[MOC] _ Official News of Georgia #13

Day 2,891, 11:35 Published in Georgia Georgia by Ministry Of Culture eGeorgia

მოგესალმებით მეგობრებო, კულტურის სამინისტრომ კიდევ ერთი გამოკითხვა ჩაატარა, ამჯერად ჩვენ დავინტერესდით, თუ ვის აქვს ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში.


კითხვა ასე ჟღერდა: საპრეზიდენტო არჩევნებზე წარდგენილი სამი კანდიდატიდან ვის აძლევთ ხმას?

Temsisi _ NFG და Republican Party of Georgia

Tomm Hagen _ United Georgian Party, Georgian Democrats, Georgian Labour Party

R.P.McMurphy _ Erovnul-Demokratiuli Partia

სულ კითხვა დავუსვით 85 მოთამაშეს, სამწუხაროდ მათმა დიდმა ნაწილმა ჩვენი კითხვა უპასუხოდ დატოვა. მოთამაშეთა კომენტარები და ვინაობა ანონიმურია, რადგანაც არ გვინდა გახმაურდეს კანდიდატთა მხარდამჭერთა ვინაობა. არ გეგონოთ, რომ რადგან რომელიმე მოთამშე თქვენს პარტიაში ირიცხება ხმას აუცილებლად თქვენ გაძლევთ 🙂
შედეგები ასეთია:


Temsisi _ 2 ხმა
Tomm Hagen _ 8 ხმა
R.P.McMurphy _ 3 ხმა

ფიქრობენ, თუ ვის მისცენ ხმა _ 5
საერთოდ არ აძლევენ ხმას _ 5

P.S ხმის მიცემა არ დაგავიწყდეთ!