ალავერდი

Day 2,845, 05:42 Published in Georgia Georgia by H3Ctic

გამარჯობათ გადავწყვიტე ჩავერთო კულტურის სამინისტროს კონკურსში და შემოგთავაზოთ ყველასთვის ნაცნობი ალავერდის მონასტრის ისტორიას(სუფრასთან ასე ძალიან რომ უყვართ მისი ხსენება "ალავერდი შენთანავარ").

ალავერდი

ალავერდის საკათედრო ტაძარი და მონასტერი მდებარეობს კახეთში ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი)თელავიდან 20 კმ-ზე.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი ალავერდის წმ. გიორგის ტაძარში დაკრძალულია მისი დამაარსებელი – წმინდა იოსებ ალავერდელი, ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი.
დღემდე ითვლებოდა, რომ წმინდანის ნეშტი ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს იყო დაკრძალული, მაგრამ ეს საფლავი სიმბოლური აღმოჩნდა. სავარაუდოა, რომ XV საუკუნეში (ტაძრის პირველი რესტავრაციის დროს) წმინდანის ნეშტი საგანგებოდ გადამალეს, რათა შემოსევებისა და არეულობის დროს მისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ. ტაძარში აგრეთვე დაკრძალულია ალექსანდრე I და თეიმურაზ I. ამავე ტაძარში დასვენებულია უნდა იყოს ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილი. ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი ერთ–ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. მისი სიმაღლე გუმბათიანად – 50 მ–ს აღემატება ნაშენია უმთავრესად რიყის ქვით გარედანაც და შიგნიდანაც მოპირკეთებულია მოყვითალო ნახვრეტოვანი ტუფის ფილებით, გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული, დიდი ზომის კრამიტის ფილებით რომელთა ფრაგმენტებიც შემორჩენილია.
ალავერდის მონასტრის გენერალური გეგმა:

ტაძარი მოხატულია სხვადასხვა ფრესკებით, მოხატულობა სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება საკურთხევლის კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობლი ყრმით. ღვთისმშობლის მარცხნივ და მარჯნივ გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი. კონქის მხატვრობა XV საუკუნეს განეკუთვნება. ზემოდან მეორე და მესამე რეგისტრებში ეკლესიის მამების მონუმენტური ფიგურებისა და გრანდიოზული ორნამენტის ფრაგმენტებია. ეს მხატვრობა XI საუკუნისაა. სამხრეთ მკლავში თითქმის მთლიანადაა გადარჩენილი მოხატულობა. სარკმლებს შორის ორ-ორი რეგისტრია, სადაც ნაწილობრივ შემორჩენილია მოხატულობები. ამ მხატვრობის ძირითადი ნაწილი XV-XVI საუკუნეების მიჯნას უნდა განეკუთვნებოდეს, როდესაც ტაძარი კაპიტალურად შეკეთდა. დასავლეთ მკლავში, კარის თავზე და გვერდებზე, შემორჩენილია XVI საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები.
ფორმათა ურთიერთგანლაგება და პროპორციები ექვემდებარება წამყვან ელემენტს – ცენტრში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომელიც ორფერდა სახურავით გადახურული ჯვრის მკლავების გადაკვეთაზეა აღმართული. მკლავებს შორის – დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული ნაწილებია. ტაძრის ფასადების დეკორი ძალზე თავშეკავებულია, უზარმაზარი კედლის სიბრტყეები მხოლოდ თაღებითა და ნიშებითაა დანაწევრებული, რაც ხელს უწყობს ტაძრის დიდებულების აღქმას.



1. იხილეთ ვიდეო
2. იხილეთ ვიდეო

P.S გთხოვთ ხმა მისცეთ!