[MOD] მუ-ს განახლება

Day 3,266, 13:37 Published in Georgia Netherlands by Wilhelm Fink.


მეგობრებო, გავწმინდე ჩვენი ეროვნული მუ და ამავდროულად ჩავკეტე ის რადგან, ალტების რაოდენობამ გამოჭედა პირდაპირ შეიძლება ითქვას, გადავანაწილე აქტიური მოთამაშეები პირველ რეჯიმენტში, ნაკლებად აქტიურები მე-2 ში.

კიდევ ერთხელ გავმიეორებ რასაც ამ ბოლო პერიოდში ბევრჯერ მახსნევინებენ.

ჩვენ დავრჩით ცოტანი, არავის აღარ აინტერესებს პარტიული აგიტაციები და ხალხის მოტაცებები პარტიიდან პარტიაში, შეიძლება რთული იყოს მუ-ს დახურვა, ამიტომ გთავაზობთ რომ უბრალოდ გადაიტანოთ ეს მუ სხვა აქაუნთზე თქვენ კი, თქვენი მთავარი აქაუნთით გადმოხვიდეთ საერთო მუ-ში.

პირადად მე დაგირიგებთ დღეში 200 ქ1 საკვებსა და 20 ქ7 იარაღს მომარაგების თვალსაზრისით, დიდი არაფერია თუმცა, სრულიად სიცარიელეს ნამდვილად ჯობია ალბათ დამეთანხმებით, თქვენგან რაცაა საჭირო, ესაა გადმოხვიდეთ მუ-ში და საერთო ჩათში ან პირად ჩათში მომწეროთ მე, სადამდეც შევძლებ ნებისმიერს დაგეხმარებით.

უნდა ვიდგეთ ერთად რომ ეს რთული პერიოდი გადავიტანოთ, მსგავსი მომენტები ადრეც გვქონია, თუმცა მხოლოდ მსგავსი, დაპყრობილები ვართ და ხალხის რაოდენობა არ გვყოფნის არაფრისთვის, მე ვერ ვიტყვი ვინაა აქტიური და ვინ არა.

ადრე ჩავატარე პატარა აღრიცხვა, ამ აღრიცხვაში მონაწილეობა მიიღო 17 მოთამაშემ, ეს კატასტროფაა, ვინაიდან 4-5 თვის წინ მხოლოდ ამდენმა კაცმა ჩვენ პარტიაში გაიარა აღრიცხვა, დამიჯერეთ არ არის ახლა ბევრი ლაპარაკის დრო, უნდა მოვძლიერდეთ იმის მაქსიმალურად რამდენადაც საერთოდ ძალა შეგვწევს.


კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მუ ამ მომენტში ჩაკეტილია რათა არ გაიტენოს ალტებით, მათ ვისაც სურვილი გაქვთ და მთავრობის მიერ პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ სავალდებულოა ამ მუ-ში ყოფნა, მომწერეთ პირადში ან აქვე დააკომენტარეთ და გამოგიგზავნით მუ-ში მოწვევას !!!



პატივისცემით საქართველოს თავდაცვის მინისტრი.