ცოტა გავხალისდეთ ))))

Day 2,426, 12:33 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR

როგორც მე ვაფასებ, დღეისათვის საქართველოში გაურკვევლობა და მოწყენილობა სუფევს, ამიტომაც გადავწყვიტე ცოტა გაგახალისოთ და ანეკდოტები შემოგთავაზოთ: 😃 😃

1. ამბობენ გურული ქალის ქმარი პირდაპირ სამოთხეში მოხვდებაო.
- კი მაგრამ რატომო?
- ჯოჯოხეთი უკვე გამოვლილი აქვსო 😃

2. გურული და მეგრელი ქალები ჩავარდებიან ორმოში, ცოტა ხანში ორმოდან გველი ამოსრიალდება - დამჭამეს ამ შობელძაღლებმაო!

3. სვანი ფეხბურთელი გოლს გაიტანს და გამეორებაზე ააცილებს.

4. გურული ქალები მოხვდებიან ჯოჯოხეთში, წაეკიდებიან ერთმანეთს, იმფერ ამბავს დაატრიალებენ, ეშმაკი კუთხეში აიტუზა და - ღმერთო შენ მიშველეო! - იძახოდა

5. გურული ქალი თბილისშია ჩამოსული, დგას რუსთაველზე და რამდენი მანქანაც გაივლის ყველას მისდევს და გააჩერეო უყვირის. გაუჩერებს ტაქსი, გაუღებს კარს და ეუბნება -დაბრძანდით ქალბატონოო! - დასაჯდომად სად მცალია მეო! - მიაძახა ქალმა

6. მატარებლის კუპეში ზიან გურული, მეგრელი, კახელი და ერთი ლამზი ქალი. მიდის მატარებელი და უცებ გააკუა ამ ქალმა.
- უი ბოდიშით, შემთხვევით გამეპარაო - დაიბრალა მეგრელმა
მიდის მატარებელი და ისევ გააკუა ამ ქალმა
- მე მაპატიეთ, შემთხვევით მომივიდაო - ახლა გურულმა დაიბრალა
მიდის მატარებელი, უცებ წამოდგა კახელი და თქვა
- ამ ქალმა თუ ჩეიჯვა ჩემზე იყოსო!

7. კახელს ვირი დაეკარგა, ერთხელ ზოოპარკში ზებრა შეამჩნია, შევიდა ვოლიერში, მოათავა მისი საქმე, წამოწვა თივზე, გააბოლა პაპიროსი და ზებრას ეუბნება:
- ჰა ვირო! შენ გეგონა სპორტულებში ვერ გიცნობდიო?

8. სამი დათვი მიდის ტყეში, უცებ ლამპარს იპოვიან, ამოხტება ჯინი და ეუბენბა სამივეს თითო-თითო სურვილს შეგისრულებთო.
პირველი ეუბნება: ამ ტყეში რაც კი დათვია ყველა მდედრი გახდესო.
მეორე ეუბნება: დედამიწაზე რაც კი დათვებია, ყველა მდედრი გახდესო.
მესამემ უთხრა: ეს ორი დათვი გეებად აქციეო და მოკურცხლავს.


იმედია ცოტათი მაინც გაგახალისეთ, მე გურული ვარ და ანეგდოტების უმრავლესობა ამიტომაც იყო გურულებზე )))