პრეზიდენტის ინიციატივა-დავალება!

Day 2,774, 08:10 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR


გუშინ, 24 ივნისს, 23 საათზე დაიწყო მთავრობის სხდომა, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა. სხდომაზე რამდენიმე სამინისტრომ ანგარიში წარუდგინა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს და გააჟღერა ინიციატივები. მათ შორის იყო კულტურის სამინისტროც. სწორედ ამ სხდომის მიმდინარეობისას პრეზიდენტმა კულტურის სამინისტროს პირდაპირი დავალება მისცა. ამ სტატიაში თქვენ სწორედ პრეზიდენტის ინიციატივას გაეცნობით.



პრეზიდენტის დავალებით კულტურის სამინისტროს ბაზაზე იქმნება, ასე ვთქვათ სამთავრობო გაზეთი. ეს სახელი პირობითია და ახლა აგიხსნით გაზეთის ამოქედების არსს. ეს გაზეთი იმუშავებს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ქვეყნის მოსახლეობისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. ესენია: პოლიტიკური და ეკონომიკური მიმოხილვები, ინტერვიუები და ბლიც ინტერვიუები ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსებთან, ბაზარზე ფასები, ხელფასები და სხვა...



ახლა კი აგიხსნით გაზეთის მუშაობის პრინციპს: როგორც გითხარით გაზეთი კულტურის სამინისტროს ბაზაზე იქმნება, თუმცა ეს გაზეთი არცერთ მოქმედ გაზეთში არ დაიდებს ბინას. ჩვენი სამინისტრო უზრუნველყოფს ახალი ექაუნთის შექმნას, რომელიც მხოლოდ გაზეთის ფუნქციონირებისათვის იქნება გამოყენებული. ამ გაზეთში სტატიები გადანაწილდება რუბრიკებში, რომლებასც სხვადასხვა ჟრნალისტები ჩაიბარებენ. მაგ: ერთი ჟურნალისტი იმუშავებს ინტერვიუებზე უცხოელ პოლიტიკოსებთან, მეორე ქართველ პოლიტიკოსებთან ჩაწერს ინტერვიუებს, მესამე მიმოიხილავს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მეოთხე იმ გლობალურ პროცესებს, რომლებსაც საქართველოსთან აქვს კავშირი, მეხუთე კი ეკონომიკური მიმომხილველი იქნება. რუბრიკების ასეთი განაწილება ჯერჯერობით პირობითია, რადგან ჩვენი სამინისტრო გაზეთზე მუშაობას დღეიდან იწყებს. რუბრიკების მიმართულებები და რაოდენობა პრეზიდენტთან დაზუსტდება. პრეზიდენტისავე გადაწყვეტილებით გზეთი ყოველ 3 დღეში ერთხელ გამოიცემა.
როგორც გითხარით, თითოეულ რუბრიკას სხვადასხვა ჟურნალისტი ჩაიბარებს. ამიტომაც კულტურის სამინისტრო დღეიდან ვაკანსიებს აცხადებს შემდეგ პოსტებზე:

1. ინტერვიუების ჩამწერი უცხოელ პოლიტიკოსებთან (მაღალი ალბათობით ამ პოსტს იუსტიციის მინისტრი დაიკავებს, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს აღნიშნული მიმართულებით)
2. ეკონომიკური მიმომხილველი ( პოსტი დაიკავა Tengiz I-მა)
3. გლობალური პოლიტიკური პროცესების მიმოხილველი ( პოსტი დაიკავა Georgian Shield-მა)
4. ინტერვიუების ჩამწერი ქართველ პოლიტიკოსებთან
5. საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმოხილველი
6. ჟურნალისტი, რომელიც დაწერს რეკლამებსა და კერძო განცხადებებს გაზეთში




აღნიშნულ პოსტებზე მუშაობის დასაწყებად აუცილებელია სათანადო გამოცდილება ჟურნალისტურ სფეროში, ამასთანავე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ გაზეთში მომუშავე ყველა ჟურნალისტის მთავარი ვალდებულება იქნება მუშაობა სახელმწიფოებრივ კონტექსტში. ანუ: გაზეთში დაუშვებელი იქნება პარტიული ან პირადი ინტერესების გატარება. რათქმაუნდა ყველა ჟურნალისტს შეეძლება პირადი აზრის დაფიქსირება, თუმცა იგი არ უნდა იყოს სახელმწიფოებრივი კონტექსტიდან ამოვარდნილი და მითუმეტეს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სახელმწიფოს ინტერესებს. ასევე, გაზეთში იმოქედებს ცენზურა და ყოვლად დაშვებელი იქნება უცენზურობის რაიმე სახით გამოვლენა (იქნება ეს სიტყვიერი თუ ფოტოს სახით).
აქვე მინდა დავამტო, რომ გაზეთი კულტურის ერთი მინისტრიდან მეორეს გადაეცემა და იმედი გვაქვს, რომ არცერთი მთავრობა არ მოინდომებს მისი ფუნქციონირების შეწყვეტას.



გარდა ამისა გაზეთი ძალიან საინტერესო და მიმიზიდველი იქნება "მდიდარი" ექართველებისათვის. ახლავე გეტყვით რა მხრივ: გაზეთში შესაძლებელი იქნება რეკლამებისა და სხვადასხვა ტიპის განცხადებების გაკეთება(იქნება ეს მიმართვა მოსახლეობას, სპეციალური განცხადება თუ სხვა). ეს რათქმაუნდა გარკვეულ თანხასთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ამ გაზეთში ნებისმიერი კერძო სტატიის (რეკლამა, განცხადება) განთავსება იქნება გარანტი იმისა, რომ მას ძალიან ბევრი მკითხველი იხილავს. პრეზიდენტის ინიციატივით კერძო სტატიებიდან შემოსული თანხა გაზეთში დასაქმებული ეჟურნალისტებისათვის ჰონორარის გადახდას მოხმარდება.



მაშ ასე, იმედია მოგეწონათ გაზეთის შექმნის იდეა. როგორც ზემოთ ავღნიშნე ვაკანსიები ოფიციალურად ცხადდება და კულტურის სამინისტრო ელის გამოცდილ ეჟურნალისტებს! მადლობთ ყურადღებისთვის და წარმატებებს გისურვებთ