მონასპა
This is georgia
მონასპა — სამეფო გვარდია ფეოდალურ საქართველოში. დააარსა დავით აღმაშენებელმა. მონასპაში 5000 მხედარი „მონა“ ანუ მეფის პირად სამსახურში მყოფი რჩეული პროფესიონალი მეომარი შედიოდა. მონასპა მეფის მცველი კორპუსი იყო, რომელიც ხშირად საგარეო მტრების წინააღმდეგ საპასუხისმგებლო სამხედრო ოპერაციებსავ ატარებდა. მონასპაში შედიოდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების მოლაშქრეები, ძირითადად, როგორც ჩანს, ქართველი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელები და თურქთა შემოსევების გამო უმამულოდ დარჩენილი აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალები. არაქრისტიან „მონათა“ დიდი უმრავლესობა თანდათან გაქრისტიანდა. მოლაშქრეები მუდამ მეფესთან ან სასახლესთან იმყოფებოდნენ და მეფის წყალობით ცხოვრობდნენ. დავით აღმაშენებელი დიდად აფასებდა „მონებს“, რომლებიც მისი ხელისუფლების ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდნენ ფეოდალურ ოპოზოციასთან ბრძოლაში.
მონასპა არსებობდა დავით აღმაშენებლის მემკვიდრეთა დროსაც. მონასპის მოლაშქრეები, ცხადია, მონები არ იყვნენ (ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით), ისინი იყვნენ ან თავისუფალი მოთემეები ან მეფის ყმა მცირე აზნაურები. XII საუკუნის განმავლობაში „მონათა“ უმრავლესობა ყმა-მამულით იქნა შეწყალებული და ქართველ ფეოდალთა რიგებს შეერია. 1184 წლის შემდეგ მონასპა აღარ იზსენიება. მონასპის მოლაშქრეთაგან იყვნენ გამოსული გიორგი III-ისა და თამარის დროს მაღალსახელმწიფოებრივ თანამდებობაზე დაწინაურებული „უგვარო“ მოხელეები: მხარგრძელები, აფრიდონი, და სხვანი.
მონასპა გამოცდილი და სანდო მეომრებისაგან შედგებოდა, იყო უაღრესად მობილური და საქართველოს სამხედრო წარმატებებში დიდი როლი ითამაშა.
პატივისცემით This is Georgia
Comments
o7 kargi statiaa
ო7
o7
ძაან ყლეობა გააკეთეთ 🙂
მონას სხვა მნიშვნელობებიც აქვს და ,,სპა" უკვე ნიშნავდა ჯარს, არმიას, ლაშქარს.
თუ ,,მონის" დამატება აკეთილშობილებს ამ სახელს, კაი ბატონო 😁))))))))))))
me ar shemicvlia
me vtxove lukas saxelis shecvla . qartvelebma yvelam icis albat spa s mnishvenobac da monaspasi . vinc ar icis isini amaxvileben mona ze yuardgebas da egetebs sheudzlia am statias gadaxedos . mere kide eg sheni spa saertod ar icis ucxoelebma ras nishnavs da yvelas gamajansagebeli centri goniat mu kiara . 🙂 gavaketot gamokitxva rogorc qartvelebze aseve ucxoelebze da is davtovot rasac umravlesoba airchevs , an tu dzaan guli gwydeba gamokitxvis gareshe davabrunot spa /
მეც მაგას ვეუბნებოდი ლუკას და უცხოელებმა რა იციან, მონა რა არისო 😃
inglisurat gadavtargmni da egec davwer
საუნა დავარქვათ :3 .
an bardeli 🙂
chinuri masaji 😁))