პოსტსკრიპტუმი და ექსკლუზიური ინტერვიუ ქალბატონ სალისთან.

Day 2,973, 09:05 Published in Georgia Georgia by Mephe Aleksandre


გამარჯობა. ეს არის პოსტსკრიპტუმი ნიკა კიკაჩეიშვილთან ერთად.ჩვენ დღეს გაგახსენებთ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს და ექსკლუზიური ინტერვიუს ქალბატონ სალისთან. ამ და სხვა თემებს დღეს პოსტსკრიპტუმის გუნდი წარმოგიდგენთ. მაშ ასე:

ექსკლუზიური ინტერვიუ ქალბატონ სალისთან.

1)როგორ შეაფასებთ საქართველოს მთავრობის მუშაობას?
2) რომელ სამინისტროს შეაფასებდით ყველაზე დადებითად?
3) რას იტყვით საგარეო საქმეთა მინისტრზე და მის მუშაობაზე?
4) რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
5)როგორ შეაფასებთ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით , რომ ის თქვენ პირველ ლედად გიწვევთ?


პასუხები

1) გამოდინარე იქიდან რომ სულ რამოდენიმე დღეა ვთამაშობ,არ იქნება კორექტული ჩემი მხრიდან მთავრობის საქმიანობის შეფასება.
2) სულ რამოდენიმე მინისტრს ვიცნობ (თუ ცნობა ქვია :დ) კულტურის მინისტრი ძალიან დადებითი პიროვნება,თანაც ვნაე რამოდენიმე წამახალისებიანი კონკურის რაც ამ ბოლო დღეებში გაუმართი.
3) ლუკაზე დადებითად ვარ განწყობილი ,რადგან სანამ გავიცნობდი ძალიან ბევრმა კარგად დაახასიათა,რაც შეეხება მის მინისტრობას ამ ეტაპზე თავს შევიკავებ აკ კითხვაზე პასუხისგან.
4) ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გეგმების ჩამოყალიბებაში ვარ.
5) ეს მხოლოდ სასიამოვნო ხუმრობა იყო.


ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ჩავწერეთ, სადაც ისინი ამბობენ რომ ეს უბრალოდ კარგი ხუმრობა იყო და მის ამგვარმა განხცადებამ გოგონას პოპულარობა მოუტანა.




დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თავისი მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მან ქვეყნის მოსახლეობას თავისი გეგმები და ახალი მინისტრთა კაბინეტი გააცნო. მთავრობის კაბინეტში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მინისტრი შეიცვალა და ეს გახლავთ განათლების მინისტრი. აი ასეთია ახალი მინისტრთა კაბინეტი:
ვიცე პრეზიდენტი - Tomm Hagen
საგარეო საქმეთა მინისტრი - Luka Koberidze (The beast from asprovalta)
პრემიერ მინისტრი - Aveun
განათლების მინისტრი / ფინანსთა მინისტრის მოადგილე - Warrior (Ashmalaxa)
თავდაცვის მინისტრი - Senna... (მიშა)
ფინანსთა მინისტრი- Son of Tangra (ტიგრანა)




გუშინ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საჯაროდ გამოაქვეყნა ქვეყნის ბიუჯეტის ანალიზი, სადაც საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ქვეყნის შემოსავალზე. მან ასევე აღნიშნა რომ დღეს ქვეყნის ბიუჯეტი, წინა მთავრობის ბიუჯეტთან შედარებით 72 858.15 ლარით მეტია.




საქართველოს კონგრესში შეტანილია კანონპროექტი ორმხრივი დაცვის პაქტზე. ამ კანონს მექსიკის პრეზიდენტი მოითხოვს. ამ კანონს 24 მომხრე და 0 წინააღმდეგი ჰყავს.





ამ კვირას ასევე რუსეთის მხრიდან გავრცელდა მუქარა საქართველოს მიმართა, სადაც ერთ-ერთმა კონგრესმენმა საქართველოს წინააღმდეგ ბუნებრივი მტრის კანონი გამოიტანა.ეს კანონი რუსეთის კონგრესმა ჩააგდო. ამ კანონის შემდეგ რუსთავი 2-ის ეთერში დაბოლილთა სოციალისტურმა პარტიამ სპეციალური სტატია დაწერა და თამაშის ადმინისტრაციამ ეს სტატია დაბლოკა.



ასევე ამ კვირის ბოლოს შეიქმნა ახალი სოციალისტური კავშირი სახელით: ,,დაბოლილთა სოციალისტური პარტია". ქრისტიან-სოციალური პარტიის ისტორიაში 2016 წლის 7 იანვარი ოქროს კალმით ჩაიწერა. ეს დღე მათთვის მნიშვნელოვანი გახდა რადგან მათ პარტიის სრული რეორგანიზაცია მოახდინეს და სახელად დაირქვეს ,,დაბოლილთა სოციალისტური პარტია“. მათ ასევე შეიცვალეს ლოზუნგი. დღეს მათ აქვთ ასეთი ლოზუნგი: "მთავრობა, ნუ გვაბოლებ, ჩვენ თვითონ დავბოლდებით!”, ასევე მათ პირველად საქართველოში შექმნეს თავიანთი პარტიის ოფიციალური ვებ-გვერდი. როგორც ჩვენთან პარტიის პრეზიდენტმა განაცხადა ეს რეორგანიზაცია პარტიის გამოცოცხლების მიზნით და ახალი ხალხის გაწევრიანებისთვის გააკეთა. მათ შექმნეს ასევე პარტიის წესდება. ისინი ასევე აუცილებლად მოითხოვენ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მთავრობის მხრიდან. თქვენ შეგიძლიათ ასევე ეწვიოთ მათ ოფიციალურ ვებ-გვერდს სადაც უფრო დაწვრილებით გაიგებთ ყველაფერს მათ შესახებ. ისინი ასევე აუცილებლად მოითხოვენ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მთავრობის მხრიდან. თქვენ შეგიძლიათ ასევე ეწვიოთ მათ ოფიციალურ ვებ-გვერდს სადაც უფრო დაწვრილებით გაიგებთ ყველაფერს მათ შესახებ.



ასევე ამ კვირას კადეტების სამხედრო აკადემიამ გააკეთა განცხადება. ჩვენ ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:გამარჯობა. მოგესალმებით კადეტების სამხედრო აკადემიის სახელით [C.M.A]. ჩვენმა სამხედრო აკადემიამ კვლავ დაიბრუნა თავისი სახელი და ძალა. ყველას გიწვევთ ჩვენს სამხედრო აკადემიაში,ვინც 1500 ძალაზე მეტს აღემატებით. მთავრობამ ჩვენ სამხედრო დანაყოფზე კვლავ აღადგინა დაფინანსება და კვლავ შემოგთავაზებთ მრავალ კონკურსებს, ასევე შეიქმნა კადეტების ფორმა. ჩვენი სამხედრო დანაყოფი შედგება 55 კადეტისაგან. ჩვენ ასევე გვაქვს skype ჩათი, სადაც ყოველ ახალწვეულს დავამატებთ ჩვენს ჩათში. ასე რომ გაწევრიანდით ჩვენს სამხედრო აკადემიაში. მადლობა ყურადღბისთვის!!!!

პატივისცემით კადეტების სამხედრო აკადემია!!!





ასეთი იყო გასული კვირის პოსტსკრიპტუმი. დარჩით რუსთავი 2-ზე და გაიგეთ მთავარი ჩვენგან!!!