მსურს კულტურის მინისტრის მოადგილეობა

Day 2,751, 06:36 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR

დასაწყისისათვის მინდა ყველას მოგესალმოთ:

გამარჯობა!

ეს მცირე ლირიული გადახვევა, ახლა კი მინდა ჩემი თავი წარმოგიდგინოთ. დავიწყოთ იმით რომ მე არ ვარ ახალი მოთამაშე და წარმოვადგენ ესაქართველოს არა პირველ, მაგრამ ძველ თაობას. დაახლოებით ერთი წლის წინ, გასაგები მიზეზების გამო თავი დავანებე თამაშს და დაბრუნება არც მეტი არც ნაკლები, გუშინ გადავწყვიტე. ასე ვთქვათ ახლაც ამ "დაბრუნების" პროცესში ვარ და სიმართლე გითხრათ წესიერად ჯერაც ვერ გავერკვიე დღევანდელობაში. ჩემს არყოფნაში ქვეყანაში უამრავი რამ მომხდარა, სამხედრო გადატრიალება (თუ რევოლუცია), დიქტატურა... ამას დამატებული უამრავი ახალი სახე, "ჩემი თაობიდან" მეგობრებს შორის მხოლოდ ერთი აღმოვაჩინე და იგი ესაქართველოს მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი და ექსპრეზიდენტი Baristan Selmi-ია, რომლის ასეთი წარმატებაც ძალიან მახარებს.



ახლა კი სტატიის სათაურს დავუბრუნდეთ. ბოლო დროს ესქართველოში აქტუალური გახდა კულტურის სამინისტროს იდეა. "მაღალ" პოლიტიკურ წრეებში ასეთი აზრი ტრიალებს: რა საჭიროა ასეთი სამინისტროს შექმნა, ეს ხომ ბიუჯეტისათვის დამატებითი ხარჯი იქნება და სხვა არაფერი? ჩვეულებრივი მოქალაქეები ამ კითხვას ასეთ ფორმულირებას აძლევენ: რა ჯანადაბად გვინდა კულტურის სამინისტრო? ან რა უნდა აკეთონ?



ამ სტატიაში მე შევეცდები კითხვებს შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხები გავცე. თავისი არსით eRepublik სამხედრო-პოლიტიკური თამაშია და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთადერთი ასპექტი, რომლსაც ის ითვალისწინებს ჟურნალისტიკაა. ანუ, თუ ამ მხრივ მივუდგებით კულტურის სამინისტრო მართლაც არაფერში გვჭირდება, მაგრამ ეს მოსაზრება მცდარია! eRepublik არის თამაში, რომელიც ცდილობს ვირტუალურ სამყაროში გადმოიტანოს რეალური ცხოვრების ყველა (უდიდესი ნაწილი მაინც) ასპექტი. საზოგადოებრივ ცხოვრებაში კი ერთ-ერთი წამყვანი როლი კულტურულ ცხოვრებას უჭირავს. როგორც ვიცი კულტურის სამინისტროს eRepublik-ში ანალოგი არ აქვს, რის გამოც ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ ვერცერთი სახელმწიფოს გამოცდილებით და ამ საქმეში პიონერის როლს მოვირგებთ. პირველობა ყოველთვის რთულია და ამ შემთხვევაშიც სწორედ ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით. ძალიან რთული იქნება წინასწარ თქმა იმისა, თუ რას გააკეთებს სამინისტრო, თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, როგორც ავღნიშნე ჩვენ პიონერები ვიქნებით ამ საქმეში, აქედან გამომიდიარე სამინისტრო ნელ-ნელა შეითავსებს და ჩამოაყალიბებს მუშაობის მიმართულებებს.



ვიცი სტატიის ამ ნაწილში კარგად ვერ წარმოგიდგინეთ სამინისტროს ძირითადი სფეციფიკა, ამიტომ მაინც შევეცდები (შეძლებისდაგავრად) ჩამოვაყალიბო ის მიმართულებები, რომლებზეც სამინისტრო ჩემი მოღვაწეობის შემთხვევაში გააკეთებს აქცენტს:

1. სამინისტრო მთელი წლის მანძილზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოსა თუ ესაქართველოსათვის მნიშვნელოვანი დღეების აღნიშვნაზე. (რათქმაუნდა ღონისძიებები თამაშში არსებული შესაძლებლობების ფარგლებში გაიმართება, თუნდაც მილოცვებისა და საჩუქრების დარიგების დონეზე)

2. სამინისტრო უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან დაჯილდოებას იმ ადამიანებისა, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ პოლიტიკური, სამხედრო, ჟურნალისტური თუ კულტურული ცხოვრების განვითარებაში.

3. რეგულარულად მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები, რომლებზეც მსურველებს ნამუშევრების არა მარტო დათვალიერება, არამედ ყიდავაც შეეძლებათ. გარდა ამისა "ექართველ" ხელოვანებს სამინისტროს მხარდაჭერით შეეძლებათ პირადი გამოფენების მოწყობა, ან სურვილის შემთხვევაში ნამუშევრების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე წარდგენა. (ესაქართველოში გამოფენების გამართვის პრაქტიკის დამკვიდრება სწორედ მე ვცადე დიდი ხნის წინათ :დ)

4. გარდა გამოფენებისა შესაძლებელი იქნება პოეზიის ან ლიტერატურული საღამოების დაწესება და გამოხმაურების შემთხვევაში ლიტერატურული პრემიის დაწესებაც კი

5. ყველაფერ ამის შესახებ მოქალაქეები შეიტყობენ კულტურის სამინისტროს პრეს-ცენტრის მეშვეობით, რომელიც სამინისტროს შექმნის შემდეგ მის ბაზაზე დაფუძნდება.




იმედია მოგეწონათ სტატია და დაგარწმუნეთ კულტურის სამინისტროს შექმნის აუცილებლობაში. ახლა კი გეტყვით რატომ მინდა მინისტრის მოადგილეობა და არა მინისტრობა. ამის ორი მიზეზი არსებობს, მართალია ახალი მოთამაშე არ ვარ, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე ახლა დავბრუნდი და ამ ვითარებაში ნამდვილად არ ვარ მზად მთავრობის წევრი გავხდე. მეორე - ყველას მოგეხსენებათ არადადეგების სფეციფიკა, ივნისის ბოლოს სოფელში გავემგზავრები, სადაც ინტერნეტზე წვდომა არ მაქვს, ამიტომ არ მინდა ვიყო "მინისტრი ერთი თვით", შემდეგ კი ყველასთვის მოულოდნელად დროებით "დავიკარგო". ამიტომც არის მინისტრის მოადგილეობა ჩემთვის ოპტიმალური თანამდებობა.

მადლობთ ყურადღებსითვის!