დღეს გლოვის დღეა!

Day 2,764, 01:12 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR
მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ვიცი ეს თამაშთან არაფერ შუაშია, თუმცა არ შემიძლია საკუთარი აზრი არ დავაფიქსირო. მე ამ განცხადებას ვაკეთებ არა როგორც მინისტრის მოადგილე, არამედ როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი თქვენგანი, საქართველოს მოქალაქე. მოქალაქე, რომელიც შეძრა ჩევნს საყვარელ თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ტრაგედიამ, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბევრია დაკარგული და დაშავებული... არ შემიძლია არ ავღნიშნო დაღუპული ცხოველებიც, არ მინდა ცხოველების დაკარგვა ადამიანურ მსხვერპლს გავუტოლო, მაგრამ ჩემთვის მათი დაღუპვაც ტრაგედიაა.
ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო გააერთიანა და ფეხზე დააყენა. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დაზარალებულთა დახმარების სურვილი, უამრავი ადამიანი ამოუდგა მათ გვერდით. სახელმწიფომ იგრძნო საკუთარი მოქალაქეების გვერდში დგომა, თუმცა რა არის სახეკმწიფო თუარა მისი მოქალაქეები. ქართველების ერთიანობამ და შეკრულობამ მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა თუ როგორი ძლიერი ერი ვართ. თუმცა ამ ტრაგედიამ თვითონ ქართველებს უფრო მეტი დაგვანახა ვიდრე მსოფლიოს. საქართველო მიხვდა რომ არსებობს პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი რამეები, მაგალითად სიკეთე, სიყვარული და თანადგომა. საქართველო მიხვდა რომ ჩვენ ყველა პრობლემას დავძლევთ ერთამანეთის გვერდში დგომით. დაე საქართველო მუდამ ისეთი ერთიანი და ძლიერი ყოფილიყოს როგრიც დღესაა. დიახ ძლიერი, ძლიერი იმიტომ რომ ამ ტრაგედიამ ჩვენ არნახული ძალა შეგვძინა - სიკეთის კეთების, სხვისი დახმარების სურვილი...

მე, როგორც ჩვეულებრივმა ადმიანმა, უბრალო მოქალაქემ მინდა მოგიწოდოთ, რომ გავიზიაროთ პრემიერის ინიციატივა და 15 ივნისი ესაქართველოშიც გლოვის დღედ გამოვაცხადოთ. დღეს თავი შევიკავოთ ყოველგვარი სიცილისგან, ცინიზმისა და დაპირისპირებისგან. შევწყვიტოთ სტატიების წერა და ამ სიმშვიდით პატივი მივაგოთ გარდაცვლილებს. მინდა მოგიწოდოთ, დღეს პროფილის ფოტოზე ყველამ დაიყენოთ გლოვის შავი ლენტი. დაე ემსოფლიოსაც ვაჩვენოთ - როგორი ძლიერი ერი ვართ!