[MOE] - სიახლეები

Day 2,820, 23:56 Published in Georgia Greece by Tengiz IV


მოგესალემებით

ახლა უკვე განათლების სამინისტროს სახელით მიწევს სტატიის წერა და იმედი მაქვს წარმატებულად ვიმუშავებ ჩემს უმაგრეს გუნდთან ერთად

SSAD-სსადსახელმწიფო საფინანსო ანალიტიკური დეპარტამენტი
განათლების სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა "სახელმწიფო საფინანსო ანალიტიკური დეპარტამენტი, რომლის ამოცანაც არის აღმოფხვრას ირანთან ომის დროს მიღებული ფინანსური ზარალი და იმუშავოს ბიუჯეტის დღიური შემოსავლების ზრდაზე. ამავე დროს, უზრუნველყოფს ფინანსების მიზნობრივი ხარჯვა.
SSAD უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოების მიზნით პოტენციური მოწინააღმდეგის ძალების შეფასებას და აქტიურად იმუშავებს ქვეყნის სახელმწიფო უშიშროების კუთხით.

რატომ განათლების სამინისტროს ბაზაზე?
განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ახალი მოთამაშეებისთვის შესაბამისი სასწავლო მასალების მიწოდების მიზნით და მომავალში დაიწყებს მათ ფინანსურ დამხარებას. SSAD-ის იდეა ჩამოყალიბდა ჩვენი თანამშრომლების მიერ და როგორც განათლების სამინისტროს მაღალი მნიშვნელობა, ასევე ფინანსური პოტენციალის ზრდა არის უპირატესი ჩვენი სახელმწიფოსთვის.

ხელმძღვანელი – Gelanix

სპამის სამსახური – SS
ირანთან ომმა დაგვაყენა კიდევ ერთ პრობლემასთან და ეს იყო ჩვენი მოკავშირეების მობილიზება. მახსოვს ვეძებდით მოხალისეებს ვინც დასპამავდა მათ. მართლაც ამ საქმემ დიდი შედეგი მოგვცა და მოვიგეთ არაერთი დიდებული ბრძოლა. ძირითადად სპამერების მობილიზება ომის დროს იწყებოდა და დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ გადავიწყვიტე შევქმნა "სპამის სამსახური – SS", რომელიც წინასწარ იმუშავებს სპეციალური პროგრამებით და შექმნის მოკავშირეების ძლიერი ექაუნთების სიებს. თითოეული სპამერი პროგრამით დაიმატებს 5000–ზე მეტ მეგობარს. ომის დროს კი თითოეული shout ეფექტურად იმოქმედებს ჩვენს სასარგებლოდ.

ხელმძღვანელი – Mr.Nijaradze
SS-ის ჯგუფი არ არის შევსებული, მსურველებმა მომწერეთ pm

კეთილი სურვილებით განათლების მინისტრი უკვე Tengiz IV