ლირიული გადახვევა Vol. 2
Ready to Die G
რატომღაც ვიღაც ფიქრობს, რომ ჩვენი გამოწვევა შეუძლია.
ნუ, ამაზე სრული იგონირი შემიძლია შემოგთავაზოთ, თუმცა პოეზიის დაკნინებას ვერ ავუვლი გვერდს.
ჰოდა შემოგთავაზებთ ლექსს, თუმცა მხოლოდ ცალს, რადგან წყვილში ვერ გუობენ ერთმანეთს :პ.
მინდა მივუძღვნა შებოლილებს, სკაიპის ბიძებსა და თენგიზის დამოძღვრილთ .
მცირე პროზაიკულ ექსკურსსაც შემოგთავაზებთ აქვე :3 .
***
პირველი ნაბიჯი-სიზმრის დაჯერება-
შენი დახატული ზამთრის პეიზაჟი,
რომ ჩემს ლურსმანზეა ცერად დაკიდული
და თოვს ამ ოთახში თეთრი საღებავით.
და რომ ბარგს მილაგებს ახლა თოვლისკაცი,
თოვლის ხეივანში ისვრის სამუდამოდ,
ღილებს იხსნის ნელა ,თითქოს უღიმღამოდ ,
ვხვდები,ვცვლით ადგილებს მე და თოვლისკაცი.
თვითონ იტანჯება ,რომ არ დავიტანჯო ,
თითქოს მიხარია ,მაგრამ უცაბედად ,
გონში გაიელვა შიშმა სიკვდილისა,
სიზმრის უარყოფა - შემდეგ ნაბიჯებად-
იქნებ როგორია იქით სამყოფელი,
ახლა აღარც დროა გზების სამკითხაოდ,
უშნო თოვლის ცაში,ალბათ,ნანობს ღმერთიც,
რომ თვით გაფიქრებაც ბედს ცვლის სამუდამოდ
***
მე შემიყვარდი იმ მარტის ქარში,
როდესაც წვიმა ჰყვებოდა ზღაპრებს
და სასწაულის მზირალი ბავშვი
ჩუმად აპობდა ქუჩების ტალღებს.
მომსდევდა წვიმა,მომყავდა ღამე
და ვარსკვლავებით შეკრული მეხი.
თვლემდა სამყარო,სხვის კაბის კალთებს
უცქერდა სევდის თვალებით ხელში.
მე შენ მიყვარდი აპრილის ქარშიც,
როდესაც წვიმა სამყაროს გლეჯდა
და ქუჩის პირას მზირალი ბავშვი
წვიმის ქვეშ,ალბათ, ეძებდა დედას.
ნეტავ მე ვიყო ობოლის კანში
და სიყვარული შემეძლოს მეტად.
***
ნაწვალებ ზურგზე, ათასგვარი გხვდება ზამთარი,
კვალი ,რომელიც დაემჩნია სულს სამუდამოდ.
ზოგი სიცივით, სუსხის თმენით გადატანილი,
ზოგიც ისეთი, გაზაფხულიც სიზმრად რომ ნატრობს.
ახლა გაზაფხულს გაუზამთრდა . ბეჭებს ადგილი
აღარ შემორჩათ , რომ დატიონ მისი ცრემლები,
სადღაც გლეხი რომ ატირდება თმენით დაღლილი,
და დაეცემა გულით ხელში ნათოვ ველებზე.
ხმლით მოაკვეთეს თითქოს ფეხი ,ისე ირწევა,
თუ არ წუხილი ექიშპება კართან სიხარულს,
ზეცა,ზეცა კი გადაღლილი ფიქრის ფერია,
ფხვიერ მიწაში გაჟღენთილი რწმენის ხილვა სურს.
***
ერთხელ ,როდესაც ბურბუშელა ისე ძლიერ მომინდა,რომ ყველა გეგმა შევცვალე და მიკროავტობუსსაც გულგრილად ჩავუარე ,რათა მაღაზიაში მეყიდა ბურბუშელა,და უკვე მეორე ნახევრის შეჭმას ვაპირებდი, მოვიდა ბავშვი, ყურის აპარატი ეკეთა , ეტყობა ნორმალურად არ ესმოდა, ცალი თვალით მკერდზე,ცალით კი თვალებში მიყურებდა,მოვიდა და მთხოვა ,ერთი ცალი ბურბუშელა მიმეცა, ხოლო შემდეგ დააყოლა ,რომ რაც კი მქონდა მისთვის დამეთმო, ჯერ გავუღიმე , და გზა გავაგრძელე, ორიოდე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, გავჩერდი და რამდენიმე წამში შემოვტრიალდი, ისევ იქ იდგა და მიყურებდა, მივედი და დარჩენილი ბურბუშელა ვაჩუქე, მან კი იქვე მდგომ 2 ბიჭს გაუყო...
***
გატყავებული ტყე საუკუნეების ზღვარზე ელის ხეების ბალახივით ამობიბინებას.მწვანე რქებში უნდა გახლართოს ხარირემმა თავისი ნაშიერი და ისე მოირბინოს მთელი სიშიშვლე,რადგან ,რასაც სიყმაწვილეში გრძნობდა ის აგრძნობინოს . მთელი გალაქტიკის დატევა შეუძლია ერთ, უბრალოდ დაკოჟრილ , სპირალივით მბრუნავ რქაში,როდესაც ტყეც კი არ სჭირდება ისე ქუხს და შრიალებს მისი ქერქი.
