დაბრუნება ანუ წინასაარჩევნო განცხადება

Day 2,607, 17:18 Published in Georgia Australia by NO.ONE.

მოგესალმებით!

პირველ რიგში რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ჩემს თავზე რომ გაგახსენოთ ან გაგაცნოთ ჩემი თავი. მე ვარ უბრალოდ ერთ-ერთი რიგითი აქტიური ემოქალაქე-ექართველი. ცოტა ხნის წინ რაღაც ამბები იყო რის შემდეგაც თურქეთში ვიყავი გადასული და სამშობლოს მონატრების გამო დავბრუნდი მალევე 🙂 დაბრუნების შემდეგ როგორც ადრე განვაგრძე სამშობლოსთვის ბრძოლა, მაგრამ პოლიტიკისგან პაუზა ავიღე 🙂 დიდი ხანი ვიფიქრე თუ სად და რისთვის დავბრუნებულიყავი. 1. არის გუნდი რომლებთან ერთადაც ძალიან ბევრ რამეს მივაღწიე და დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი მათთან, უბრალოდ რაღაც ახალი მინდა გავაკეთო ოდნავ განსხვავებული 🙂 2. არის კიდევ ერთი პარტია რომელის ბევრ წევრთან აკრგი ურთიერთობა მაქვს და გადავწყვიტე შეერთება და შევუართდი კიდეც ცოტა ხნით ადრე, მაგრამ არჩევნებამდე სანამ წინასაარჩევნო განცხადებაზე ფიქრის დროს ბევრი არაშესაბამისი აზრი მქონდა მათთან. ასე რომ მათი რიგებიც დავთმე. 3. პარტია კი რომელშიც ახლა მე ვიმყოფები და ძალიან მჯერა რომ ამ პარტიას შეუძლია მიაღწიოს მაქსიმუმს, რატომ და რისთვის ამას ქვემოთ დავწერ 🙂






ეს პარტია გახლავს გმირი პარტია რომელმაც უმოკლეს ვადაში მეორე პოზიციაზე ასვლა მოახერხა წევრების რაოდენობით. პარტია რომელსაც ყველაზე დიდი აქტივი გააჩნია მოთამაშეთა რაოდენობით, მოთამაშეთა აქტივობით. სწორედ ამიტომ მიმაჩნია რომ ჩემი ადგილი ნამდვილად აქ არის ამჟამად.

პარტიის პრეზიდენტობის არჩევნებში 7 კანდიდატურაა : ) გასაკვირიც არ არის ჩემთვის.. ძალიან ბევრი ამბიციური ახალდარეგისტრირებული მოთამაშეა, რომელსაც უნდა სათავეში ყოფნა. მეც ესე ვიყავი თავიდან 🙂 ძალიან გამოცდილმა მოთამაშემ მაშინ მითხრა რომ ჯერ ადრე იყო ბევრი რამ უნდა მესწავლა და დავუჯერე და მართალიც ყოფილა 🙂

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა რომ 80 კაციდან ძალიან მცირეა ადამიანების რაოდენობა რომელიც არ თამაშობს ანუ "fake" acc არის ნაკლები. ვთვლი რომ აქტიურ წევრთა პროცენტული მაჩვენებლით უკვე პირველ ადგილზე იმყოფება ეს პარტია..


ამ პარტიის წევრებს არ აკლიათ ენთუზიაზმი. მაგრამ აკლიათ გამოცდილება ძალიან ბევრს და განათლება ესამყაროში. ეს დროის საკიტხია და ნელ-ნელა ყველა დაიხვეწება და სწორედ ეს მინდა გავაკეთო მე.

ჩემი ოპონენტებიდან 5 მოთამაშე ვთვლი რომ არ არის მზად ჯერ ამ თანამდებობისთვის, იმედია არ მიწყენთ მაგრამ ასეა. რაც შეეხება მეექვსეს კერძოდ კი რეზოს მარშალს, ამ ადამიანს ამ თამაშამდეც ვიცნობდი სხვა თამაშიდან და მონდომებული და ღირებული მოთამაშეა ესაქართველოსთვის 🙂 როგორც მოგეხსენებათ რეზო არის საქართველოს განათლების მინისტრი და ვთვლი რომ მან ამ საქმეს უნდა მიხედოს და ყურადღება არ უნდა მოადუნოს, რაც შეეხება პარტიის ხელმძღვანელება უნდა გადადოს ჩემი აზრით 🙂 ამით რეზო არ გეუბნები მოხსენი კანდიდატურათქო უბრალოდ ჩემი აზრია 😘

