მძიმე ტვირთი , ახალბედობა.

Day 3,040, 04:03 Published in Georgia Georgia by Deus Hiberiae


სტატიას ვწერ , როგორც ჩვეულებრივი ემოქალაქე , ჩემს მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის - ლიდერი , დამლაგებელი , მცველი და ყველაფერი.


მინდა ვისაუბრო იმ მძიმე ტვირთზე , რომელსაც დამწყებობა , ახალბედობა ჰქვია. ამ თამაშში მე ახალბედა ვარ, მაგრამ , როგორც მიხვდებით საკმაოდ ადვილად , მარტივად მოვახერხე რეალიზაცია ე-საზოგადოებებთან და საკმაოდ დიდი პოპულარობით ვსარგებლობ. ამისათვის მადლობა ჩემს თანაპარტიელებს. ჩემი ამ თამაშში დარეგისტრირბეის დღეს, პირველ დღეს , გამაქეზეს , დავწერე სტატია ემოციურ ფონზე , დავწერე სტატია სხვისი ინფორმაციებით , ინფორმაციათა უმრავლესობა სიცრუე აღმოჩნდა, შესაბამისად უხერხულად ვიგრძენი თავი. სურვილი მაქვს დაგიცვათ და გირჩიოთ , თუ როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაციები, მინდა ახალბედებს მოგიწოდოთ , იმის ნაცვლად , რომ წეროთ გაუფორმებელი , დაუმუშავებელი, არაინფორმაცილი სტატიები , ჯობს სულ არ დაწეროთ , ისწავლოთ ,წაიკითხოთ და შემდეგ დაიწყოთ წერა.

ამ თამაშს , ბევრი რამის მოცემა შეუძლია ინტელექტუალური თვალსაზრისით , იკითხეთ და პასუხს მიიღებთ: EgeoForum

დავწერ გაკვეთილს , თუ როგორ შევალამაზოთ ჩვენი სტატიები , იმედი მაქვს ბევრს გამოგადგებათ სტატია მოგვიანებით დაილინკება ამავე სტატიაში ! მადლობა ყველას.