ნახეთ როგორ გვილოცავენ ახალ 2016 წელს ქართველი პოლიტიკოსები! რუსთავი 2

Day 2,963, 10:57 Published in Georgia Georgia by Mephe Aleksandre


გამარჯობა, რუსთავი 2 გილოცავთ ახალ 2016 წელს, ეს წელი თქვენთვის ყოფილიყოს სურვილების ასრულების და ბედნიერების მომტანი. ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ სრულიად აპოლიტიკურ გადაცემას. დღეს ჩვენ მოგვილოცავენ ქართველი პოლიტიკოსები. მაშ ასე პირველი ახალ წელს ჩვენ მოგვილოცავს საქართველოს თვდაცვის მინისტრი.

პირველ რიგში ემოსახლეობას ვულოცავ ახალ წელს. ვუსურვებ ჯამრთელობას და წარმატებებს. ასევე ბოდიშს მოვიხდი რომ ვერ მოვახერხე დღეს სტატიის დაწერა და მოსახლეობისთვის დამდეგი ახალიწელის მილოცვა. მაგრამ ხვალ გამოვასწორებ ამ შეცდომას.
1) თამაშში აქტიურად მაოსოდან ჩავერთე და შესაბამისად 2015 წლის შეჯამებას მაისის თვიდან გავაკეთებ.
2015 წელს ესაქართველოში ბევრმა წყალმა ჩაიარა. გვქონდა დაუნდობელი ომი ირანთან, რაც საკმაოდ ძვირი დაუჯდა ქვეყანას. საბოლოოდ ზავით დასრულდა. მაგრამ ამ მოვლენას ერთი დიდი დადებითი მხარე ქონდა. ჩვენ გავძლიერდით და მნიშვნელოვნად გავძლიერდით. 10 ჯერ უგრო ძლიერები ვართ დღეს, ვიდრე ომამდე ვიყავით.
2) ამ შეკითხვას ნაწილოპრივ გავეცი პასუხი პირველ შეკითხვაში. 2015 წელი საკმაოდ დაძაბული გამოდგა პოლიტიკურ ჭრილში. იყო დაპირისპირებები და წლის ბოლოს იმპიჩმენტიც ვიხილეთ. იყო ომები და ეხლაც ჩაბმული ვართ ომში, მაგრამ მაინც დადებითად შევაფასებ 2015 წელს. მიზეზად მოვიყვან იგივეს, ჩვენ გავძლიერდით.
3) ესაქართვრლის მოსახლეობას ვუსურვებ წარმატებებს. ვუსურვებ ყველას შეეძინოს ძლიერი ექაუნთები 🙂 . რათა ვიყოთ ძლიერები. ვუსურვებ ზომიერ მშვიდობას.
ზომიერს იმიტომ, რომ მთელი ამ თამაშის "მუღამი" არის ომი. ჩვენ ვართ პატრა ქვეყანა და გვჭირდება ზომიერად დაძაბული სიტუაციები და ომები, რათა გავძლიერდეთ.


ასევე ახალი წელი მოგვილოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რომელმაც სცადა ორიგინალკურად მოელოცა ახალი წელი და ცენზურა არ დაიცვა.

ზოგადად 2015 წელი ასეთუ ისე მაინც დადებითად შევაფასოთ ისეთი ომები გადავიტანეთ მსოფლიომ გაგვიცნო კარგად და 2016 ისეთი ყოფილიყოს რო ვისაც ჩვნ არ ვევასებით სუ დედისტრაკი მოეტყვნეს

ასევე ახალი წელი მოგვილოცეს ქრისტაინ-სოციალური კავშირის ლიდერმა და ვიცე-პრეზიდენტმა. ქრისტიან სოციალური კავშირის ლიდერმა გაიხსენა რეალურ საქართველოში მომხდარი ყველაზე სასიხარულო და ყველაზე დიდი ტრაგედია. ესენია: 13 ივნისის სტიქია თბილისში და ვიზალიბერალიზაციის მიღება. მან საქართველოს გამთლიანება და წინსვლა უსურვა და ასე მოგვილოცა ქრისტიან-სოციალური კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა. ,,ჩვენი პარტია არააქტიური და სერიოზული მუხტი ჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ თამაშში ცოტა სერიოზულად ნოემბრის შუა რიცხვებიდან ჩავები ჯერ ვერ გავარკვიე ვინაა კარგი და ვინ ცუდი. პოზიტიური ალბათ ისაა, რომ სომხეთის ანექსირება მოვახდინეთ, ნეგატიურად კი ის ჩაითვლება, რომ მაგრად დაგვერხა :დ თურქეთის შემდეგ რიგში ჩვენი ჯერი მოდის. მოსახლეობას კი განვითარებას ვუსურვებ.

