[MOE] სიახლე ერეფაბლიქში - Damage Accelerator

Day 2,641, 03:53 Published in Georgia Georgia by Rezo Marshall

Damage Accelerator არის ახალი გამაძლიერებელი (Booster) თამაშში რომლის ყიდვაც შეგეძლებათ განსაკუთრებული ნივთების სექციაში (Special Items). ამით თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად უფრო სწრაფად დაარტყათ და მეტი დემეიჯი დადოთ უფრო პატარა პერიოდში. ამ გამაძლიერებლის გააქიურების შემდგომ თუ თქვენ დააჭერთ FIGHT-ის ღილაკს ყველაფერი გაორმაგდება: მკვლელობებისა და დარტყმის რაოდენობა, ენერგია და იარაღის გამოყენება. არაფრით განსაკუთრებული ცვლილებები ეს არაა, თქვენ უბრალოდ შეგეძლებათ უფრო სწრაფად დადოთ დემეიჯი. Damage Accelerator-ის გამაძლიერებლებს მართლაც შეუძლიათ შემოაბრუნონ დომინირება Epic დაპირისპირებებში, ან შეუძლიათ დაგეხმარონ Battle Hero მედლის ბრძოლის ბოლო წამებში მიღებაში.

დეტალები:
-ფასი 1 ოქრო
-ხანგრძლივობა 3 წუთი
-Damage Accelator გამაძლიერებლები (დღეიდან მათ DAB ეწოდებათ) შეიძლება იყიდოთ რამდენიც გსურთ, შეინახოთ და აამოქმედოთ მაშინ როცა მოგესურვებათ.
-მათი ყიდვა შესაძლებელია განსაკუთრებული ნივთების სექციაში (Special Items). ყიდვის შემდგომ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ისინი ბრძლაში, იმ ადგილზე სადაც არის Damage Booster-ები.
-Prestige Point-ებიც ორმაგდება DAB-ის გააქტიურების შემდეგ, რადგან ორმაგი დარტყმა ნიშნავს ორმაგ Prestige Point-ს.
-DAB შეიძება გამოყენებულ იქნეს Damage Booster-ებთან და ბაზუკებთანაც.
-DAB ეფექტს არ ახდენს ბომბებზე, რაკეტებზე და გერილა ბრძოლებზე (Guerilla Fight)

მაგალითები
1.მოთამაშე ურტყავს დაბალი დონის იარაღით და დავუშვათ მას სჭირდება 5 დარტყმა (50 ენერგია) რათა მოკლას მოწინააღმდეგე. ის ყიდულობს და ააქტიურებს DAB-ს. ერთი კლიკით Fight-ის ღილაკზე ის ერთდროულად კლავს 2 მოთამაშეს რაც საჭიროებს 100 ენერგიას (ერთ მოთამაშეს სჭირედბა 50 ენერგია  2-ს დასჭირდება 100). იარაღის გამოყენება და დემეიჯი ორმაგდება Prestige Point-ებთან ერთად!
2.მოთამაშე უტევს ქ7 იარაღით და მოწინააღმდეგეს 2 ან 3 დარტყმით ამარცხებს. როდესაც ის გაააქტიურებს DAB-ს, ერთი კლიკით FIGHT-ის ღილაკზე ნიშნავს 2+3 დარტყმას, 2 მკვლელობას 50 ენერგია დასჭირდება.

კითხვების, კომენტარებისა და კონტაქტის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ ფორუმს

პატივისცემით განათლების მინისტრი Rezo Marshall