ინტერვიუ პრეზიდენტობის კანდიდატ Baristan Selmi-სთან

Day 2,754, 08:49 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო და ამომრჩევლებო. შესაძლოა იფიქროთ რაღა დროსიაო, მაგრამ როგორც იქნა მოვახერხე და ჩავწერე ინტერვიუ ესაქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ Baristan Selmi-სთან

გთავაზობთ ინტერვიუს:

- თავაპირველად მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ ინტერვიუს ჩაწერაზე დათანხმებისათვის
- მოგესლამები

- ახლა კი კითხვებზე გადავიდეთ
დღევანდელ ესაქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია ასე თუ ისე დალაგებულია, თუმცა სახელწიფოს წინაშე ისევ მრავალი პრობლემა დგას. პირველ რიგში გვითხარით, ხართ თუ არა მზად ასეთი პასუხისმგებლობისათვის და თუ ხართ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- რა თქმა უნდა მზად ვარ, მზად რომ არ ვყოფილიყავი არჩევნებშ არც მივიღებდი მონაწილეობას. მე ერთხელ უკვე ვიყავი პრეზიდენტი, ახლა კი მოფა (საგარეო საქმეთა მინისტრი) ვარ, მემგონი მაქვს სათანადო გამოცდილება, რომ ვიყო პრეზიდენტი გინდ საგარეო საქმეში გინდ საშინაოში (იგულისხმება გამოცდილება. ავტ)

- როგორც ზემოთ ავღნიშნე ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, მაინც რომელი პრობლემის მოგვარებას მიიჩნევთ პრიორიტეტულად და როგორ აპირებთ საკითხის გადაწყვეტას?
- ჩვენს ქვეყანას ბევრი პრობლემა აქვს და რამოდენიმეზე ვისაუბრებ:
პირველ რიგში უნდა ავღზარდოთ ახლები და დავასაქმოთ ისინი სამინისტროებში მოადგილეებად, რათა შემდეგ ქვეყნის მართვა შეძლონ
მეორე პრობლემა არის ძლიერი აცც-ები, აუცილებლად შევეცდებით დავეხმაროთ ახლებს განვითარებაში და შეძლებისდაგვარად შეიძლება მოვაწყოთ სხვადასხვა სახის აქციები

- დამეთანხმებით, ყველა ლიდერის საყრდენს მისი გუნდი და გარემოცვა წარმოადგენს, იქნებ მოკლედ დაგვიხასიათოთ თქვენი გუნდი და გვითხრათ, რატომ უნდა ენდოს მათ ქვეყანა?
- ჩემს გუნდს მგონი გაცნობა აღარ სჭირდება, მგონი ყველა იცნობს. მე ვფიქრობ რომ ყველა პროფესიონალია და იცის როგორ მართოს ქვეყანა. ჩვენ ერთხელ უკვე გვანდეს ქვეყანა და შედეგს ყველა ვხედავთ

- თქვენს გაზეთში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეთ სტატია, რომელიც ახალ სამხედრო შენაერთს – N7-ს მიუძღვენით. გვითხარით რატომ დაინახეთ ახალი მუ-ს შექმნის აუცილებლობა, რატომ აირჩიეთ მის სახელწოდებად „ლეგენდარული“ - N7 და რა მიზნები დაუსახეთ ახალ მუ-ს?

- ჩემი აზრია, რომ ისტორია არ უნდა დავივიწყოთ, რატომღაც მენატრება ძველი გარემო, ძველი მოთამაშეები და ვფიქრობ ძველი ისტორიის შემოსანახავად აუცილებელია N7-ის ფუნქციონირება. რათქმაუნდა N7 ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება და მხოლოდ რჩეულები მოხვდებიან. ამ მუ-ს მთავარი პლიუსი ის იქნება, რომ ძლიერი მოთამაშეები ვიბრძოლებთ შეკრულად და გააზრებულად, შეიძლება შემდეგ დაქირავებული მებრძოლებიც გავხდეთ და ცოტა ფული მაგითაც ვიშოვოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.


შეგახსენებთ, კითხვებს პასუხობდა ესაქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი Baristan Selmi, რისთვისაც მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მას და წარმატება ვუსურვო. რასაკვირველია წარმატებას ვუსურვებ პრეზიდენტობის სამივე კანდიდატს