Free Georgian Movement (პარტია)

Day 3,042, 15:47 Published in Georgia Georgia by The Georgian Knight
გამარჯობათ ქართველებო


შეიქმნა ახალი პარტია თავისუფალი ქართული მოძრაობა, პარტია რამდენიმე დღის წინ შეიქმნა თუმცა სანამ დავლაგდით დაველოდეთ და ახლა ვაქვეყნებთ სტატიას, ახლაც მზადდება ლოგო და ბანერები.

მინდა მოგიწვიოთ ჩვენს პარტიაში.

ჩვენი პარტია სრულად იქნება აწყობილი შიდა დემოკრატიაზე, კვირაში ერთხელ ჩატარდება პარტიის კრება, მოხდება სხვადასხვა საკითხების განხილვა, კენჭისყრა და მხოლოდ შემდეგ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, თქვენც თუ შემოგვიერთდებით მიიღებთ ადგილს ჩვენს ჩათში, ასევე ისინი ვინც ამ სტატიის აქტიურობის პერიოდში შემოგვიერთდებით, შეგიძლიათ დააკომენტაროთ და მიიღოთ 1000 ქ1 საკვები, შემდეგ კი ყოველდღიური საჩუქრები, იქნება ეს საკვები თუ იარაღი, ასევე მიიღებთ გამოცდილებას და ჩაერთვებით აქტიურად საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.


ჩვენ შეიძლება ჯერ ჯერობით არ ვართ ტოპ-5 ის პარტია თუმცა ყველა წევრი არის აქტიური მოთამაშე, რაოდენობამ არავინ შეცდომაში არ შეიყვანოს, რამდენიც არ უნდა ვიყოთ, ყველანი ვსუნთქავთ და ვმუშაობთ საქართველოსთვის, მისი სახელისათვის და სიძლიერისთვის.

პარტიის წესდება : წესდება