ნამდვილი დემოკრატია

Day 2,574, 11:41 Published in Georgia Poland by Georgian Warrior


როგორც იცით მეგობრებო „ქართველმა დემოკრატებმა“ /”Georgian Democrats”/ რამდენიმე დღის წინ მივიღეს პარტიის წესდება.

ამ სტატიით კი მინდა გაჩვენოთ როგორ მოხდა აღნიშნული წესდების მიღება, დემოკრატიის ყველა პრინციპის დაცვით.

მაშ ასე დავიწყოთ:

მოგეხსენებათ ყველაფერი იდეით იწყება და ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა. იდეა კი ჩვენი მეგობარი და ასევე დემოკრატიული რესპუბლიკური პარტიის წესდებამ შთაგვაგონა. რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მოკავშირე რესპებს 😉



ამ იდეამ მოწონება დაიმსახურა და გიორგიც ალბათ იმას გულისხმობდა რომ, „გვინდა თან ძალიან სწრაფადო“ 😃 ხოდა მოხდა სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება. ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა Guga Nemsitsveridze.

მალევე ჯგუფის ხელმძღვანელმა წარმოადგინა სამუშაო პროგრამა. თუმცა როგორც მან აღნიშნა ჯერ კენჭისყრამდე საკმაო დრო იყო გასავლელი.



მოხდა პირველი შენიშვნების გამოთქმა. მომხსენებელმაც ეს შენიშვნები გაითვალისწინა და შესწორებული ვარიანტი წარმოგვიდგინა.



თუმცა შენიშვნები და სადაო საკითხები აქაც ბლომად იყო. რის გასათვალისწინებლადაც ჩვენი მომხსენებელი ღამის გათენებასაც არ უშინდებოდა.

ძირითადი აზრთა სხვადასხვაობა კი აღმასრულებელი პირების დანიშვნის წესმა გამოიწვია. ამ თემაზე მსჯელობამ კი ახალ „პოსტზე“ გადაინაცვლა.



მსჯელობა კი საკმაო ხანგრძლივი და დამღლელი იყო. მანამდე კი გუგამ სხვა შენიშვნები გაითვალისწინა და მორიგი, აწ უკვე მეორე შესწორებული ვარიანტი შემოგვთავაზა.



ჩვენ კიდე ამასობაში აზრები შევაჯერეთ, ავწონ-დავწონეთ და საკამათო საკითხი კენჭისყრაზე საბოლოოდ გადასაწყვეტად გავიტანეთ.



როგორც ხედავთ ხმათა უმრავლესობით მესამე წესი მივიღეთ. ანუ პრეზიდენტს დავუტოვეთ, აღმასრულებელ თანამდებობებზე, პირთა დანიშვნის უფლება.



ნამდვილად მოსალოცი საქმეა გეგა 😉

ახლა კი როგორც იქნა საბოლოო ვარიანტამდე მივედით და ისიც კიდევ ერხელ შესაჯამებლად და კენჭისყრაზე გასატანად იქნა წარმოდგენილი. ამჯერად შენიშვნები აღარ ყოფილა და



წესდებაც დასამტკიცებლად გავიდა.



და გილოცავთ წესდება დამტკიცებულია!!!



აი ასე ხდება მეგობრებო ჩვენს დემოკრატიულ პარტიაში, დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდმობით, დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღება!!!

პატივისცემით: Georgian Warrior