ჯილდო

Day 2,427, 03:00 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR

დღევანდელ ესაქართველოში მოთამაშეთა წახალისება ნულის დონეზეა დასული(სამწუხაროდ). ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ერთ მარტივ და (ჩემი აზრით) გენიალურ დასკვმანდე მივედი. მოთამაშეთა წახალისების საუკეთსო საშულაება მათთვის მედლების მინიჭებაა.

მაგალითად:
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

ამ ორდენით პრეზიდენტი აჯილდოვებს მოქალაქეებს, ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

ოქროს საწმისის ორდენი

ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც განსაკუთოებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში.

ღირსების ორდენი

ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან მოქალაქენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში — მმართველობის, თავდაცვის, კანონიერების და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის, სპორტული მიღწევებისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის.

ვახტანგ გორგასლის ორდენი

ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურენი, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები.

იმედია მოგეწონათ ჩემი იდეა, მადლობთ ყურადღებისთვის.