კურიერი 15:30 სააათზე ,, დაპირისპირება ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასა და დაბოლილ სოციალისტთა კავშირს შორის

Day 2,977, 03:24 Published in Georgia Georgia by Mephe Aleksandre



გამარჯობა ეს არის კურიერი 3 საათზე და მე მისი წამყვანი ნიკა კიკაჩეიშვილი გახლავართ. მაშ ასე:



გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ახალ იუმორისტულ-პოლიტიკურ-პოეზიური ჯგუფის ,,სამოქალაქო სექტორის" ირგვლივ დიდი სკანდალი დატრიალდა. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმან გამოიწვია რომ მათ მიერ დაწერილ ლექსში იყო გამოყენებული მთავრობისადმი გამაკრიტიკებელი სიტყვები, რამაც ჩვენს მთავრობაზე უარყოფითად იმოქმედა და მათი მხრიდან რუსთავი 2 კრიტიკის მსხვერპლი გახდა. ასევე რუსთავი 2-ის სტატიის შემდეგ საწინააღმდეგო სტატია R.P.McMurphy-მ დაწერა რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა დაბოლილი სოცილისტების კავშირის პრეზიდენტისგან. ამ ლექსში გამოყენებული იყო მათი კავშირისადმი შეურაცხმყოფელი სიტყვები რაც კავშირის პრეზიდენტის გაღიზიანება მოჰყვა.
მან უბრალო განცხადება გააკეთა რომ მთავრობა შეეშვას მათ შეურაცხყოფას რაც ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასა და დაბოლილ სოციალისტთა კავშირის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ამ კამათში ასევე ჩაერთო საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი ტომ ჰაგენი. ჩვენ დავინტერესდით მისი ბიოგრაფიით და ვესტუმრეთ მის ოფიციალურ ვებ-გვერდს.
ის იყო კონგრესის წევრი 5-ჯერ, ასევე იყო ერთიან ქართული პარტიის წევრი. შემდეგ ის იყო ეგვიპტის ფინანსთა მინისტრი. ჩვენ მის მინისტრობაზე მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვით რადგან ჩვენ მეტი ინფორმაცია არ გვაქ. ის ასევე გამოირჩეოდა თავისი კრიტიკით რესპუბლიკელებისადმი. ყველაზე მთავარი რაც შეიძლება გამოვყოთ მისი საქმიანობიდან ის არის რომ,როდესაც ამ მთავრობის არჩევნები იყო და ისინი პირველად აირჩიეს მან დაწერა მათი მიმართულებით კრიტიკული სტატია სადაც ამბობს რომ ხალხმა არასწორი არჩევანი გააკეთა და ხმა მისცა ქვეყნის ცუდ კურსს, ახლა კი ის იმავე მთავრობაში ვიცე-პრეზიდენტია. რა თქმა უნდა ხალხს უჩნდება კითხვა თუ რა ხდება მასსა და მთავრობას შორის?




კურიერმა ჩაატარა გამოკითხვა საქართველოს მოქალაქეებში. ჩვენ მათ დავუსვით კითხვა თუ როგორ მოსწონთ მთავრობის მუშაობა?

ერთი ნაწილი გვპასუხობს რომ მთავრობა ცუდად მუშაობს და ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია.

მეორე ნაწილი კითხვაზე პასუხის გაცემაზე თავს შეიკავებს, ხოლო მესამე ნაწილი ამბობს რომ მთავრობა კარგად მუშაობს და არანაირი შენიშვნა არ აქვთ მათ მიმართ.




დღეს დღეობით საქართველოს ბიუჯეტი შეადგენს 53,434 .23 ლარს. რომელიც 3 დღის წინანდელ ბიუჯეტთან შედარებით ძალიან მცირეა.

ასეთი იყო დღევანდელი კურიერი 15:30 საათზე. მე ნიკა კიკაჩეიშვილი ვარ და გემშვიდობებით შემდეგ გამოშვებამდე. დარჩით ჩვენთან და გაიგეთ მთავარი ჩვენგან!!!