აი ესეც ასწორებს

Day 3,159, 06:38 Published in Georgia Georgia by respublik congres fadamala




დღეს საქართველო რუკიდან წაშლილია მაგრამ პოეზია კი წარუშლელი ამიტომ გავმხიარულდეთ პოეზიით. უნიკალური ქართული ომახიანი ლექსებით დავჰკრათ ყიჟინა!


ისტორიის დიად გზებზე
ჩვენთვის არის მთავარი,
ცალკე შოთას საფლავს ვეძებთ,
ცალკე საფლავს თამარის.
ვეძებთ, მაგრამ კვალიც არ ჩანს,
მათი ნაფეხურების,
თუმც ორთავე ერში დარჩა
ცხონდეს მათი სულები.
სადღაც მწუხრის ზარებს რეკენ,
გული დარდმა დახია,
რუსთველიც და თამარ მეფეც


თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!




ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,

ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.


ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი,

ყოფილან ოპიზრები-გასაშტერებელი;


ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,

რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...


ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,

ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.


ყოფილა ნიკოფსით-დარუბანდამდე

გაჭენებული და გამოჭენებული;


რტოებგაშლილი და გამოჩინებული,

ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.


ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!

თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!


ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,

რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.


მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,

ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.


ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი.

მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.


ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,

სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.


ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,

იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა.


ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია,

ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია,


- რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!-

ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი...

ამას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“


ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,

ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!


კავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა, და რაღაცა მანქანებით წყლული ისევ მთელდებოდა. ჰქონდა ჭირში მოთმინება: არც ჰკვესოდა, არც ოხვრიდა; უსამართლო ძლიერებას მონურად ქედს არ უხრიდა! ბოლოს მაინც გამარჯვება დარჩა!.. ყველა გააოცა!.. - და ის ღვაწლი მაგალითად მიწის შვილთა მან გადმოსცა. კავკასიის მაღალ ქედზე მიჯაჭვული ამირანი არის მთელი საქართველო და მტრები კი ყვავ-ყორანი. მოვა დრო და თავს აიშვებს, იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!.. სიხარულად შეეცვლება ამდენი ხნის გასაჭირი!...




სამი დიდი ოკეანე

გარე უვლის ნათელ მხარეს!

მთვარიანი და მზიანი

ზეცა აფრქვევს სიანკარეს.


ორ ზღვას შუა ძველისძველად

საომარი იყო ლელო -

ის გადარჩა და სახელად

ეწოდება საქართველო.


მშობლიურო ჩემო მიწავ,

შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,

რომ დავიცავ შენს დიდებას,

წინაპართა ძვლებს დავიცავ!


ასწით კავკასიის ფარდა! -

ეს ამერი და იმერი,

მისი „ხელი ხმალს იკარ“ და

მისი „მრავალჟამიერი“.


მიყვარს მარად მხნე და ძმური

ის გურია და სვანეთი,

თუში, ფშავი და ხევსური,

აჭარა და თრიალეთი.


მშობლიურო ჩემო მიწავ,

შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,

რომ დავიცავ შენს უფლებას,

შენს უფლებას სისხლით ვიცავ!



აღმოსავლეთ-დასავლეთის

გზა მიხვეულ-მოხვეული,

იავნანა მეგრელ დედის,

აფხაზური, მოხევური,


ლაზთა რბევა, სისხლის ტბორით

შეღებილი ქართლ-კახეთი!

რაჭა-ლეჩხუმია შორით,

ახლო - მესხეთ-ჯავახეთი...


მშობლიურო ჩემო მიწავ,

შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,

რომ დავიცავ შენს ტკბილ ენას,

შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ!


და ვიგონებ იმერეთის

ომს ვეფხვებრივს, შინ - ზრდილობას.

მის ჩონგურებს და წერეთლის

უდარებელ წერეთლობას.


“გამაგონე ეგ ხმა ტკბილი,

დაჰკარ გრძნობით დაირასა”, -

განა გული ძველის ჩრდილით

სამუდამოდ დაირაზა.


მშობლიურო ჩემო მიწავ,

შენს საყვარელ სახელს ვფიცავ.

რომ დავიცავ ფაზისის ცას,

საირმეთა ეშხს დავიცავ!


აგერ წინამძღვრიანთკარის

ქარი არხევს ზვარის სამოსს,

და ხავერდი სავსე მთვარის

მოჰფენია საგურამოს.


მეცხრამეტევ! განთიადით

გვეგებება ოხვრა კაკლის...

ახალგაზრდა გოლიათი

ახლა ავსებს ამ დანაკლისს.


მშობლიურო ჩემო მიწავ,

შენს საყვარელ სახელს ვფიცავ.

რომ დავიცავ შენს სიმაღლეს,

შენს მგზნებარე ჩანგს დავიცავ!


დიდი გზებით მიდის ძველთა

დიდება თუ დამარცხება.

ეთვისება ზაჰესს მცხეთა

და არაგვიც არა ცხრება.


უსივრცოა დროთა სივრცე

და მდიდარი - ფეროვნება,

მისი შრომა, მისი სიბრძნე,

მისი დიდი ხელოვნება. -


მშობლიურო ჩემო მიწავ,

შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,

რომ დავიცავ შენს სიმართლეს,

სისხლით ნაპოვნ გზებს დავიცავ!


მტკვარს დაჰყურებს მაღლით ჯვარის

მონასტერის სიამაყე,

მოვიარე მთა და ბარი,

მაგრამ მსგავსი ვერსად ვნახე!


