ჩვენ ერთი გუნდი ვართ!

Day 2,871, 13:18 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR

ამ ბოლო დროს ნიუს ფიდში ლიდერობა ერთ თემაზე აგორებულმა სტატიებმა მოიპოვეს, ალბათ ყველამ იცით თუ რაზე ვსაუბრობ. დიახ ნფგ-ში მომხდარ მცირე განხეთქილებაზე. მე ახლა ნამდვილად არ დავიწყებ იმაზე საუბარს თუ "რა მოხდა სინამდვილეში", რადგან ამ სტატიით მე სულ სხვა რამ მსურს. მსურს, ბოლოს და ბოლოს დავასრულო ეს არეულობა.

ბევრი რამ ითქვა და დაიწერა იმის შესახებ, თუ რა მოხდა და რა ბედი ელოდა პარტიას ამის შემდეგ, ითქვა ისიც რომ ეს "ინციდენტი" მთელს პარტიას შეიწირავდა. მაგრამ მინდა იმედი გაგიცრუოთ ყველას, ვინც ასე ფიქრობს. პარტიას რეალურად მხოლოდ 1 წევრი მოაკლდა (ყველამ ვიცით ვინც). მაგრამ არაუშავს, ეს ფაქტი არათუ ცუდი, არამედ დადებითიც კია. არსებობს ერთი მარტივი აქსიომა - შეცდომებზე ვსწავლობთ. დადებითი გამოცდილება, ისევე როგორც უარყოფითი, არათუ რამეს დაგვაკლებს არამედ გაგვაძლიერებს. ამის შემდეგ ეროვნული ფრონტი კიარ დასუსტდება, არამედ გაძლიერდება და კიდევ უფრო ამაყად შეხვდება ნებისმიერ დაბრკოლებას.

ეროვნული ფრონტი ისევ რჩება ერთიან და პოლიტიკურად შეკრულ პარტიად, ძალად, რომელიც ორიენტირებულია წინსვლასა და განვითარებაზე. პარტიად, რომლის თითოეული წევრი მოტივირებულია მეორის დასახმარებლად, პარტიად, რომელიც იდგა, დგას და მუდმივად იდგება სახელმწიფოსა და მოქალაქეთა სამსახურში. ეროვნული ფრონტი არის N#1 პარტია ესაქართველოში და ეს ასე იქნება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში!

და იცით რა არის ჩვენი პარტიის წარმატების მიზეზი? ერთადერთი რამ - გუნდურობა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ - ჩვენ ერთი გუნდი ვართ!

მინდა თითოეულ ფრონტელს მოვუწოდო ღიმილიანი სახით გაატარონ ეს შავი ლაქა და ისეთივე გუნდური სულისკვეთებით გააგრძელონ პოლიტიკური ცხოვრება, როგორიც აქამდე ჰქონდათ. იყავით ძლიერები, მეგობრულები და რაც მთავარია ნურასოდეს დაივიწყებთ, რომ თქვენი პარტია თქვენს გვერდით დგას.

იმის დასტურად, რომ პარტია არ წყვეტს პროგრესირებასა და მოთამაშეებზე ზრუნვას პარტიის ახალი კონკურსიც მეტყველებს. გაეცანით სტატიას და ჩაერთეთ კონკურსში!