☼ სა პრეზიდენტო კანდიდატი ^_^
W A R R I O R
ალოჰა მეგობრებო!
😁,
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომანატრეთ თავი
🙂
თითქმის ერთი კვირაა რაც დავტოვე პოსტი და აღარ ვარ თქვენი განათლების მინისტრი. რა თქმა უნდა ცოტა ამოვისუნთქე და დავისვენე, მაგრამ ხანდახან მაინც მიჩნდება სურვილი ისევ ამ საქმით დაკავების და თქვენი ასე ვთქვათ განათლებით
☺☻
☺
მიუხედავად იმისა, რომ ეს თვე ბოლომდე "ჯიგრულად" დასვენებას ვაპირებდი, რამოდენიმე დღის წინ გავიგე რომ თურმე ეკონომიკის სამინისტრო ჩაუბარებიათ ჩემთვის
☺
წინა სამინისტროსგან განსხვავებით ეს ნაკლებად დამტვირთველი მომეჩვენა, ასე რომ დავთანხმდი.
შესაბამისად მოემზადეთ ჩემი ახალი "გაიდებით", განსაკუთრებით პირველით, სადაც ახსნილი იქნება თამაშში ფულის შოვნის ყველა ცნობილი ხერხი და ასევე მათი მიღების მარტივი გზები ☻
ეხლა კი ნელნელა მივუდგეთ იმ მთავარ სათქმელს რის გამოც აქ შემოგიყვანეთ
🙂
გუშინ მე დავტოვე ეროვნულ დემოკრატიული პარტია და შევუერთდი პარტია Georgian Reformers!
ამის მიზეზები ბევრია, შევეცდები მოკლედ აგიხსნათ ჩემი გადაწყვეტილება.
ე.დ.პ. ძალიან მიყვარს, ეს არის ჩემი პირველი პარტია რომელშიც გავწევრიანდი როცა თამაში დავიწყე და რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში!
თუმცა ყველას აქვს თავისი პლიუსები და მინუსები, მათ შორის ე.დ.პ._საც.
ბევრი სიტყვა რომ არ გამომივიდეს, მოდით ამ სტატიაში ვისაუბრებ მხოლოდ ახალ პარტიაზე და ჩემ გეგმებზე.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი Georgian Reformers_ში გადასვლის გახლდათ ახალბედები!
მოგეხსენებათ ორი კვირის წინ გაკეთებული Baby Boom_ის შედეგად ძალიან ბევრი ახალი მოთამაშე შემოგვემატა.
მათი უმეტესი ნაწილი გამოირჩევა დიდი აქტიურობით და ჩვენი ვირტუალური საქართველოსადმი თავდადებით.
ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ახალი ბაზა, სადაც ყველა ახალწვეულს შეუძლია შემოვიდეს და განვითარდეს როგორც პოლიტიკურად, ასევე თამაშის სხვა საკითხებშიც.
ამ საქმისთვის კი Georgian Reformers ყველაზე უკეთ გამოდგება, რადგან ეს პარტია გამოირჩევა თავისი დამოუკიდებლობით სხვა პარტიების მიმართ და მას აქვს დიდი პოტენციალი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში.
მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ამ პარტიიდან ერთი დაუსაბუთებელი კრიტიკაც არ გამოქვეყნდება!
ამ თამაშში ვერავინ ვერ დამადანაშაულებს რომელიმე პარტიისადმი ხელის გადასმას. თუმცა რა თქმა უნდა მე ყველასთან ვცდილობ დავიჭირო მეგობრული ურთიერთობა, ჩემთვის მიუღებელია თამაშის გამო ვინმეს ლანძღვა და შეურაცჰყოფა!
თუ ვინმეს აკრიტიკებ, უნდა გააკრიტიკო მისი თამაში და არა თავად პიროვნება!
და კრიტიკაც ყოველთვის უნდა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული!
დემაგოგობისთვის სხვაგან მიმართეთ!
ყველა ახალწვეულს და ასევე ძველ გამოცდილ მოთამაშეებს მოვუწოდებ შემომიერთდეს!
მეგობრებო ეს უბრალოდ პოლიტიკის ამბავი არაა!
გაითვალისწინეთ, რომ აქ ზოგიერთები წლებია თამაშობს, ბევრი კარგი ძველი მოთამაშე წავიდა თამაშიდან, ასევე კიდე ბევრი წავა.. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ყველა თამაშში.
ჩემი სურვილია ქვეყანას ყავდეს ახალი ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მომავალში დაიკავებს ძველების ადგილს და თავად ჩადგება ქვეყნის სათავეში.
სწორი და სამართლიანი მართველობისათვის კი აუცილებელია ისინი არ იყვნენ დამოკიდებულები ტოპ პარტიებზე, რადგან მათ უკვე აქვთ ჩამოყალიბებული საკუთარი იდეოლოგია და დასახულ აქვთ გზა!
ჩვენ კი მეგობრებო უნდა შევქმნათ ახალი ძალა, ახალი იდიოლოგიით და ახალი მიზნით!
რომელიც არ იქნება სხვა პარტიების მიმართ მტრულად განწყობილი, არამედ ყველასთან შეეცდება თანამშრომლობას და პირველ რიგში ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას!
ეხლა კი წარმოგიდგენთ ჩემ გეგმებს რომლებიც დამეხმარება ზემოთ მოყვანილ მიზნების მისაღწევად :
• პირველ რიგში შეიქმნება შიდა საპარტიო ჩათი, სადაც განიხილება ყველა პოლიტიკური და სხვა მოვლენები.
• საწყის ეტეპზე ჩვენი მთავარი მიზანი იქნება 12 დღეში ტოპ 5 პარტიაში შესვლა, რათა შევძლოთ კონგრესის არჩევნებში მონაწილეობა და ახალბედების კონგრესში მოხვედრა!
