ათის ნახევარი

Day 3,094, 05:36 Published in Georgia Argentina by M i r M i

გამარჯობა.

მე მოგიყვებით ამბავს საქართველოს დიდი გამარჯვებაზე.

როდესაც რესურსების ომი დაიწყო ფაქტობრივად არავინ ვიცოდით რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა.
ჩემი წინა ორი სტატიით მოგაწოდეთ ის მაქსიმალური ინფორმაცია რაც მე ვიცოდი და რაც შემეძლო საჯაროდ მეთქვა.
მე არ გითხარით რომ ჩვენი პრიორიტეტი სახლის რესურსები იყო, იმიტომ რომ ეს მტერს არ ენახა.
რატომ სახლები?
იმიტომ რომ ძალიან მომგებიანი ბიზნესია, მე ვიცი რომ უმეტესობას საკვები გაქვთ, მაგრამ ნელ-ნელა როდესაც ამ ბიზნესს ააწყობთ იგრძნობთ სხვაობას. ამასთან, გვინდოდა გვქონოდა მაქსიმალური ბონუსი, ანუ 100% რომ სხვა ქვეყნების კომპანიები ჩვენთან გადმოვიდნენ და ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს მათი გადასახადებით.
გზა ამ ყველაფრისგან რთული იყო.
უპირველესი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობა იყო.
არ ვიცოდით რა გვექნა, როგორ.
ჩვენ რომ გვეგონა რესურსები დაიყრებოდა და დასწრებას ვცდიდით, ადმინისტრაციამ სულ სხვა პრინციპი შემოგვთავაზა.
ამიტომ ჩვენი გეგმებიც გამუდმებით იცვლებოდა და ტურნირის წესებს ერგებოდა.
პირველი დღე მოთელვა იყო.
ჩვენ სამჯერ ვცადეთ ჩვენი სასურველი რესურსის აღება მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.
მეორე დღეს პირველი რესურსი მოვიპოვეთ.
ბონუსი რომელიც 20%-იანია.
იმავე საღამოს სახლოს 25%-იანი ბონუსი ავიღეთ.
ამავე დროს გაგვემაზა სახლის 15%-იანი ბონუსი, როდესაც ერთმანეთს მექსიკელმა ძალით ჩაგვიჯვა გეგმებში და ბონუსი მექსიკას შეხვდა.
მომდევნო დღეს 15%-იანი ბონუსი და ჩვენ უკვე სახლების ბონუსის 60% გვქონდა.
საჭირო იყო ყველაზე იშვიათი რესურსის, გრანიტის აღება რომელიც 30% ბონუსს იძლევა.
4 დღე ველოდეთ და გუშინ გრანიტიც გამოჩნდა.
ჩვენ უკვე 12 საათით ადრე ვიცოდით რომ დღეს დილით, ათის ნახევარზე გრანიტის ბონუსისთვის საშინელი ბრძოლის გადატანა მოგვიწევდა.
გეგმები დავაწყვეთ და დავიშალეთ.
დაგეგმილი ორი ომი იყო.
იმიტომ რომ რაც უფრო ნაკლებია ომი ქულები მით უფრო ადვილად საკონტროლებელია.
დილით როკ გავიღვიძე უკვე 4 ომი მიდიოდა.
სიმართლე გითხრათ ხელიც ჩავიქნიე, 4 ომს ძალიან დიდი ადამიანური რესურსის მობილიზება უნდა რომ აკონტროლო, იმიტომ რომ შემორბიან სხვა ქვეყნების წარმომადგენლები და შენთვის არასასურველ მხარეს წევენ კედელს და 20 დივიზიონის გაკონტროლება 5 სხვადასხვა ომში ძალიან რთულია. ჰო, 9 საათისთვის კეთილისმყოფელებმა მეხუთე ომიც გახსნეს, რეგიონი ააჯანყეს...

ვერ აგიღწერთ რა ხდებოდა დილის 9 საათიდან 10-ის ნახევრამდე შუალედში, უბრალოდ შეუძლებელია.
ნახეთ ჩემი სტატია და სქრინშოტები რომლებიც დავდე, როგორ ცდილობდნენ რუმინელები და სერბები დროზე ადრე აგვეღო ქულები და რესურსი დაგვეკარგა.
4-5 ადამიანი რამდენიმე ექქქაუნთითთ ომიდან ომში გამწარებული დავრბოდით და იმათ გაფუჭებული ვასწორებდით.

ბოლოს სარიჯამ ეგრე არ უნდაო და ისეთი რამ ჩჩაიდდინა იმათ ომებში, ისინი ჩვენზე ადრე ისინი გავარდნენ, ჩვენ კიდე სასურველი რესურსი მოვიპოვეთ.

90% სახლის რესურსი გვაქვს.
ამით ჩვენი გეგმების 80% შესრულებულია.
უკვე წამოვიდა მუქარები ბობოლა ქვეყნებიდან ჩვენზე აირსტრაიკის მოწყობაზე.
გრანიტიც ხომ 7-ია სულ და ჩვენ პირველებმა ავიღეთ.
თან რადგან გრანიტს რადიუსი აქვს საფრანგეთს აქეთ მთელ ევროპაში ვერავინ დადგამს 😁))
დანარჩენი ჩვენი 20% გეგმების, ამ მოპოვებულის დაცვას მოხმარდება.
გვაქვს ძალიან კარგი გეგმები და ამაზეც როდესაც განვახორციელებთ მერე ვისაუბრებთ.
დღეს გავიმარჯვეთ და მოვიპოვეთ.
ხვალ უნდა გავიმარჯვოთ და შევინარჩუნოთ!!!


გილოცავთ!