ინიციატივა

Day 2,419, 01:17 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR

როგორც იცით დღეისათვის ესაქართველო მრავალი პრობლემის წინაშე დგას, რაც ძირითადად მთვარობის ჯერ ისევ გაუმართვაი მუშაობის შედეგია, მაგრამ ყველა დამეთანხმებით რომ მთავრობა ამდენ საქმეს ერთდროულად ვერ აუვა. ჩვენი მთავრობიდან განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩევა Georgian wolf-ი სამთავრობო გუნდის პრემიერობის კანდიდატი, იგი მუხლჩაუხრელად შრომობდა და შრომობს ჩვენი ქვეყნის აღორძინებისათვის,მან სპეციალური ჯგუფის ჩამოყალიბებაც სცადა სადაც ერთობლივად იმუშავებდნენ ძირითადი პრობლემების გადასაწყვეტად და შედეგად საკმაოდ მისაღები და გამართული საარჩევნო კანონი მივიღეთ.
თუმცა ყველა დამეთანხმებით რომ ეს საკმარისი არ არის, იმაშიც დამეთანხმებით რომ "თავს ზემოთ ძალა არააო" ნათქვამია და ვერც wolf-ი შეძლებს ამდენს, ამიტომაც დავუბრუნდეთ სტატიის სათაურს "ინიციატივა". ჩემი ინიციატივა იმაში მდგომარეობს რომ საქართველოში უნდა შეიქმნას სამოხელეო აპარატები, ანუ სახელმწიფო სტრუქტურები, გამოცდილ მოქალაქეთა ჯგუფები რომლებიც ერთობლივად იმუშავებენ იმ მიმართულებით, რომლითაც კომპეტენტურები არიან, ამას კი ოფიციალური სახეც მიეცემა. ისინი აღიჭურვებიან უფლებებითა და მოვალეობებით.
მაგალითად: რეალურ ცხოვრებაში არჩევნების მიმდინარეობას სახელმწიფო აპარატი ცეესკო არეგულირებს, რა მოხდება იგივე სახელწოდების სტრუქტურა ესაქართველოშიც რომ შეიქმნას? ეცესკო )) შემოიღებს საარჩევნო კანონმდებლობას, იმუშავებს არჩევნების ცნობადობის გასაზრდელად ანუ უზრუნველყოფს მოქალაქეების ინფორმირებულობას არჩევნების შესახებ, რაც არჩევნებზე მოქალაქეთა აქტივობას გაზრდის.
ასევე ესაქართველოში მრავალი პრობლემა წამოიჭრა სამხედრო სფეროში, ჩემი თავდაცვის მინისტრის მეთაურობით უნდა შეიქმნას სამხედრო კომიტეტი ან სამხედრო საბჭო, სადაც განიხილავენ იმ პრობლემს რომელიც ქვეყნის წინაშე დადგება, გეგმებს, სტრატეგიებს და ასე შემდეგ...
ამ შემთხვევაში გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ბრძოლისუნარიანობა, მოწესრიგდება სახელმწიფო სტრუქტურები, გაიზრდება მოქალაქეთა ინფორმირებულობა და აღარც wolf-ი დაგვეღლება ))