პრეზიდენტის ანგარიში

Day 3,181, 03:55 Published in Georgia Argentina by M i r M i

სალამი.

პოსტის დატოვების შემდეგ ვაპირებდი სტატიის დაწერას და პრინციპში ჩემი სტატია ამ პმ-მაც დააჩქარა.

rato xart ase umoqmedoebi? tadacvis ministri mainc rato ar mushaobs? yoveldge sxvadasxva brdzanebebs unda aaxlebdes da mxolod mashin wers roca saqartvelos ajanyebaa. nu kargit ra
dges rato ar dawera axali sabrdzolo brdzaneba ajanyebis shesaxeb? tu ar shegedzlot qveynis martva ar unda itaot. an kide yvelaferi unda gaaketot qveynis ketildgeobistvis.

მეტწილად ამ შეფასებას ვეთანხმები.
სამინისტროების უმეტესი ნაწილის მუშაობა ჩავარდნილია, ჩემი მუშაობაც ჩავარდნილია. ნუ თავდაცვის მინისტრი ყველაზე მეტს აკეთებს ჩვენს შორის, ალბათ.

არც მე მომწონს ეს 1 თვე და ზუსტად ამიტომ არ დავაყენე კანდიდატად თავი, არ ვიმსახურებ.

ის რომ წაშლილები ვართ, ცალკე თემაა, ამას მე კი არა პლატოც ვერ შეცვლის მგონი, ამ ეტაპზე ( უფრო სწორად ვერ შეცვლიდა) მაგრამ ის რომ პასიურები ვართ, ყველაზე მეტად ჩემი ბრალია. ახლა, როცა დინოზავრებივით გადაშენების ზღვარზე ვიმყოფებით მეტი აქტიურობა იყო საჭირო. მაგრამ ზაფხულია, ზოგს გამოცდები აქვს, ზოგი ისვენებს, ზოგმა ხელი ჩაიქნია და აქამდეც მოვედით.

ნუ, მთლად მკვდრებიც არ ვიყავით, საგარეო კუთხით მაქსიმალურად ვცადეთ ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა, თავდაცვაშიც ვცდილობთ რაღაცეებს, თუმცა სტრაიკები რომ არ გამოდის ეგ პირველ რიგში თქვენი პასიურობის ბრალია, ეკონომიკას ვერაფერს ვუზამთ სანამ წაშლილები ვართ, აი განათლების სამინისტროსგან მეც უფრო მეტს ველოდი.

მოკლედ, ამ თვესი ხელისუფლების მუშაობას მე სამიანს ვუწერ, პლიუსით, მეტიც შეიძლებოდა. რატომ არ ვაქტიურობდი? ამის ძირითადი მიზეზი ისაა რომ ცოტა დრო მაქვს რეალური ცხოვრების გამო + განვითარებულმა მოვლენებმა ძაან დამჩაგრა მორალურად 😁)) ვერ ვხედავ გვირაბის ბოლოს სინათლეს 🙁

ნუ, ჩემი პესიმიზმი ნუ გადაგედებათ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.