Official News of Georgia #8

Day 2,849, 07:17 Published in Georgia Georgia by Ministry Of Culture eGeorgia

მოგესალმებათ კულტურის სამინისტრო 🙂

1). გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას: ძალიან ცოტა გვაქვს ყველაფერი... მაგრამ ჩვენ ბევრნი ვართ და ალბათ ეგარის ჩვენი პლიუსი..
გავაგრძელოთ :
ქვეყნის რესურსები : .. მხოლოდ : ხე , თევზი და მარცვლეული... ამასთანავე ირანი თავს არგვანებებს და თუ დავიბრუნეთ საქართველო და თუ გავაგრძელეთ მუდმივად და ჩვეულებრივად ცხოვრება.. კიდევ ხომ კარგი 🙂
გავაგრძელოთ :
ჩვენი ქვეყნის გადასახადები : ისეთი ბევრი არაფერი არარის მაგრამ მაინც გვერთმევა ბევრი რამ...
და ბოლოს ეკონომიკასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელფასი : კი არის მინიმუმ 15 ელარი და საშუალო 40 ელარი მაგრამ ძალიან ცოტაა როგორც მე ვატყობ 😐 😐 😐
სტატიის ავტორი:zaza nozadze SFX

2). ინტერვიუ განათლების მინისტრ Mr.Sarajishvili-თან:


1.რა გეგმები გაქვს და შეიცვლება თუ არა პრეზიდენტის წერილი?

ჩემს გეგმებზე საღამოს სტატიას იხილავთ, ხოლო მთავარი გეგმა ის არის, რომ ახალი მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა შევინარჩუნოთ და პრეზიდენტის წერილი უთუოდ შეიცვლება, რადგან მას თითქმის არავინ კითხულობს, მეც რომ დავიწყე თამაში არც მე წამიკითხავს რაღა დაგიმალოთ.

2.განათლების მინისტრის პოსტს პირველად იკავებ, შენთვის რამდენად საპასუხისმეგბლოა ?

დიახ, პირველად ვიკავებ. აუტკივებელ თავს არ ავიტკიებდი, მაგრამ ყოფილი განათლების მინისტრების უმრავლესობა, იმიტომ ხდებოდა მინისტრი, რომ სავარძელი სავსე ყოფილიყო და აქტივში ჩაეწერა "–მე მინისტრი ვიყავი." მე რომ მინისტრობის ხამი ვიყო, აქამდე უკვე ბევრჯერ ვიქნებოდი, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტულია შედეგი, ვფიქრობ მეტად საპასუხისმგებლო საქმეა და მე ამ პასუხისმგებლბოას ვიღებ საკუთარ თავზე. ხალხის დახმარებას მუდამ ფარულად ვცდილობდი, არ მჭირდებოდა ამისათვის მინისტრობა, მე თავს მოვალედ ვთვლი განვავითარო ამ ეტაპისათვის ე–საქართველო, ხოლო სამომავლოდ საქართველო.

3.საპრიზო კონკურსების ჩატარებას თუ გეგმავ?

საპრიზო კონკურსები იქნება, მაგრამ არა მხოლოდ ფულადი პრიზის სახით, მე ვაპირებ
შედარებით ახალ მოქალაქეებს, მივცე შანსი მოხვდნენ სამთავრობო ჯგუფში, მაგრამ ამას თვის მეორე ნახევარში ჩავატარებ, ხოლო მთელი თვის განმავლობაში რა თქმა უნდა იქნება საპრიზო კონკურსები, მე მოვითხოვე ფინანსთა სამინისტროსგან ფულადი დახმარება ყოველკვირეულად, რა რაოდენობა იქნება, ეს უახლოეს მომავალში მოგვარდება.

4.ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებულობა განათლების სამინისტროს პრეროგატივაა?

თითოეული მოქალაქის პრეროგატივაა, სამინისტროებმა მათ ხელი უდნა შეუწყონ.

5.თქვენი მოადგილე ვინ არის?

