პრემიერმინისტრი Georgian wolf დაკავებული პოსტიდან გადადგა!

Day 2,426, 04:10 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR

პრემიერმინისტრი Georgian wolf დაკავებული პოსტიდან გადადგა! ჩვენმა გაზეთმა ვერ მოახერხა პირადად მისგან ინტერვიუს აღება, თუმცა ჯერ ისევ მოქმედი პრემიერი საჯაროდ აცხადებს რომ ტოვებს ყველა დაკავებულ თანამდენობას. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი მიზეზი, ის იყო რომ პირადად მას უზარმაზრი ენერგიის, დროისა და ნებისყოფის ხარჯვა უწევდა ქვეყნის კეთილდღეობისათვის,მისმა გულმოდგინე შრომამ კი, უამრავი მცდელობის მიუხედავად შედეგი ვერ გამოიღო. ამ ყველაფერმა პრემიერი ძალიან დაღალა, ნათქვამია "თავს ზემოთ ძალა არააო". ყველა დამეთანხმებით, რომ მან მართლაც უამრავი იშრომა ესაქართველოს ასაღორძნებლად, იხ. მისივე სტატია >>> http://www.erepublik.com/en/article/-1-2414099/1/20



Georgian wolf აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებისა და სამთავრობო გუნდიდან წასვლის მიუხედავად, იგი არ გეგმავს ოპოზიციაში გადასვლასა და აქტიური პოლიტიკის გაგრძელებას. Georgian wolf ოფიციალურად ჯერ ისევ პრემიერ-მინისტრის პოსტზე რჩება, როგორც თვითონ აცხადებს ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ მთავრობამ ჯერ ისევ ვერ მოძებნა მისი შემცვლელი. თუმცა ალბათ ბევრი დამეთანხმებოთ რომ დღევანდელ ესაქართველოში Georgian wolf-ის ღირსეული შემცვლელის პოვნა ძალიან რთულია...