გავიდა დრო... დაბრუნება...

Day 4,046, 08:53 Published in Georgia Georgia by luka bakradze

გამარჯობა!!!

მოკლედ მოგიყვებით ჩემ ამბავს. დიდი ხნის წინ დავრეგისტრირდი ამ ე-საქართველოში, აქტიურად დავიწყე თამაში 1 თვე გაუჩერებლად ვთამაშობდი და ვასრულებდი მისიებს ბოლოს შემხვდა მისია რომლის მიხედვითაც უნდა დამეწერა სტატია და 25 სხვადასხვა ადამიანს დაეკომენტარებინა ამ სტატიაზე (კი სწორედ მიხვდით ეს სტატია სწორედ ამ მისიისთვის იწერება) იმ დროისთვის რუსეთს ვყავდით დაპყრობილი და 1 თვე ვცდილობდით განთავისუფოებას ყოველ ჯერზე ვმარცხდებოდით თან ეს მისიაც დაემატა რომლის შესრულებაც "გამიტყდა" და თამაშს თავი გავანებე.
რამდენიმე დღის წინ facebook-ზე შემხვდა რეკლამა და მივხვდი თუ როგორ მომენატრა ეს თამაში და დავბრუნდი. როგორც ვხედავ არც ეხლა ვართ კარგ დღეში და მინდა დავეხმარო ქვეყანას. თქვენკი გთხოვთ დამეხმაროთ, რომ ეს მისია შესრულდეს. მადლობა წაკითხვისათვის