ორი მოადგილე მეყოლება, დავაზუსტებ – ერთი იქნება სამხედრო საქმიანობაში დამხმარე, ანუ Cadets Military Academy–ს უხელმძღვანელებს – Mr Nijaradze და მეყოლება მრჩეველი საგანმანათლებლო საკითხებში – Mr Chkadua.

ავტორი:H3Ctic


3). ინტერვიუ ქვეყნის პრეზიდენტ The Patronus-თან:

1.როგორ ფიქრობთ სერბეთი კვლავ ეცდება თურქეთის დაპყრობას?

ნამდვილად არ ვიცი სერბეთის საგარეო გეგმები, თურქეთი და სერბეთი დიდი ხანია ერთმანეთს ემტერებიან და გამორიცხული არ იქნება.

2.ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ რა იქნება გვეყნისთვის პრიორიტეტული?(მოკავშირეების დახმარება, რესურსების აღდგენა თუ სხვ.)

მას შემდეგ რაც ჩვენს ტერიტორიებს დავიბრუნებთ, ჩვენთვის პრიორიტეტული გახდება რესურსების აღდგენა და იმ მოკავშირეებისთვის დახმარება ვინც ჩვენთვის თავი არ დაზოგეს.

3.ირანთან ახლად დადებული ზავი ზოგმა კაპიტულაციად შეაფასა, რას იტყვით რას მოუტანდა ქვეყანას ომის გაგრძელება და დაგვიდგებოდა თუ არა მხარში ჩვენი მეზობელი თურქეთი?

ირანთან ახლა დადებული ზავი არანაირად არ წარმოადგენს კაპიტულაციას, ორივე მხარემ გამოთქვა მშვიდობის სურვილი, ეს ომი დიდხანს გაგრძელდა და ბევრი რესურსიც შეიწირა. თურქეთს ახლა ძალების მოკრება ჭირდება ასე რომ ამ ომის გაგრძელების შემთხვევაში შედეგი არაერთმნიშვნელოვანი იქნებოდა.

4.ახალი მოკავშირეების შეძენას თუ აპირებთ და ამჟამად ვინმესთან თუ მიდის მოლაპარაკებები?

ეს არა ჩემზე ან რომელიმე მთავრობაზე არამედ იმ კურსზეა დამოკიდებული რომელსაც საქართველოს დაარსების დღიდან მივყვებით.

5.თუ სომხეთი ირანს აუჯანყდება და ჩვენი მოთამაშეები ირანის წინააღმდეგ იბრძოლებენ ზავი დარღვეულად გამოცხადდება?

ჩვენს მოთამაშეებს შეუძლიათ იქ იბრძოლონ სადაც უნდათ, ჩვენ ვაღიარეთ სომხეთის ახლანდელი მთავრობის გავლენა მათ მიწაზე და ირანის ახლანდელი მთავრობის გავლენა გავლენა სომხეთის მთავრობაზე.

6.როგორია საქართველოს საგარეო იმიჯი?

საქართველო სულ რაღაც 1 წელია დამატებულია თამაშში, და სხვა დამატებულ ქვეყნებს შორის ყველაზე ძლიერები ვართ . მოვახერხეთ გვეწარმოებინა არაერთი ომი და დაგვემტკიცებინა საქართველოს მნიშვნელობა მსოფლიო პოლიტიკაში.

7.თქვენი აზრით რამ გამოიწვია ირანის დათმობებმზე წასვლა, ჩვენმა მუდმივმა აჯანყებებმა თუ თურქეთის განთავისუფლებამ?
ირანს ჩვენი ტერიტორია თავიდანე არ უნდოდა ომი ფაქტიურად ჩვენ დავიწყეთ, რადგანაც სომხეთი არ დავთმეთ ნებით.

ავტორი:H3Ctic


4). საქართველომ და ირანმა ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე
თქვენს გვერდში იყო ჯურნალისტი H3Ctic და კულტურის ესამინისტრო
წარმატებები!!!
P.S

,, როგორც ხედავთ დავიბრუნეთ საქართველო და . თურქეთიც რუკაზეა.. დიდი მადლობა დახმარებისათვის თურქეთს...
http://www.erepublik.com/en/article/-peace-story-former-cp-2549599/1/20
Hail Georgia