასი იქნება!

პირველი დივიზიონში მულტი აქაუნთების მატება
ბრძოლებში უფრო გართულდება დ1-ს მოგება ბუსტერის გამოყენებით, რადგან ნებისმიერს შეეძლება შექმნას ალტერი, დაელოდოს დიდი ზიანის დამდებს, შემდეგ ჩართოს ბუსტერი და დადოს მისი 30%.
მაგალითად:
ალტერის ზიანი ბუსტერის გამოყენებამდე

ბუსტერის გამოყენების შემდეგ

დამეთანხმეთ შთამბეჭდვია არა? ეს კიდე დიდ ზიანს არ დავლოდებივარ!

დადებითი მხარე

უდავოა, რომ ეს ყველაფერი მოიტანს ახალ დინამიკას ბრძოლების დაგეგმვას. ერთი ქ7 დარტყმა ყველაზე ძლიერი მოთამაშის მოახდენს გაცილებით უფრო დიდ გავლენას მთელ ბრძოლაზე ვიდრე დამატებითი 10ცც/მ (10კ ვალუტა ერთ მილიონ ზიანზე) დადებული CO.
მოკავშირეები და ორგანიზებული სამხედრო დანაყოფები ამიერიდან გახდებიან უფრო საჭიროები, რადგან მხოლოდ უცხოელ მოქალაქეებს შეეძლებათ ამ ბუსტერის გამოყენება ბრძოლებში.

დარწმუნებული ვარ მალე დავინახავთ ტოპ სამხედრო დანაყოფების შეთავაზებებს "ბრძოლაში დახმარებებზე" გაცილებით უფრო ხშირად. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვან ბრძოლებში, მოკავშირის ყოლა, რომელიც იქნება მოსურნე და დაეხმარება ქვეყანას გოსთ ბუსტერებით, იქნება ერთ-ერთი დიდი ვაჭრობის ცენტრი.

ბუსტერით თავისთავად უფრო გაადვილდება ეპიკური ბრძოლების წარმოება.

შეჯამება

კარგი ის არის, რომ ადმინებმა უკვე იციან ბუსტერთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, და იმედია გამოასწორებენ მას. ასევე ჯერჯერობით უცნობია ყოველდღიური რძანების შესრულების მეხუთე დღეს, როდესაც ჩვენ ვიღებთ 5ჯერ უფრო მეტ გამოცდილებას და ძალას, იგივე რაოდენობითვე თუ გაიზრდება ბუსტერებიც...
ზოგადად ბუსტერს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, ფაქტია, რომ ეს არის ფრიად მნიშვნელოვანი და ყურად საღები რამ, და ამიერიდან აუცილებელი გახდება მისი გათვალისწინებაც ბრძოლებში.
ბუსტერმა კიდევ უფრო ცხადყო ჩვენი გაერთიანების აუცილებლობა ერთ დიდ საერთო სამხედრო დანაყოფში და თუ ყველფერი ორგანიზებული იქნება, ჩვენ დიდ წარმატებებსაც მივაღწევთ.
ასევე უფრო გამოჩნდება ჩვენი შეტანილი წვლილი მოკავშირეების ბრძოლებში, რაც უფრო დასაფასებელს გაგვხდის!
ყველა ახალბედას მოვუწოდებ წაიკითხოს სასწავლო გაიდი დამწყებდათვის

თამაშში უკეთ გარკვეულბმა შეგიძლიათ გადახედოთ საგანმანათლებო სტატიებს:
ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები
ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი
ეკონომიკა: კომპანიები - განვითარება და წარმოება
ეკონომიკა: სავაჭრო "სპეკულაცია" და სავალუტო პარადოქსი
როგორ დავიმატოთ ბევრი მეგობარი
აქ ყველაფერი საკმაოდ საინტერესოდ და რაც მთავარია მარტივად არის ახსნილი. კითხვების შემთხვევაში კი ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ

თამაშის ლექსიკონი (აბრევიატურები) - http://goo.gl/CsQocr
გისურვებთ წამატებას! საუკეთესო სურვილებით თქვენი მონა მორჩილი W A R R I O R
Vote - Subscribe - Endorse არ დაიშუროთ 🙂
ო7 და ჰაკუნა მატატა 🙂

ე-საქართველოს ოფიციალური ფორუმი