ტანზე საოცარი ნიავი ეტანება და მიაქვს სიზმარში ნაშიერის სველი სხეული, ჯერ არ დაბადებულა , ჯერ არ მოუნანიებია დედის ცოდვები. მხოლოდ მიაქროლებენ და მზის ქარში მოუთმენლად ექერცლება ბადე სუნთქვის ამარა დარჩენილ ,ფილტვებდაბერილ, ნაშიერს.
ბადე ირღვევა და თავისუფლების სურნელით ივსება შიშველი ტყე, ხავსისფერი ნისლით ასკდება დედის რქებს ბალახი და ისე ენარცხება. დარცხვენილი კვდება, სისხლის მორევში იძირება ნაშიერი, მაგრამ რაღაც ძალა აქვს , რომ ამოვიდეს და დედის სისხლით განბანილი ისევ თავისუფლებას დაუბრუნდეს.მგლების საძიძგნად დატოვა მშობელი ქარმა ,და ქარია ახლა დედაცა და მამაც.
People Always Look Better in The Sun .
Comments
o es poezia da poetebi :d
namdvili poetia ❤
ox es poeziis fexii
gvelo gvelo s... s...
ნუ შფოთავ აგრე ო, ტკივილო ჩემო, იყუჩე,
საღამოს გსურდა-ისიც დადგა, ნაზი, მიმქრალი,
წყვდიადის სული დაეუფლა ქალაქის ქუჩებს,
ზოგს მოუტანა სიმშვიდე და სხვას-საფიქრალი.
ვიდრე მოკვდავნი ადიდებენ ასეთი გზნებით
სიამოვნების-ამ უწყალო ჯალათის-მათრახს,
წადი, დაკრიფე სინანულის მწიფე მტევნები,
ჩემო ტკივილო, ჩვენ ამ ქვეყნად მარტო ვართ, ვაგლახ!
გავშორდეთ ყველას და შევხედოთ ამ წლებს გარდაცვლილთ,
ცის აივნებზე ძველ კაბებში ჩვენსკენ თავდახრილთ,
ო, მომღიმარი სინანული ამოდის ზღვიდან,
მზე- ჩამავალი-მთის გადაღმა კვდება, იცოდე,
ჩემო ძვირფასო, მოდი ხელი გამომიწოდე
და მოუსმინე ამ მშვიდ ღამეს, ჩამოსულს ციდან.
მე შენს ლექსს ველოდი :ს .
სამწუხაროდ, ვერ ვწერ თქვენსავით ამიტომ უბრალო სიტყვებით ქება დიდებას სხვისი ლექსი ვარჩიე 🙁
ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, როგორც კატა მოიხდიდა .
გალაკტიონ, შენ ხარ? :დდ
tengosgan raga gindat yvelapris mcodneebo?))😃DDD
shen dawere?
მოკლედ ვაღიაროთ :დ არცეთს არ გაქვთ პოეზიის დიდი ნიჭი 🙂 და აიღეთ ხელი ამ ვაი შაირობაზე :დ
რო მივხით არც მე მქონდა ავიღე წერაზე ხელი :დ მაგრამ მაინც იყოს აქ ეს :დ
- შენ ხომ აქა ხარ , შენ ხომ მაინც არსად წასულხარ.
ვინ გამიხსენებს, წაიკითხავს ბოლო წერილებს .
მე, წერა , შფოთი, ხეტიალი არ დავასრულე,
რათა მეპოვნე და ამ ქარში გადამერჩინე .
მე ვსუნთქავ შენს ხმას, შენს სიმღერას. მარტო დარჩენილს
მხოლოდ ეს მშველის. მხოლოდ ეს ვარ, რასაც მიყურებ.
მოდი წავიდეთ, ხეებს გავყვეთ , აქ ნუ დავრჩებით .
ღმერთი ხომ წყალობს მის მუხლებთან გვიან მისულებს.
სხვა ჩვენს ცხოვრებას, ასეთ მართალს, ასეთ ვნებიანს
ვერ დაიჯერებს. ვისღა ახსოვს ჩვენი ხელები ?!
შენ ხარ ყოველი, რაც ოდესმე ამ ზღვებს სმენიათ.
შენ დაგეძებდი ! მე ამ ქარში შენ დაგეძებდი !
და შენ მოგდევდი, ქალაქებით, ხვატით, მინდვრებით.
კაბების შრიალს მოვყვებოდი, თმების ფორიაქს.
აღარაფერი აღარ მინდა , დავიფიცები,
ყველა სხვა სითბო, ყველა სხვა ხმა მონაგონია
შენს სინათლესთან, სიმშვიდესთან. ვერავინ შეძლებს
სევდა გამიგოს, ვეღარავინ ვერ შემიწყალებს.
ერთადერთი ხარ, შემოდგომის სიმღერის შემდეგ,
ერთადერთი ხარ, ვინც ყოველთვის უნდა მიყვარდეს.
ვინც უნდა მყავდეს, ვინც არავის არაფრით გავხარ.
ვინც შეინახავ ჩემს ცხოვრებას და ამ არაკებს.
ეს საოცნებო სიკვდილია, როცა შენ აქ ხარ
და ფოთოლცვენის ბოლო დღეა გარეთ, ძვირფასო !!!
bijo erti kai masterkalsi hcaatare respebis saxlit 😃
მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი
და განცხრომით სხვაგან ყოფნა მირჩევნია!
გაგაცნობ მერე ანტიჰეფიენდური პოეზიის გვერდის დამფუძნებელს თუ გსურს
gamoushvi
daviwyeb mec weras mashin
es chveni mepe lukito
erti patara kaxia
jachvis perangi chaasves
audga yleda gaxia 😃 😃
ლუკა დაიკიდე რამხელა პოემებს აცხობ 😃
ხვალ დიდი დღეა, რა დროს ესაა 😃