ფორუმი , ფორუმი , ფორუმი ...

Day 3,036, 14:03 Published in Georgia Georgia by Deus Hiberiae

მოგესალმებით მეგობრებო !

მინდა შევეხო იმ დიდ ტკივილს , რომელსაც ზოგადად ქართველობა ქვია. ისტორიულად მოგეხსენებათ , რომ საქართველო და ქართველები , ყოველთვის ცუდ ვითარებაში იყვნენ და არიან , ჩემდა გასაოცრად ტამაშშიც ესე აღმოჩნდა , ვიფიქრე შევალ იქ მაინც ვიყო თავისუფალ საქართველოშითქო , მაგრამ აფსუს ჩამივარდა კოვზი ნაცარში. მეგობრებო , მე , როგორც პრემიერ მინისტრს ვაცნობიერებ , რომ მაქვს დიდი ვალდებულებები და შესაბამისად ვერ გეხმარებით ბრძოლის გმირის მედლების წართმევაში (ახევაში) , მაგრამ აქვე მინდა ავღნიშნო , რომ სწორად იქცევით და სულიერად თქვენს გვერდით ვარ ! მე ვცდილობ რაც შეიძლება მეტად გამოვჩნდე მსოფლიო ასპარეზზე , როგორც თავდადებული მებრძოლი მეგობრებისთვის , ვცდილობ ყოველ დრიურად მივიხო საშუალო შემოსავალი და მივაყენო რაც შეიძლება მეტი დარტყმა ჩვენი მოკავშირეების მოწინააღმდეგეებს , ამიტომ ამის გამო ნუ განმსჯით რამეთუ ჩემი თვალსაზრისით მე სწორად ვიქცევი.

თხოვნა -

დავქოქეთ ფორუმი და თავიდან ძალიან კარგად ამუშავდა , როგორც ფორუმი და მისი კატეგორიები , ასევე ჩათიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა , მაგრამ ეს , მხოლოდ 2 -3 დღით , მეგობრებო ძალიან გთხოვთ ნუ ვიქართველებთ და ნუ "გავიტრუხებთ" ფორუმს , ვეცადოთ მაქსიმალურად დიდი დრო გავატაროთ ფორუმზე დავწეროთ რაც შეიძლება უფრო ღირებული და გამოხმაურებადი სტატიები , პირობას გაძლევთ , რომ ჩვენ ძალიან დიდ სიურპრიზებს გიმზადებთ , მთავარია დავინახო თქვენი აქტიურობა , მომეცეს სტიმული , ჩავთვალო ტყუილად არ მიწვალია და ყველაფერს რასაც ფორუმისთვის ვაკეთებ , ამას ჩვენ ვიმსახურებთ. ფორუმზე გასწორებულია ყველა კატეგორიები , გასწორდა პარტიების განყოფილებები , სადაც შეგიძლიათ დაამატოთ ყველაფერი , რაც შეეხება თქვენს პარტიებს , ამით დამიჯერეთ დიდ პოპულარობას მოიპოვებთ. გამოიყენეთ ფორუმი , იმუშავეთ , დატვირთეთ ფორუმი , ეს ჩვენთვის აუცილებელია. აუცილებლად იყავით აქტიურები ფორუმის ჩათში , ფორუმის ჩათში შესასვლელად გაიარეთ ავტორიზაცია ფორუმზე და შემდეგ გამოჩნდება ჩათიც




ძალიან გთხოვთ , იმ შრომას , რაც ჩაიდო ფორუმში ნუ დავკარგავთ იაქტიურეთ ხალხო , იკითხეთ და პასუხიც გაგეცემათ , მოითხოვეთ და მოგეცემათ , დაიმსახურეთ და დასაჩუქრდებით !!!

პ.ს თუ ვინმეს რამე იდეა გაქვთ , სურვილი გაქვთ ფორუმზე დაემატოს ახალი განყოფილებები მომწერეთ პმ , ან აქ ან ფორუმზე !!!

მადლობა ყველას პატივისცემით გიუშკი !!!


ყველა გადავდივართ სასწრაფოდ --- წამო ჩვენთან მაგარია.