ეს ჩემი აზრია ოპონენტების მიმართ, და ისე ყველას წარმატებებს გისურვებთ! 😘

თუ მე გავხდები პარტიის პრეზიდენტი ვერ დაგირიგებთ ტყუილა ფულებს, მაგრამ:

1. "face Gtoup" გახდება უფრო აქტიური და მობილიზებული ყველა საკითხის მიმართ.
2. თავდაცვის მინისტრს ვთხოვთ და თანაპარტიელებს შევეცდები ერთ რეგიმენტში მოვუყაროთ თავი ან რამდენიმეში და კაპიტანიც დავუწესოთ გამოცდილი ადამიანი ამავე პარტიიდან (თუ არ იქნება მსურველი ამასაც თავდავე ვუხელმძღვანელებ.
3. ომიანობის დროს თავადვე ვუხელმძღვანელებ იმას რომ მთავრობისგან გამოყოფილი დახმარება ჯარისკაცებისთვის ყველა ჩემ თანაპარტიელს დანაკლისის გარეშე მიუვიდეს.
4. ვეცდები ძალიან ბევრი სტატია დავწერო რაც თამაშის არსის ჩაწვდენაში დაეხმარებათ ახლებს და შეუქმნის ზოგადად წარმოდგენას ემსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
5. ყველაზე მთავარი ჩემ გუნდთან ერთად აუცილებლად ვეცდები კონგრესში რაც შეიძლება მეტი მანდატის მოპოვებას. მინდა პირველი არჩევნები რომელშიც ეს პარტია მიიღებს მონაწილეობა ჩემი ხელმძღვანელობით მოხდეს.
6. ყველა მსურველი ვისაც კონგრესში შესვლის სურვილი გაუჩნდება, წინასწარ მიიღებენ გაკვეთილებს ყველა კონგრესმენის უფლებებზე და ხელსაწყოებზე. ეს იმიტომ რომ გაუაზრებლად არ მოხდეს რაიმე და ქვეყნისთვის საზიანო არ გაოიწვიოს ვინმემ 🙂
7. პარტიის ღირსება უნდა იყოს ყველაზე მთვარი ყველასთვის ესაქართველოს ღირსების შემდეგ! 🙂
8. რაც შეეხება ჩემ გუნდს მე გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად ვიმუშავებ ამ ადამიანებთან ერთად ა) ნუგო-hugitogamer ბ) ლევკა კილასონია გ) გ.ი.გ.ს.კ.ი თუ მას დრო ექნა)

რეზოსთან აუცილებლად მექნება პირდაპირი თანამშრომლობა და მასთან ერთად გადავწყვეტ ბევრ რამეს, და კიდევ შესაძლებელია ZeroX13 ჩემი ძმა და მეგობარი ძველი პარტიიდან გადმობარგდეს ან გადმობარგების გარეშეც ძალიან ბევრ საკითხში დამეხმარება. თუნდაც იმაში რომ ახლებს ძალიან ბევრი რამე აუხსნას.


ყველაზე მთავარი დაიდება იდეები და საშუალებები იმისა თუ როგორ მოვიზიდოთ ხალხი პარტიაში და კიდევ აუცილებლად გავაკეთებ "ფაცე" რეკლამას რისი საშუალებითაც ემოქალაქეების რაოდენობაც გაიზრდება და შესაბამისად ჩვენი პარტიელების რაოდენობაც..


გამოვუტყდები სხვა პარტიებს და ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ძალიან თამამი სურვილი გამაჩნია იმის რომ ეს პარტია საქართველოში პირველი პარტია გახდეს 🙂


მხარი დამიჭირეთ 15-ში არჩევნებში! წინ კონგრესისკენ : ))


რამდენიმე ოპონენტს მივმართავ, ხალხის დასპამვას და ერთიდაიგივე წერილების გაგზავნას ჯობია რაიმე სტატია დაწეროთ თუ რა გინდათ რომ გააკეთოთ. გაითვალისწინეთ ის ფაქტი რომ პარტიის პრეზიდენტობა არანაირ მიღწევაში არ გეწერებათ პროფილში ასე რომ საქმის გაკეთებას ვინც არ აპირებთ შეგიძლიათ მოხსნათ კანდიდატურა იმიტომ რომ ასეთი "რაზგონით" წინ წასულ პარტიას 1 თვე თუ ძალიან კარგი ხელმძღვანელი არ ეყოლა სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს.


Georgian Shield