ასევე ახალ წელს გვილოცავს საქართველოს ექს-პრეზიდენტი jimmy levy



1) გასული წელი, ისევე როგორც ნებისმიერი წელი, არ იყო ცალსახად კარგი ან ცუდი. მოხდა როგორც კარგი, ასევე ცუდიც. კარგი ისაა, რომ გამოჩნდა ბევრი ძლიერი ექართული აკაუნტი, რომლებსაც შეუძლიათ თავის დივიზიონში გადამწყვეტი როლი ითამაშონ. გამოჩნდა რამდენიმე კარგი ახალი მოთამაშეც..
ცუდი რა თქმა უნდა ისევ ჩვენი მცირერიცხოვნობაა. ბევრმა აქტიურმა მოთამაშემ დაგვტოვა. ახლები ვერ შევინარჩუნეთ...

2) 2015 წელს განიხილებოდა როგორც ის, წაიშლება თუ არა რუკიდან საქართველო, აგრეთვე ისიც, გაგვიჩნდებოდა თუ არა კოლონიები. ვამაყობ იმით, რომ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიების დაპყრობა დაიწყო ჩემი პრეზიდენტობის ჟამს, ჩემი ინიციატივით. მართალია ვეღარ შევინარჩუნეთ ის ტერიტორიები (უკვე აღარ ვიყავი პრზიდენტი), მაგრამ ვირწმუნეთ ჩვენი ძალის და ეხლა გვაქვს მშვენიერი მდგომარეობა კოლონიების მხრივ.
ნეგატიურიც და ამავდროულად პოზიტიური იყო თემა დიქტატურის საჭიროებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიას უამრავი ნაკლი აქვს, მაინც მოხარული ვარ, რომ დიქტატურა აღარაა საქართველოში. ეს გვაძლევს საშუალებას პოლიტიკაში ჩავრთოთ (და მისით დავაინტერესოთ საერთოდ) უფრო მეტი მოთამაშე, ვიდრე დიქტატურის დროსაა. დიქტატურის დროს სამწუხაროდ არ გავიდა ჩემი აზრი, რომ დიქტატორის ტიტულის მფლობელი ყოფილიყო მხოლოდ სენატის ნების ამსრულებელი. ამის მაგივრად სენატი საერთოდ დაიშალა (დაშალეს). თუ აქტიურად დავუბრუნდი პოლიტიკას და თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და თუ (ბევრი თუა, არა?! 🙂 ) გავიმარჯვე, სენატს ისევ აღვადგენ, თუმცა შეცვლილი და უფრო დახვეწილი წესებით.
2015 წელს სამწუხაროდ არ განიხილებოდა არც ნეგატიურ და არც პოზიტიურ კონტექსტში ესაქართველოს ეკონომიკა. არადა ყველაფერი იწყება და მთავრდება ეკონომიკით. ეს რეალურ ცხოვრებაში. ერესპუბლიკაში კი ყველაფერი იწყება და მთავრდება პოპულაციით და ეკონომიკით. პოპულაციაში რომ მოვიკოჭლებთ, არახალია. ეკონომიკას კი აუცილებლად სჭირდება მიხედვა. ოღონდ კომპეტენტური ხალხის კომპეტენტური მიხედვა და არა ისეთი, როგორიც ხდება ხოლმე. ჩემი აზრით, საგადასახადო რეფორმებმა ცუდი შედეგი მოუტანეს საქართველოს.
3) ახალ 2016 წელს, ექართულ მოსახლეობას, პირველ რიგში ვუსურვებ რა თქმა უნდა გამრავლებას 🙂 . შემდეგ კი პოლიტიკურ სტაბილურობას, მეტი და ფრო ძლიერი მეგობრების შეძენას და საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე აღდგენას 🙂


ასევე საქართველოს ახალი წელი მოულოცა უკრაინის პრეზიდენტმა რომელმაც საქართველოს წინსვლა, განვითარება და რაც მთავარია მშვიდობა.

ასეთი იყო საახალწლო გადაცემა რუსთავი 2-ისგან. ჩვენი გუნდის სრული შემადგენლობა გისურვებთ მშვიდობიან და ბედნიერ ახალ 2016 წელს.დარჩით ჩვენს გვერდზე და გაიგეთ მეტი ჩვენთან ერთად !