რესურსების ომი. ნაწილი მე-2

Day 3,091, 10:07 Published in Georgia Argentina by M i r M i

გამარჯობა.

მას შემდეგ რაც რესურსების ომი დაიწყო მე მოგაწოდეთ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია (შეგიძლიათ იხილოთ წინა სტატია) თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და კიდე ერთხელ მოვახდენ თქვენს ინფორმირებას.

როგორც ადრეც, ადმინისტრაციამ ახლაც სიურპრიზები შემოგვთავაზა.
ტურნირის დაწყებამდე ყველას გვეგონა რომ რესურსები ჩიტის რძე რომ არ აკლია სუფრას ეგრე დაიყრებოდა და ყველაფერი მოსწრებაზე იქნებოდა, ამიტომ 5 ქვეყანასთან 8 ომი გავხსენით ტურნირის დასაწყისში. თურმე სად ვბანაობთ.

ყოველ ერთ საათში და 10 წუთში ერთი ახალი რესურსი ,,იხსნება".

პრინციპი ასეთია, როდესაც რესურსი გახსნილია მას შემდეგ უნდა მოიპოვო 30000 დომინაციის ქულა და თუ ეგ რესურსი გაქვს მონიშნული და სხვებს დაასწრებ, ანუ რესურსი იმ დროს გახსნილია და მისი აღება სხვამ არ მოასწრო, რესურსი შენია.

თუ უფრო ადრე აიღებ 30000 ქულას და არცერთი რესურსია გახსნილი, ტოკენს რომელსაც ამ 30000 ქულით მოიპოვებ იკარგება და ახალ წრეზე მიდიხართ.

მოკლედ, გუშინდელი დღიდან ვცდილობთ შედეგის დადებას.

პირველ ჯერზე დავაგვიანეთ, მერე სულ 10 წამით დავასწარით რესურსის გახსნას, მერე ისევ დავაგვიანეთ, მერე კიდე ,,სოჩიკი" თავისთვის ტრიალებდა იმიტომ რომ ჩვენთვის სასურველი რესურსი არ იყო რიგში.

დღეს მობილიზებულია მივადექით საქმეს, რესურსის გახსნამდე და 30000 ქულამდე მხოლოდ 200-260 ქულა გვაკლდა და რესურსიც გვერგო.

ამისთვის საჭიროა ძალიან კარგი კოორდინაცია.

წარმოიდგინეთ როცა გაქვს 6 ომი, პლიუს ესენი იყოფა 4 დივიზიონად, ყველაში სხვადასხვა სახეობის 10-20-30 ან 60 ქულას იღებ ძალიან რთულია ამ ყველაფრის დათვლა და ზუსტად რესურსის გახსნის მომენტზე ჩვენს მიერ ტოკენის აღების მომენტის დამთხვევა.

ამიტომ ომები შევამციროთ.

ამიტომ აუცილებელია კოორდინირებულად მოქმედება.

ამიტომ მხოლოდ ეგრე არაა ,,აჯანყებას ვიგებთ, ნე-ს ვაგებთ"..

ამიტომ მეტი ყურადღებით მოეკიდეთ თითოეულ ბრძოლას, იბრძოლეთ მხოლოდ ხელისუფლების მითითებით შესაბამის ბრძოლებში და ერთად დავდოთ შედეგი.

კიდე ერთხელ ავხსნი პრინციპს:

1. მარცხნივ მაღლა იქ სადაც თქვენი ავატარის არის სტატისტიკა.

2. სტატისტიკაში სულ ბოლოს არის Points to the next target, მანდ ითვლება რამდენი ქულა დარჩა ქვეყნებს 30000 ქულის მიღწევამდე.

3. ივენთის გვერდზე გადასვლით, მარცხენა მხარეს ფულის და ოქროს ქვემოთ, ჩვენ ვიგებთ როდის იხსნება სასურველი რესურსი.

4. სასურველი რესურსის გახსნის დროს, შენ ისე უნდა იბრძოლო რომ გახსნამდე 1-2 წუთით ადრე მინიმალური ქულები გქონდეს დარჩენილი 30000 ქულის მიღწევამდე და უნდა ეცადო 30000 ქულას მანამ არ მიაღწიო სანამ რესურსი გაიხსნება.

5. როგორც კი რესურსი იხსნება თუ ქვეყანა გადააბიჯებს 30000-იან ზღვარს და გახსნილი რესურსი ისაა რაც მას უნდოდა და ეს წინასწარ აქვს მონიშნული რუკაზე და სხვა ქვეყანაც არ დაესწრება ქვეყანა დაითრევს რესურსს.

რთულია ხო? 😁))

შეკითხვები არის?