ხუროთმოძღვარს აქ ჰყავს მცველი

მეომარი და მგოსანი,

და ჩუქურთმა უფრო ძველი,

ვიდრე "ვეფხისტყაოსანი".


მშობლიურო ჩემო მიწავ.

შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,

რომ დავიცავ იმ ლექსთა ხმას,

იმ ჩუქურთმის შუქს დავიცავ!


მიწა, სადაც ვხნავთ და ვთესავთ,

მოკირწყლული იყო ძვლებით,

მოღაღადე უკეთესად.

ვინემ უსახელო წლები.


იმ წარსულთან რა ძლიერი

ანათებს აქ დროის თვალი -

რარიგად ჩანს მშვენიერი

საქართველოს მომავალი!


მშობლიურო ჩემო მიწავ.

შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,

რომ დავიცავ იმ მომავალს.

იმ მომავლის მზეს დავიცავ!


და ხმალივით ბასრი გრძნობა .

არის ფუძე ახალ ხანის,

ჰგავდეს რკინას ნებისყოფა

თვითეული ჩვენთაგანის.


გამარჯვების გზებით მიდის

თვითეული დღე ფრთამალი,

რომ არ ჩანდეს კვლავ იმ დიდი

სიდუხჭირის ნატამალი,


მშობლიურო ჩემო მიწავ,

შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,

რომ დავიცავ შენს მიღწევებს,

შენი დროშის ფერს დავიცავ.


ოცდაექვსი საუკუნის

წინათ ქმნიდნენ ქართულ ანბანს,

ხელნაწერნი განვლილ დროის

მოგვითხრობენ გმირთა ამბავს -


სუნთქვა ძველი წიგნებისა,.

მშვენიერი ძველი ენა,

სული ქართლის ცხოვრებისა,

რუსთაველის აღმაფრენა!


მშობლიურო ჩემო მიწავ,

შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,

რომ დავიცავ უძველეს განძს,

იმ უძველეს წიგნს დავიცავ!


შლა წიგნების მიყვარს ძველის,

მშვენიერი ძველი ენა,

კიდევ - რაც ამ ოცი წელის

გადიშალა აღმაფრენა,


რაც ამბავი მოგუგუნე

ამ ანბანით აწყობილა...

სხვა მეოცე საუკუნე

არასოდეს არ ყოფილა!


მშობლიურო ჩემო მიწავ,

შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,

რომ დავიცავ შენს ახალ გზებს,

შენს უახლეს წიგნს დავიცავ!


ახლა ვეღარ გეტყვის ბედი,

საქართველო ნაწამებო:

ქართლს განუდგა იმერეთი,

საკუთარი სურს სამეფო.


თემურ-ლენგის ვერ წამოვა

ველურობის ხმა და ზახი.

თბილისს რომ არბევდა ხროვა

ჯალალ-ედინ - ხორეზმ-შაჰის.


მშობლიურო ჩემო მიწავ,

შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,

რომ დავიცავ შენს მშვიდობას,

შენს მთასა და ზღვას დავიცავ!


ქარმა მიანგრ-მოანგრია

ძველი ქვეყნის საბუდარი,

აწ სხვაგვარნი ქარნი ჰქრიან,

ჩვენ მხარე გვაქვს საკუთარი.


ის ვერ ითვლის გმირთა მხარ-მკლავს,

ვერც უხვობას გენიისას,

და ბრწყინვალეს ანთებს ვარსკვლავს -

ვარსკვლავს აკადემიისას.


მშობლიურო ჩემო მიწავ,

შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,

რომ დავიცავ ერთა ძმობას,

მეგობრობის ფიცს დავიცავ!


თუ მრავალგზის დანგრეული,

კვლავ ბრწყინვალე გახდა მხარე,

თუ მოეღო მეყვსეული -

მშენებლობის ნიაღვარი,


თუ ძალების არდაზოგვა

ამეტყველებს თვით ქვა-ლოდებს,

ეგ მისთვის, რომ ჩვენ ეპოქა

ახალ გზისკენ მოგვიწოდებს.


მშობლიურო ჩემო მიწავ,

შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,

რომ დავიცავ შენს მიღწევებს,

შენი დროშის ფერს დავიცავ!


თუ ბუნების მოკვდავ კაცებს

გვიერთდება აღტაცება,

თუ გვამხნევებს და გვიტაცებს

განახლების დიდი მცნება,


თუ ყოველ დღის მძაფრი ჟინი

ახალ სიმაგრეებს აგებს,

ეგ მისთვის, რომ ჩვენ ლენინი

მუდამ წინსვლას გვიქადაგებს.


მშობლიურო ჩემო მიწავ,

შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,

რომ დავიცავ შენს სიმაღლეს,

შენს მშვენიერ ჩანგს დავიცავ!


ქვეყნის მეტის მზით ავსება

საგანია ჩვენი ზრუნვის,

ჩვენ შევძელით დაფასება

ჩვენი მძლავრი საუკუნის.


გავიარეთ სევდისმგვრელი

გზათა სივრცე და საზღვარი,

გადავლახეთ ღამე ბნელი

და ბურუსი ყოველგვარი.


მშობლიურო ჩემო მიწავ,

შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,

გიცავდი და გიცავ მარად,

გიცავდი და კვლავ დაგიცავ!


არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა


25 კომიც მინდა თუ გადმორიცხავთ თანხას უკლებრივ გადაერიცხება საქართველოს მთავრობას გმადლობთ!



დამოუკიდებლობა გვჭირდება თანხმობა ო7