ახალი კანონპროექტი _ წინასწარი განხილვა
H3Ctic
😃აქამდეც მქონდა იდეაში.
მოკლედ გადავიდეთ საქმეზე, ჩემი სურვილია, რომ სამუშაო გადასახადი 6 პროცენტიდან 3 პროცენტამდე დავიდეს და ამის მიზეზებს აქვე მოგახსენებთ.
ბაზარზე ქ1 საკვები უკვე საკმარისად გაძვირდა და იმედი მაქვს ეს ტენდეცია შეჩერდება და ფასები ისევ თავის ნიშნულს დაუბრუნდება. დღეს 5000 ქ1 7 თეთრად დავდე გასაყიდად და 5 წუთში მთლიანად გაიყიდა პროდუქცია. გადასახადების დაწევა პროდუქციას გააიაფებს, ვინაიდან ქარხნის ამუშავება 3.34
ლარი ჯდება, აქვე მინდა ვისაუბრო ნედლეულის წარმოების პრობლემაზე, მათ ვისაც პირველი დონის ნედლეულის საწარმო აქვს 60%-იანი ბონუსით 56 ნედლეულს აწარმოებს და მისი წარმოება 3.34 ლარი უჯდება. ბაზარზე 4 თეთრად 56 ნედლეულის შეძენა 2.24 თეთრი გიჯდება, 3 თეთრად კი 1.68 ლარი. აქედან კი თავად შეგიძლიათ დაასკვნათ რომ ნედლეულის წარმოებას აზრი არ აქვს თუ უფრო მაღალი დონის საწარმო არ გაქვს. დამწყებთათვის კი მაღალი დონის საწარმოების შეძენა პრობლემაა.
სამუშაო გადასახადების 3 პროცენტამდე დაწევით წარმოება 1.67 თეთრად იქნება შესაძლებელი. (55.68x3):100=1.67 _ 55.68 საშუალო ხელფასია.
ასევე მინდა გაგაცნოთ ჩემი კიდევ ერთი იდეა, მინდა რომ შევქმნათ მოთამაშეთა გაერთიანება რომლებიც იზრუნებენ ქვეყანაში პროდუქციის იაფად შემოტანისთვის. მწარმოებლები კი ბაზარზე ფასების დარეგულირებაზე. ბოლო დროს რამოდენიმე მოთამაშემ გამოთქვა აზრი ბაზარზე ფასების დაწევაში მონაწილეობისთვის, თუ საკმარისი მოთამაშე მოგროვდა აუცილებლად შევქმნით სკაიპ ჩათს სადაც ვიმსჯელებთ ფასების დარეგულირებაზე და პროდუქციის შემოტანაზე
🙂
იმედია დებატები ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე წარიმართება, გელით და გისმენთ
🙂
Comments
მშვენიერია
რაა მშვენიერი?
აზრი დააფიქსირე შენი 😃
----_________
არა რა თქმა უნდა 🙂
ბოლოს რაც შეეხება იყო ეგ იდია ჩიმის მიერ მეწარმეთა გილდის სახით და არ შედგა 🙂
[removed]
რა არა?
ადრე რა ნიკით თამაშობდი? ადრე Mephe-ს ქონდა მცდელობა გილდიის შექმნის, დავგეგმეთ რაღაცეები თუმცა არ გამოგვივიდა, ახლა კი რამოდენიმე მოთამაშემ გამოთქვა სურვილი რამაც დამაიმედა, შენ თუ გსურს შემოგვიერთდე?
რა არა და გადასახადი არ უნდა დაიწიოს. ბიუჯეტს ჭირდება ეს და 3 ლარი მოთამაშეს არაფერში გამოადგება დიდად 🙂
მეამბოხე, დვარფი, სტრატეგი, სუპერიორი ვიყავი :დ
გადახედე ჯიმის სტატიებს ვინაა საერთოდ მეფე როცა მაგაზე მიდიოდა მსჯელობა და შეიქმნა დროებით კიდეც, მსგავსი არავინ ყოფილაა
დღეს 5000 ქ1 7 თეთრად
საბაზრო ფასი 9 თეთრია. რატო დადე ეგრე იაფად მიკვირს.
"მათ ვისაც პირველი დონის ნედლეულის საწარმო აქვს 60%-იანი ბონუსით 56 ნედლეულს აწარმოებს და მისი წარმოება 3.34 "
ჩემი რჩევა იქნება ეს საწარმო დაშალოთ და გაყიდოთ 500 ლარად იყიდება თუ სწორად მახსოვს 🙂
raw material ქარხნის მომგებიანობა
Fishery Benefit for own employment 4.60 cc
hunting lodge Benefit for own employment 16.60 cc
ესეც შენი 56იანი Benefit for own employment -4.04 cc ზარალიანია.
http://www.erepublikanalyzer.com/RentabilidadFabricacion.aspx
აი ამ საიტზე ნახეთ.
პ.ს. კითხვა მაქვს.
