შეცდომები და პასიურობა

Day 3,127, 10:10 Published in Georgia Argentina by M i r M i

სალამი.
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა რაც უკვე იძლევა საშუალებას შევაფასოთ მისი მოღვაწეობა.

პირველი დღეს მოხდა სამთავრობო გუნდის პრეზენტაცია, დაიდო რამდენიმე სტატია რაც იმედისმომცემი სტარტი იყო, თუმცა ბოლო 2-3 დღეა ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ დიდი პასიურობა შეიმჩნევა.

2-3 დღის წინ იყო საუბრები იმაზე რომ უნდა განახლებულიყო სტრაიკები, თუმცა დღემდე არანაირი წინგადადგმული ნაბიჯი ამ მხრივ არ გვაქვს. ქვეყანას რამდენიმე დღეა არ ჰყავს თავდაცვის მინისტრი, რომელმაც ამის ვალდებულება უნდა აიღოს საკუთარ თავზე. საინტერესოა 2 ტოპ პარტიაში რატომ არ მოიძებნება შესაფერისი კანდიდატურა, ვინც ამას ითავებს. იმ ფონზე, რომ სამთავრობო გუნდი მაინც ,,მოწინააღმდეგე" პარტიების წევრებისგან დაკომპლექტდა, ისმის კითხვები, რასთან გვაქვს საქმე? მათ არაკომპეტენტურობასთან? ინიციატივის და ინტერესის არ გამოხატვასთან?

ფაქტი ფაქტად რჩება, იმ ფონზე როდესაც ქვეყანას საომარი კუთხით კიდევ დიდი გამოწვევები ელოდება წინ, და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, ქვეყნის თავდაცვის მექანიზმი ბოლომდეა მორღვეული და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
არადა გამართული სამხედრო მმართველობა ქვეყანას ახლა ძალიან სჭირდება.


2 დღის წინ პლატომ კონკურსი გამოაცხადა, იმ სტატიების ავტორებს, რომელიც მოეწონება ოქროთი დააჯილდოვებს. აღნიშნული ინფორმაცია მივაწოდე ხელისუფლებას, თუმცა ინფორმაციული სტატია მაინც არ დაიდო და დარწმუნებული ვარ მოსახლეობის უმრავლესობამ არაფერი იცის ამის შესახებ. თუმცა იმ ფონზე რომ განათლების მინისტრი მეორე დღეს გაიქცა, ,,ქვეყანას აღორძინების ვტოვებო" (სულ მან ააღორძინა მისმა მზემ), მერე სტატია წაშალა (ალბათ აგურის დადება დაავიწყდა) არაფერია გასაკვირი.

მოკლედ, ორი მინისტრი პირველ დღეს რიხით გვესაუბრებოდა მათ გეგმებზე და ზეციურ საქართველოზე, მეორე დღეს კი დატყდნენ. ორივე მინისტრი ტოპ/გამარჯვებული პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. როგორც ჩანს პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან ჭარბადაა ამ პარტიებში.

არ ვიცი რა ხდება საგარეო კუთხით, ინფორმაცია ნაკლებად მაქვს და ამიტომ კრიტიკისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, თუმცა იმედი მაქვს ხელისუფლება მუშაობს ახალ ქვეყნებთან მპპ-ებზე, განსაკუთრებით სინდიკატი მაქვს მხედველობაში. ,,ზამთარი მოდის" და მათი დახმარება ფასდაუდებელი იქნება. იმედია ხელისუფლება ამაზე მუშაობს. და ის რომ უკვე არსებული მპპ-ები განაახლა ქვეყანამ ეს დიდ მიღწევად ვერ ჩაითვლება.

სხვათაშორის, საქართველოს პრეზიდენტმა 2 დღის წინ მპპ შესთავაზა კვიპროსს, იმ ფონზე რომ თურქეთთან ზავი არ იყო დადებული და ამის გამო თურქეთმა და კვიპროსმა ერთმანეთს შორის წინა დღით გაფორმებული მპპ დაკარგეს. მშვენიერი მიღწევაა.

ერთადერთი ნათელი წერტილი ამ დღეებში მხოლოდ ამ ადამიანის http://www.erepublik.com/en/citizen/profile/7682832 სტატიებია, რომელიც ახლა განათლების მინისტრადაც დაინიშნა. კარგი არჩევანია, მისი აქტიურობიდან გამომდინარე. იმედია ასე გააგრძელებს.


ეს ყველაფერი რასაკვირველია დეტალებია, მაგრამ ამ დეტალების სწორი კეთებით იდება სწორი და მისაღები შედეგი. ჯერ ჯერობით ამ ხელისუფლებას კოჭლ სამიანს ვუწერ, იმედი მაქვს მომდევნო სტატია მხოლოდ დადებითი ფაქტებით იქნება გაჯერებული.



პ.ს. მინდა გაგახაროთ, დევიკოს შემართება ჯერ არ აქვს დაკარგული და როგორც მისი კომენტარებიდან ჩანს ის კვლავ ხარბად სუნთქავს თავისუფლების მომგვრელი ჰაერით, ზეციურ საქართველოში. მას კვლავ სჯერა რომ არჩევნების შემდეგ ,,გვეშველა" და ყველაფერი იდეალურადაა.