• შეიქმნება საპარტიო ბიუჭეტი, რომელიც დაფინანსდება მთავრობის და პარტიის წევრების დახმარებით. იგი გამოყენებული იქნება ახალწვეულთა მომარაგებაში და მათ განვითარებაში.
• პარტიის სახელით გამოქვეყნდება სტატიები სადაც განხილული იქნება ქვეყნის შიდა თუ გარე მოვლენები.
ჯერ-ჯერობით ეს არის ჩემი პრიორიტეტული გეგმები უახლოესი 2 კვირის მანძილზე (მიუხედავად იმისა გავიმარჯვებ თუ დავმარცხდები).
ასევე გეგმაში მაქვს პარტიას შევუცვალოთ სახელი და გერბი, თუმცა ამას გადავწყვეტთ მთლიანი პარტიით არჩევნების შემდეგ.
გელოდებით მეგობრებო Georgian Reformers_ში!
იმედია დამეხმარებით ამ წამოწყებაში და ერთად შევძლებთ საქართველოს გაძლიერებას!!
ყველას გისურვებთ წარმატებას როგორც თამაშში ასევე რეალურ ცხოვრებაში :3
o7 და ჰაკუნა მატატა!
Comments
WARMATEBEBI DZMEBO!!! ❤
დიდი მადლობა 🙂
warmatebebs gisurveb...
mara... ert rames chavasworebdi... tu aqcents aketeb axalbedebze realurad shedzleb didi raodenobit xmebis mogrovebas sheidzleba kvela archevnebi moigo saertod magram xom ar ajobebs tu axal bazas qmni 1-2 tve saertod ar miigot monawileoba archevnebshi ? imedia sworad gamigeb rasac vambob, sheidzleba me mikvars barcelona magram swored mag sikvarulis gamo ar chavdgebi barcelonas karebshi realtan matchshi imito ro barcas ar vavno amit... igive iqneba tu axalbedebi uaxloes momavalshi movlen saqartvelos mtavrobashi ... sheidzleba da mjera ro dzalian gindat esaqartvelos winsvla magram gamocdileba bevrs nishnavs ... namdvilad kargi wamowkebaa namdvilad gvchirdeba partia romelic mogvaweobas daiwkebs supta purclit magram isec nu izam ro ertianad gaaxalgazrdavo esaqartvelo jer gundi shekari iseti visac sheudzlia gaumklavdes sashinao da sagareo gamowvevebs o7 kidev ertxel warmatebebs gisurveb !
კარგია ეგ აქ რომ დაწერე 🙂 ამაზეც მინდოდა მელაპარაკა მარა ნამეტანი დიდი ტექსტი გამოდიოდა :დ
საქართველოს გააახალგაზრდავება ნამდვილად არ არის გეგმაში. და ეგ არც და ვერც მოხდება ასე უცებ.
კონგრესის კანდიდატებს კიდე მე პირადად ჩემ თავზე ავიღებ, ჯერ ერთი რომ სიას ისე წარვადგენ რომ კანდიდატები უკვე გარკვეული იქნებიან თუ რა ხდება კონგრესში. ასევე მათი იქ მოხვედრის მერე სავალდებულო გახდება თ რაიმე კანონის გამოტანას დააპირებენ ჯერ შიდა პარტიულ ჩათში განიხილოს და მერე დაიწეროს სტატია ამის თაობაზე რათა ხალხის აზრიც მოვისმინოთ. მოკლედ კონგრესი პრობლემა ნამდვილად არ იქნება ამ მხრივ.
მე თვითონ როცა სულ თავიდან დავიწყე თამაში ძალიან მალე ამიყვანეს კონგრესში და გამოცდილი მოთამაშეების დახმარებით ვფიქრობ არც ერთი შეცდომა არ დაიშვია.
მერწმუნე ჩვენი პარტიის კონგრესმენები იქნებიან ეტალონები სხვებისთვის :3
მოღალატევ
shen exla gjeraa ro avtom EDP datova 😃 prosta partia unda EDPs rogorc jimim gaaketa 😃 da exla avtom dawera vitomda partia datova minusmebis gamo 😃😃😃
EDP da UGP partia gaxdeba repormatorebi 😃
გამა ეგეთს მიცნობ მე? 🙁
😃😃 damimtkice ro arxar maseti da aprilshi support momeci 😃
ვინც შენ არ გიცნობს რააა 😃 😃
btw შენ რატო არ ხარ პარტიაში? :დდ
gexumrebi avto xoici shen chemi atunia xar 😃
😃 😃 😃
ღირსეული მოთამაშე ხარ 🙂 მაინცდამაინც სახელს ნუ ეცემი ჩემ დარქმეულია და მეცოდება :'( წარმატებას გისურვებ და ყველანაირად გქონდეს ჩემი დახმარების იმედი თუ დაგჭირდა
მადლობა :3
სახელი კი არის კარგი, მაგრამ გარკვეული მიზეზები მაქვს მისი შეცვლის, პარტია ცოტა რო დალაგდება წევრებში განვიხილავთ ამის თაობაზე და ვნახოთ რას გადაწყვეტენ.
მიდით მოიხოდეთ, იქეთ გამა ფრონტს მოხოდავს და 6 პარტიაში თუ იქნება ბრძოლა, უკვე რაღაც საინტერესოდ გადაიქცევა ეს თამაში 🙂 პრეზენტაციად შეიძლება კონგრესის კანდიდატების წარმოდგენა ხოლმე და მარტო წინა საპრეზიდენტო კი არა წინა საკონგრესო არჩევნებიც სარბიელად უნდა გადავაქციოთ, რომ კონგრესში ასე ადვილად არ შედიოდეს ხალხი.