Sheild პრეზიდენტად

Day 3,211, 11:21 Published in Georgia Georgia by Deus Hiberiae


მოგესალმებით (ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატმა ვერ მოიცალა დღეს და ამიტომ მთხოვა გამომექვეყნებინა მისი მომზადებული სტატია
ამიტომ წარმოიდგინეთ რომ კითხულობთ პავლიკას ნაწერს

მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თავი 2016 წლის 5 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.
სტატიაში წარმოგიდგენთ ჩემს (Pavlikas-ს) ხედვას და წინასაარჩევნო პროგრამას, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ ერთი თვის განმავლობაში.


ქვეყნის დამატების დღიდან ვთამაშობ თამაშს და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე...
არასდროს არ მქონდა ამბიცია რომ ვყოფილიყავი მთავრობის წევრი
ერთხელ მომიწია ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი.
გადავწყვიტე ამ მძიმე სიტუაციაში ჩავიბარო ქვეყანა და წავუძღვე ქვეყანას როგორც პრეზიდენტი და შევძლო ქვეყნის ამ რთული სიტუაციიდან გამოყვანა.

თავი რომ არ მოგაბეზროთ მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მიზნები მოკლედ...


ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში,შეიძლება ითქვას რომ ეგრე დასუსტებული არასდროს ვყოფილვართ,აქტიური მოთამაშეები საერთოდ აღარ არიან დავრჩით მხოლოდ 30 -60 ადამიანი რომელთა უმრავლესობა მხოლოდ ვარჯიშობს ხოლმე.

ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში ვეცდებით დავაჩქაროთ ხელშეკრულება რუმინელებთან რომელსაც სათავეში ვეტელი უდგას და შემდეგ დავიწყოთ ქვეყნის განახლება და გაძლიერება როგორც სამხედრო ასევე სოციალური კუთხით.
ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტს შედარებით უფრო დიდი მოცულობა ექნება საგანმანათლებლო პროექტებს ადგილი ...
ამ პატარა პერიოდში შეძლებისდაგვარად დავეხმარებით ახალ მოთამაშეებს რომ გაეცნონ ვითარებაში, გეოპოლიტიკაში თუ ვისი ერთგული უნდა იყო და ა.შ.



მთავარი არაა დაპირება და წინასაარჩევნო ზღაპრები მთავარია საქმე საქმეზე რო მიდგება ვინ რისი გამკეთებელი არის ..



დღეისათვის სულ ეს იყო იმ შემთხვევაში თუ მე ამირჩევთ დავწერ უფრო ვრცელ გეგმას...

მადლობა ყურადღებისთვის...