[MOD] მუ-ს შესახებ და ა.შ.

Day 3,244, 12:01 Published in Georgia United Arab Emirates by R E G A L I A

მეგობრებო მოგესალმებით.



ახლახანს დავიკავე თავდაცვის მინისტრის პოსტი, პრეზიდენტთან მანამდევე ვისაუბრე სხვადასხვა თემების შესახებ რასაც ახლა გაგაცნობთ.


პირველ რიგში, უნდა გაუქმდეს არა საჭირო, 1 კაციანი მუ-ები, ეს არ არის ვინმეს ახირება, ეს საჭიროა იმისათვის რომ ვინმემ არ ჩაიგდოს ესა თუ ის მუ ხელში.
თუ საჭირო გახდა, ჩვენ პირადად გადაგიხდით მუ-ს გაკეთების საფასურს თქვენ კი გააუქმებთ მას, ქვეყანაში დარჩება რამდენიმე მუ.

1. ეროვნული მუ, რომლის კომანდერიც ახლახანს გავხდი, მოგიწოდებთ ყველას გადმოხვიდეთ ამ მუ-ში, თუ კი თქვენი ძალა აღემატება 3000 - ს, მუ-ში შემოსვლა შეგიძლიათ ამ ლინკზე გადმოსვლით :

ეროვნული მუ


2. იარსებებს კადეტების მუ, სადაც გადავა ყველა ვისი ძალაც 3000 - ზე დაბალია, უახლოეს პერიოდში დაინიშნება განათლების მინისტრი და ის ჩაიბარებს ამ მუ-ს, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ცოტანი დავრჩით, ქვეყნის ძირითადი შიდა პოლიტიკა უნდა დარჩეს აქტიური.

3. იარსებებს 1-2 მუ რომელიც იქნება კონკრეტულად, მთავრობის წევრების მართვის ქვეშ, ეს მუ-ები იქნება კონკრეტულად მხოლოდ და მხოლოდ კო-ს დასადებად.


ყველა დანარჩენი მუ უნდა გაუქმდეს, არ გვინდა პარტიის მუ-ები და ასეთი რაღაცეები, როგორც ზემოთ ჩამოვწერე, უნდა დარჩეს ის კონკრეტული მუ-ები.




შევეხოთ სხვა თემებსაც, პირველ რიგში საჭიროა სერიოზული მომზადება, ძალიან მალე მოსალოდნელია დიდი ომების დაწყება, რაშიც საქართველო პირდაპირ იქნება გარეული, ვისაც შეგიძლიათ პაკები იყიდეთ, თუმცა უკეთესი იქნება (ჩემი პირადი რჩევაა) თუ გექნებათ მე-4 დივიზიის აქაუნთი, მავერიკის პაკით, ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.

არსებობს ქვეყნის დახმარების კიდევ ერთი გზა, ბევრს პირადშიც მივწერე, თუმცა რა თქმა უნდა რთულია ასეთ პირობებზე დათანხმება, არ დაგავიწყდეთ იმის გათვალისწინება, რომ არ გვაქვს ფაქტიურად არაფერი რითიც შეიძლება ომი წავიყვანოთ, არც ფინანსური და არც ფიზიკური რესურსი, ამიტომაც მე ვთვლი რომ ღირს გარისკვა, დეტალებს აგიხსნით თუ კი შემოხვალთ დისკორდის ჩათში რომლის ლინკსაც საერთო ჩათში დავდებ.

კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ ყველას შემოხვიდეთ დისკორდის ჩათში, ცოტანი დავრჩით და აუცილებელია კარგი მობილობა და კავშირი ერთმანეთში, როგორც ვთქვი დისკორდის ლინკი იქნება საერთო ჩათში !


დავდგეთ და ერთად ვმართოთ ქვეყანა, ახლაც არაა კარგი დრო თუმცა მომავალი ბევრად ბნელი ჩანს, ამიტომ ჯობია მოვემზადოთ და ამაყად გავცეთ პასუხი !!!


გაუმარჯოს საქართველოს !!!