ბიუჯეტი რომ განახევრდება მაშინ მპპ-ების ფული სად ვიშოვოთ? 🙂
მე ძველს საბაზრო ფასებს ვარ შეჩვეული, 6-7 თეთრი რომ ღირდა ქ1 😃
მპპ-ების დადება რა ჯდება? მეგონა უფასო იყო, გავითვალისწინებ.
თითო ქვეყნის მპპ 10 000ღირს.
ირანს რო ვეომებოდით 14 მპპ გვქონდა.
და რამის ტრაკი რო გვქონდეს მინიმუმ 15მპპ უნდა დავდოთ ანუ ბიუჯეტსი თვეში 150 000 უნდა შედიოდეს 😃
ანუ საშუალოდ დღეში 5000 უნდა გვქონდეს შემოსავალი...
ბიუჯეტში რო ფული შედიოდა სად მიდიოდა გეგონა? 😃
მეგონა ჩინოვნიკები ჭამდით 😃😃
ესეიგი ჯერ ბონუსების მომატებაზე უნდა ვიზრუნოთ და მერე გადასახადების დარეგულირებაზე.
ზუსტად 😃
პ.ს. ჩინოვნიკები პირიქით ვდებთ ფულს რაც აკლდება რო მპპ დაიდოს
შეჩვეული ფასებით რატომ დებს ასეთ სტატიას, ფაქტობრივად ამბობ ბიუჯეტს დედა ვუტიროთო და არ ადევნებ თვალ-ყურს სხვაგან რა ხდება .
მაშინ 9.9 დავადოთ იარაღს ფასი :დ .
ჰო,ისე , ბიუჯეტიდან ხელფასი და დაფინანსება არავის აქვს ხოლმე, ჩინოვნიკებს გვჭამს ხოლმე ბიუჯეტი ზოგადად და არა პირიკუ :დ .
o7
v
"განხილვის იდეა" მისასალმებელია!! და ვაბშე იმპორტზე რომ დავწიოთ გადასახადი არ აჯობებს? მე მაგალითად საჩმლის ნედლეულის დაბალი დონის ქარხანა მაქვს და რასაც ვაწარმოებ მერე საჭმლის დასამზადებლად ვხარჯავ. და არამგონია ვინმე ვინც 56 ნედლეულს აწარმოებს მერე ამას ყიდდეს 😐
საქმე არ ეხება საქართველოში წარმოებას და მერე გაყიდვას.
ქართველი მოთამაშეების მიერ განთავსებული პროდუქტი ძირითადად გადასაყიდად არის შემოტანილი.
მარტივია : ყიდულობ პირდაპირ რომელიმე მოთამაშისგან პროდუქტს, ყველანაირი გადასახადისგან გვერდის ავლით, რაც შესაძლებლობას გაძლევს უფრო იაფად შეისყიდო,ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა , შემდეგ გამოგაქვს ბაზარზე მოთხოვნასთან შესაბამის ფასად.
საკვების შემთხვევაში ბევრს აქვს საშუალება ასე მოიქცეს და გადაყიდოს საქონელი,შესაბამისად დაწესებული იმპორტის გადასახადი ზღუდავს უცხოელს, შემოიტანოს თავისი პროდუქტი საქართველოში,რითაც ხელს ვუწყობთ ჩვენი მოთამაშეების მიერ პროდუქციის გადაყიდვას/წარმოებას და მერე გაყიდვას .
ასევე საკვების ბონუსი გაცილებით დიდია,ვიდრე იარაღის, და საკვები უფრო მეტი იწარმოება საქართველოში,ვიდრე იარაღი,თუმცა ორივე შემთხვევაში ქართული ბაზრის ბრუნდა დიდი არ არის.
იარაღზე VAT-იც და იმპორტიც 1% არის, რადგან იარაღის გადაყიდვა უფრო დიდი რისკის შემცველია და ბევრად დიდი ფულადი რესურსი სჭირდება საწყის ეტაპზე,რასაც ერთეულები უზრუნველყოფენ, ამიტომაც საჭიროა უცხოელმაც შემოიტანოს თავისი პროდუქტი, მაღალი გადასახადის შემთხვევაში კი იგი ასე არ მოიქცევა.
როდესაც ჩვენი გადამყიდველები იარაღის ბაზარზე შემოდიან,ისინი ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ უცხოელ მწარმოებლებს, რითაც წესით უნდა სტაბილურდებოდეს ფასი შესაბამის პროდუქტზე,თუმცა თუ აქტიურობა არ იქნება , ქართული ბაზრით დიდი რაოდენობით ინვესტორების ინტერესის არ ქონის გამო , ფასი უფრო მაღალი შეიძლება იყოს , ვიდრე სხვაგან.
ამიტომაც კარგი იქნება , თუ ჩვენი მოთამაშეები უფრო მეტად იარაღის შემოტანითაც დაკავდებიან .
ეგ 56 ნედლეულის საწარმო სულ გაყიდე მოიშორე