დღევანდელი მთავრობა და etc.

Day 2,825, 03:26 Published in Georgia Georgia by Rezo Marshall

მოგესალმებით!
უკვე გავიდა 10 დღე პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ შესაბამისად უკვე 10 დღეა მუშაობს მთავრობაც...
მოდით შევაჯამოთ მათი საქმეები.
დავიწყოთ თავდაცვის მინისტრის. მიუხედავად დიდი პატივისცემისა მისი გამოცდილების მიმართ ვერანაირ გაკეთებულ საქმეს ვერ ვხედავ... რამდენიმე ომი მოვუგეთ ირანს და რისთვის? იმისთვის რომ ბოლოს ისევ ირანს დავეპყრეთ? ეხლა არანაირი ბრძოლა არ მიმდინარეობს, ირანი მშვიდად და წყნარად გვიპყრობს და ალბათ მალე აღარც ვიქნებით რუკაზე. და ეს რისთვის? იმისთვის რომ უარი ვთქვით დაგვეთმო სომხეთი (ეს ძელი მთავრობის შეცდომა)... კარგით მესმის პირდაპირ „ჩმორად“ გამოსვლა არ გსურდათ... 1 ომი რომ მოვუგეთ მერე დაგეთმოთ? ისევ ბრძოლა გაგრძელდა. თუ უარზე იყვნენ ამ ომის შემდეგ (რომ მხოლოდ სომხეთს არ დასჯერდებოდნენ) მაშინვე დაგეთმოთ ომი და ბარემ დავეპყარით. ეს ძველი მთავრობის დიდი შეცდომა იყო, თავდაცვის მინისტრმა თავის დროზე თქვა ვაპირებდით დაგვეთმო ომი მარა მადა ჭამაში მოდისო და პატარაზე რომ ვუგებდით მერე ბარემ მოვუგეთო... რა პლიუსი? მაინც ვმარცხდებით...
ეს თავდაცვის მინისტრი რეალურად ვერ იცავს საქართველოს, რაც იმისი ბრალიცაა რომ ბევრი ძლიერი ექაუნთი არ გვაქვს. მაგრამ მაინც უარზეა მთავრობა სტალინას გეგმა გამოვიყენოთ და ვიყიდოთ ექაუნთები მივცეთ ხალხს და ჩვენ დავიტოვოთ ექაუნთის პაროლი და იმეილი... ვიცი მალე ამასაც აამოქმედებთ და ვინმე სხვა მიიწერს დამსახურებად 😉
თავდაცვის დიდი მინუსი ისაა რომ ხალხმა არ იცის რას ვაპირებთ... ან ფოტოს სახით ან ინგლისურად დაგვიწერეთ რას აპირებთ როცა ირანი მთლიანად დაგვიპყრობს. წესით თქვენ უკვე უნდა ადგენდეთ განთავისუფლების სტრატეგიას. თუმცა დავამატებ რომ მისი ცდა დასაფასებელია CO-ზე, რის გამოც დაბლოკეს კიდეც 😉
გადავიდეთ განათლების მინისტრზე... არ ხდება გავრცელება ტუტორიალის... რომელიც გაკეთებულია თუმცა ხალხამდე ვერ მიდის.
რა გააკეთა მან... სპამის სამსახური რომელიც კარგი რამეა, და მათლაც შესანიშნავი სიახლეა... დანარჩენი? საფინანსო სამსახური... და მისი ვალდებულებაა იცოდეს რა როგორ იხარჯება, კარგი ეს დემოკრატიული „ქმედებაა“, ვემხრობი გამჭირვალობას თუმცა მის ვალდებულებაში შედის შემოსავლის გაზრდა... რა გზით? 😃 როგორ უნდა გაზარდო შემოსავალი? უნდა დაიპყრო სხვა ქვეყნის ტერიტორია რათა ბიუჯეტის ნაწილი შენთან შემოვიდეს; უნდა გაზარდო სამუშაო ადგილების რაოდენობა და ხელფასი რაც პირდაპირ გადის რეგიონების რაოდენობაზე, უნდა გაიყიდოს რაც შეიძლება მეტი პროდუქტი, ეს კიდევ ხალხის რაოდენობაზე გადის...
მარტივად რომ ვთქვათ მისი საქმე ბეიბი ბუმის მეტი არაფერი ყოფილა 😃
დაზვერვა- ეს ძალიან კარგი რამ შეიქმნა მარა ვინმეს გახსოვთ მე რომ ვამბობდი უშიშროება შევქმნათ თქო? ჯერ კიდევ როდიისს ვამბობდი მარა ვინმე მისმენდა? მჯერა რომ სტალინის იდეაც ასევე იქნება 😉
გუბერნატორზე რა უნდა ვთქვა არაფერი საქმე არ აქვს, რთულია პირიქით საქმე რომ გამოძებნო და არც არაფერს ვიტყვი მის შესახებ.
საგარეო საქმეებში კი სტივის დიდ პატივს ვცემ და მჯერა რომ ის სწორედ წარმართავს საქმეებს თუმცა მის მიმართაც მაქვს კითხვები. დაიდო 2 MPP 1 UK-სთან ერთიც ბოსნიასთან... ბრტანეთთან კარგი მაგრამ ბოსნია რათ გვინდოდა? როდესაც ისინი ხორვატიის „მტრები“ არიან... მთელი მისი საქმიანობა კი სერიოზულ ომში გამოჩნდება როდესაც ვნახავთ როგორ დაგვეხმარებიან მეგობრები
სულ ეს იყო
სტატიას ჩვენი - Georgian Democrats-ის დევიზით დავასრულებ

პატივისცემით Georgian Democrats-ის პრეზიდენტი Rezo Marshall