ახალი პოლიტიკურ-პოეზიური ჯგუფი ,,სამოქალაქო სექტორი"

Day 2,976, 10:05 Published in Georgia Georgia by Mephe Aleksandre


დაპირებებთან მოგვიწევს დიდი ხნით დაშორება,
მარიხუანით მოგვიწევს სულ მალე დაბოლება,
მთავრობა მალე ჩვენს ვეტელს ჭკუიდან გადაიყვანს,
ბოლოს ამბავი ატყდება დედა შვილს არ აიყვანს.
ჩვენს ვეტელს ვეტყვი პირდაპირ, ჩვენ აღარ გვესმის ერთურთის,
ერთი სიკეთე ქენი და ისიც ჩვენს ლუკას ეკუთვნის,
კობერას ყველამ დასცინა, რა აღარა თქვეს ვინ იცის?
ეგ ადრე უნდა გვეფიქრა, MOFA რომ ვანდეთ დიქტატორს.
ესა მესა, ესა მესა ჩვენ გვიჭამენ ბიუჯეტსა,
ირიგებენ ქვეყნის ფულსა,
ატყუებენ საწყალ ერსა.
დაპირებებთან მოგვიწევს, დიდი ხნით დაშორება,
მარიხუანით მოგვიწევს სულ მალე დაბოლება,
მთვრობა მალე ჩვენს ვეტელს ჭკუიდან გადაიყვანს,
ბოლოს ამბავი ატყდება დედა შვილს არ აიყვანს.



ქვეყნის ბიუჯეტი თურმე კარგი ყოფილა.
სინამდვილეში ამას ერთი ამბობს და 5 მას უსმენს ყბადაღებული.
პრეზიდენტმა რომ თქვა თურმე ბიუჯეტი კარგია,
ამის დამჯერი სინამდვილეში მაგარი მოტყუებულია,
უფულობის გამო კიდე პური ვეღარ ვიყიდე,
ბოლოს მაშინ გავსინჯე ენაზე რომ ვიკბინე,
ყველაფერი გააძვირეს ცაში გარბის მრიცხველი.
ვზივარ უმუშევარი აღარა მაქვს ფული,
ეშმაკიც კი არ გამოჩნდა რომ მივყიდო სული,
ბიუჯეტის გაზრდა უნდათ უკვე დიდი ხანია,
ეს მთავრობა კი არა მართლა ,,ტიან-შანია",
მართლა რამე გააკეთეთ ვეტელი გყავთ პატრონი,
საქმეში რომ გაჯობებენ,ვიღაც დაბოლილები.
ვეტელი ამბობს, რომ ბიუჯეტს ფეხზე დააყენებდა,
იმ პირობით თუ კი მერე შედეგი კარგი გვექნება.
ვეტელს თუ არ მოეფერე არაფერი გამოვა,
გეხვეწებით ხალხს გვაცალეთ, იქნებ ჩვენც გვაქვს გეგმები.
ჩემი ხარჯების დიდ პროცენტს, ხალხზე ვხარჯავო ბატონმა,
ისეც ნუ გაგვანებივრებ, მერე ვერ გვიცნოს პატრონმა.
ხალხიც გადაიღალა, ბევრი დროა გასული,
უკვე ყელში ამოვიდა მარტო შენი დაპირება!!



დაპირებებთან მოგვიწევს, დიდი ხნით დაშორება,
მარიხუანით მოგვიწევს სულ მალე დაბოლება,
მთვრობა მალე ჩვენს ვეტელს ჭკუიდან გადაიყვანს,
ბოლოს ამბავი ატყდება დედა შვილს არ აიყვანს.