ინტერვიუ "განმათავისუფლებელთან"

Day 2,767, 09:11 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR

მოგესალმებით დღევანდელი მოვლენების გამო გაურკვევლობაში მყოფო ექართველებო. ის რომ კულტურის მინისტრის მოადგილე ვარ, არ ნიშნავს რომ ჟუნალისტურ მოღვაწეობას ვწყვეტ. ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ Georgian Shield-ს ინტერვიუ, რომელიც სულ ახლახანს ჩავწერე. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მას ინტერვიუზე დათანხმებისათვის რადგან არამგონია ასეთი ექსკლუზივი ბევრ ეჟურნალისტს ჰქონდეს.

პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო ინტერვიუს ჩაწერაზე დათანხმებისათვის

1. -რატომ გადაწყვიტეთ რევოლუციის მოწყობა და დიქტატურის გადაგდება? ძირითადად რა მიზეზებმა განაპირობა თქვენი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა და რატომ დაინახეთ ასეთი რადიკალური მოქმედების აუცილებლობა?
-ამ კითხვას ჩემს სტატიაში ვუპასუხებ

2. -"განმათავისუფლებელი" - ეს სახელი დაიმკვიდრეთ ზოგიერთ ექართველ მოქალაქეს შორის, შემდეგ კი გამოაქვეყნეთ სტატია, რომელშიც საკუთარი თავი სწორედ ასე მოიხსენიეთ. მოსახლეობას აინტერსებს, ეს ნაბიჯი დიქტატურის დამხობის და დემოკრატიზაციის მიზნით გადადგით თუ ახალ დიქტატორს უნდა ველოდოთ?
-ვნახოთ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. დაწვრილებით დღეს საღამოს ჩემს სტატიაში ვისაუბრებ ამაზე

3. -"განმათავისუფლებლის" სახელის მიუხედავად მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დიქტატორის დამხობა (ბრძოლის ბედი უკვე გადაწყვეტილია, რაზეც დიქტატორის მიერ მისივე გაზეთში გამოქვეყნებული სტატიაც მეტყველებს, სადაც იგი მოქალაქეებს ემშვიდობება) იმ მუ-თი შეძელით, რომელიც ძლიერი უცხოელებითაა დაკომპლექტებული. ზოგიერთი (მაგალითად Bingo o) მიიჩნევს რომ დიქტატურის დამხობა დროული იყო, თუმცა სამოქალაქო ომში უცხოელების ჩართვა დაუშვებელია. ბუნებრივია საზოგადოებას აინტერესებს რატომ ჩართეთ რევოლუციაში უცხოელები, რატომ გადადგით ეს ნაბიჯი, ქართველი მოთამაშეების მხრიდან მხარდაჭერის იმედი არ გქონდათ?

-მე დავხარჯე 250 000 ლარი როგორ ფიქრობთ აქვს რამე მნიშვნელობა როგორ მოვიგე?

და კიდევ როცა დეტერმინატი არის 7.14 რთულია რაიმე წინააღმდეგობის გაწევა.. ასე რომ მობილიზაციაც არ იყო საჭირო სრული.. ექსპრონტად შეკრებილმა დაახლოებით 15 ადამიანმა მოვახერხეთ ეს. იმიტომ არა რომ მოწინააღმდეგეები სუსტები გვყავდა არა იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით 100ჯერ უკეთეს სიტუაციაში..


უსაფუძვლო და არაფრის მთქმელ ბრალდებებს აღარ ვუსმენ აღარ იციან რა კონტექსტში გამასამართლონ. ალბათ მალე იტყვიან რომ პლატოს ახლობელი ვარ და როგორ შეიძლება
არ იციან 100%ით მე რას ვაპირებ და დასკვნებს აკეთებენ რაც ძალიან გამაღიზიანებელია. მე რეალურ ფულს ვხარჯავ ამ თამაშისგან მაქსიმალური სიამოვნება რომ მივიღო ასე რომ უსაფუძვლო ბრალდებები დიდად არ მაინტერესებს. საღი აზრის მსენელი კიდე ყოველთვის ვარ.


ასე თუ ისე იცის ყველამ რომ ქვეყნისთვის ცუდი არასდროს გამიკეთებია და არც ამჯერად ვაპირებ რამის გაფუჭებას


როგორც ნახეთ, "განმათავისუფლებელი" დღეს სტატიის გამოქვეყნებას აპირებს, რომელშიც ამომწურავად ისაუბრებს ამ საკითხის გარშემო. ახლა კი მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მას ინტერვიუსთვის და თქვენთან ერთად დაველოდო მის სტატიას...