[MOC]1 - კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს!

Day 2,759, 04:51 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR

როგორც ჩემი და კულტურის მინისტრის სტატიებიდან შეიტყვეთ კულტურის სამინისტრომ უკვე დაიწყო ფუნქციონირება, ახლა კი დროა ჩვენი მუშაობა აქტიურ ფაზაში გადავიდეს.

მაშ ასე, როგორც სტატიის სათაურიდან შეიტყვეთ სამინისტრო დღეიდან პირველ კონკურსს იწყებს. კონკურსის არსი კი შემდეგში მდგომარეობს:
ესაქართველოში შესაძლოა მრავლად იყვნენ ხელოვანები, თუმცა თამაშში მათ საკუთარი ნიჭი არაფერში ადგებათ. ახლა კი დროა ეს შეიცვალოს.

ყველას ვისაც შეუძლია ხატვა, ძერწვა ან გარკვეულია კომპიუტერულ გრაფიკაში ესაქართველოს კულტურის სამინისტრო საკუთარი ნიჭის წარმოდგენის საშუალებას გაძლევთ. ნებისმიერ თქვენგანს, ვისაც შექმნილი აქვს ნებისმერი სახის ნამუშევარი ერეპუბლიკის ან ესაქართველოს თემაზე მოვუწოდებთ წარმოადგინოს იგი სამინისტროში (მე როგორც სამნისტროს წარმომადგენელს, გამომიგზავნეთ ნამუშევრის ფოტო). სამინისტრო აცნობიერებს, რომ ასეთი ნამუშევრები ჯერ ბევრი არ იქნება, ამიტომ მათ შესაქმნელად მოქალაქეებს ეძლევათ 4 დღიანი ვადა. ნამუშევრების მიღება შეწყდება კვირას, 14 ივნისს, საღამოს 7 (19) საათზე. ნამუშევრებს მე შეავაჯამებ და გავაცნობ მინისტრსა და დანარჩენ მოადგილეებს, რის შემდეგაც ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს.

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარიანია.

1 ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს სიმბოლურ პრიზს და ჯილდოს სახით 2500 ელარს.


2 ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს სიმბოლურ პრიზს და ჯილდოს სახით 1500 ელარს.


3 ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს სიმბოლურ პრიზს და ჯილდოს სახით 1000 ელარს.


ნამუშევრების გამოგზავნა დღეიდანვე შეგიძლიათ. აქვე მინდა გითხრათ, რომ კონკურსი ჯერჯერობით ერთჯერადია, თუმცა გამოხმაურების შემთხვევაში დიდია შანსი ყოველთვიური ხასიათი შეიძინოს.
კონკურსის დასრულების შემდეგ სამინისტრო მოაწყობს გამოფენას სადაც მონაწილეების მიერ სამნისიტროში გაგზავნილი ყველა ნამუშევრის ნახვა შეგეძლებათ.

ჟიურის შემადგენლობა ასეთია:

Vettell-ექს-პრეზიდენტი

Luka Koberidze-ექს-პრეზიდენტი

The Dwarf-პირველი ვიცე-პრემიერი

Casper.Orillion-მეორე ვიცე პრემიერი

Strategi1-განათლების მინისტრი

CharlieArg-თავდაცვის მინისტრის მესამე მოადგილე

Le Saliery

Baristan Selmi

Georgian Shield

მადლობა მათ!



კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე - GeorgiaN...EmperoR