საუბარი ესაქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე

Day 2,957, 09:48 Published in Georgia United Kingdom by 12nanka34




დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში ბუნდოვანია სოციალური თუ საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო ხაზი,როგოც ჩანს ხელისუფლება ამას გულგრილად უყურებეს,ქვეყანა არსებითად ინფორმაციის ვაკუუმშია მოქცეული რამაც ქვეყანაში ფარული ქაოსი გამოიწვია,სანამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს? - სახელმწიფოში კატასტროფის წინაშეა

საგარეო პოლიტიკა ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს. საქართველოსთვის, როგორც პატარა და რთული გეოპოლიტიკის მქონე სახელმწიფოსთვის, მწყობრი საგარეო პოლიტიკა გადამწყვეტია უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად.თურქეთში ირანის მიერ წარმოებული ომი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ირანი რეგიონში არა ნორმალურ ურთიერთობებს, არამედ ექსკლუზიური გავლენის სფეროს მოპოვებას განსაკუთრებული აგრესიულობით ცდილობს. ამ ექსკლუზიური სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი კი საქართველოა.ამიტომაც არ მესმის,ამ მძმიმე საგარეო ვითარების დროს რატომ მოხდა ზავის პირობების დარღვევა,ან რატომ არ მოხდა ზავის გაგრძელების თუ არ გაგრძელების შესახებ სახლმწიფოსგან მოქალაქეების ინფორმულობა,ამ პირობებში საქართველოსთვის გამართული და ეფექტური საგარეო პოლიტიკაა საჭირო,რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ,რადგან ყველანაირი ინფორმაცია გასაიდუმლებულივთ გამოიყურება,დროა გაკეთდეს ანალიზი რამდენად მკაფიო, მწყობრი და ეფექტურია დღევანდელი საგარეო პოლიტიკა? და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საჯარო სივრცეში,ეს საჭიროება გამოწვეულია არა თეორიული აუცილებლობით, არამედ დღევანდელი პოლიტიკური დისკურსით, როდესაც ხშირად გვესმის კამათი იმის თაობაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის პირველი პირების საჯარო განცხადებებს ესაქართველოში,დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სწორედ არაინფორმულობა წარმოადგენს,მაგალითად ჩვენ არ ვიცით როგორ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ირანიდან მომდინარე საფრთხეებთან მიმართებით,დღევანდელი ხელისუფლების მეორე ძირეულ პრობლემას, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყანას, წარმოადგენს შიდა- და გარეპოლიტიკური პროცესების გადაჯაჭვულობის გაუაზრებლობა. მეტიც, მზაობა ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს შეეწიროს მნიშვნელოვანი საგარეოპოლიტიკური ამოცანები. თუ გავაანალიზებთ ესაქართველოს მიმდინარე საგარეო პოლიტიკას, მისი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ შეგნებული თუ შეუგნებელი ქმედებების შედეგად ჩვენი არსებობა ე სამყაროს რუკაზე შეეწიროს ან ირანთან ან თურქეთან არაგონივრულ პოლიტიკას, ან მცდარ შიდავიწროპოლიტიკურ ამოცანებს. .დროა ჩვენმა ხელისუფლებმა გონივრულ ნაბიჯები გადადგეს და მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს ქვყნის მიმართ.


თქვენი მონამორჩილი "გვანგვალო"