☼ MOE - ბრიფინგი (+კონკურსები)

Day 3,031, 13:23 Published in Georgia Bosnia and Herzegovina by W A R R I O R


გამარჯობა მეგობრებო!

ამ თვეში ისევ დაგიბრუნდით როგორც განათლების მინისტრი (MOE). იმედია ჩემი მეორე მცდელობაც იქნება ნაყოფიერი. ამაში კი ყოველი თქვენთაგანის დახმარება და აქტიურობა დამჭირდება!

ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ექს-მინისტრს Vendetta X_ს!
მისი მინისტრობის სტატიებს და საგანმანათლებო გაიდებს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ლინკზე
ეხლა კი მოკლედ მოგახსენებთ ჩემი გეგმების მცირე ნაწილს:
პირველ რიგში ყველაზე დიდი ყურადღება მინდა დავუთმო ჩვენს ახალ ფორუმს. ფორუმზე ეტაპობრივად გნთავსდება ყველა საჭირო ინფორმაცია თამაშის შესახებ, დაწყებული საგანმანათლებო სტატიებით და დამთავრებული პოლიტიკური ამბებით. ფორუმშივე ჩატარდება ბევრი გასართობი თუ საკონკურსო ღონისძიებებიც!

განახლდება ტესტური გამოცდები, რომელშიც დასმული იქნება კითხვები თამაშის შესახებ და ყველა გამარჯვებული მიიღებს ღირსეულ პრიზებს!

დაიწერება ახალი და დახვეწილი საგანმანათლებო სტატიები

მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები მოთამაშეების აქტიურობის მოსამატებლად!
მოთამაშეების აქტიურობას და ფორუმის გაძლიერებას რაც შეეხება, ჩვენ უკვე ნელანელა წინ მივიწევთ ამ საქმეში.

გუშინ ფორუმის ჩათში ჩატარდა რიგი გათამაშებები და გასართობი ღონისძიებები.

დარიგდა დიდი რაოდენობით პრიზები რესურსების სახით, კერძოდ კი 20 000 საკვები, გიორგი გელოვანის დაფინანსებით, რომელიც გადაეცა ჩვენ ორ გამარჯვებულს:
ხოლო 24:00 საათზე გათამაშდა დაპირებული 5 000 ლარი, რომლის გამარჯვებული გახდა:
ასევე პარალელურად ჩვენი ექს-მინისტრი Vendetta X_ც ათამაშებდა ბევრ კარგ პრიზებს!

ვულოცავ ყველა გამარჯვებულს!
სხვებს კი შეგახსენებთ, რომ მსგავსი ღონისძიებები კვირაში რამოდენიმეჯერ ჩატარდება, ასე რომ თვალი ადევნეთ ჩვენ ჩათს და არ გამოტოვოთ ახალი გათამაშებები!
პირველი გათამაშების სპონსორები გახლდათ:
Giorgi Gelovani. | The Wolf of Georgia | SeanDrift3r

შემოგვიერთდით ყველანი ჩვენს ფორუმზე, და მის საერთო ჩათში, რომელშიც თამაშის ჩათისგან განსხვავებით არამარტო მუ-ს წევრებს, არამედ ყველა მოქალაქეს შეეძლება ყოფნა. ჩათი თამაშის ანალოგიურია, თუმცა უფრო დახვეწილი.

ფორუმზე არის უამრავი განყოფილებები, გასართობი, სასწავლო თუ პოლიტიკური!

ყველაფერზე საუბარი შორს წაგვიყვანს თქვენ უბრალოდ შემოდით და თავად შეაფასეთ 🙂

ე-საქართველოს ოფიციალური ფორუმი
ყველა ახალბედას მოვუწოდებ წაიკითხოს სასწავლო გაიდი დამწყებდათვის

თამაშში უკეთ გარკვეულბმა შეგიძლიათ გადახედოთ საგანმანათლებო სტატიებს:
ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები
ეკონომიკა: გადასახადები & ბიუჯეტი
ეკონომიკა: კომპანიები - განვითარება და წარმოება
ეკონომიკა: სავაჭრო "სპეკულაცია" და სავალუტო პარადოქსი
როგორ დავიმატოთ ბევრი მეგობარი
აქ ყველაფერი საკმაოდ საინტერესოდ და რაც მთავარია მარტივად არის ახსნილი. კითხვების შემთხვევაში კი ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ

თამაშის ლექსიკონი (აბრევიატურები) - http://goo.gl/CsQocr

გისურვებთ წამატებას! საუკეთესო სურვილებით თქვენი მონა მორჩილი W A R R I O R
Vote - Subscribe - Endorse არ დაიშუროთ 🙂
ო7 და ჰაკუნა მატატა 🙂