[RPG] რესპუბლიკური პარტია - განცხადება

Day 2,907, 13:04 Published in Georgia Georgia by Shred Them All



მივესალმები ესაქართველოს ყველა მოქალაქეს.

პირველ რიგში, დამთავრდა ფაქტიურად არჩევნები და უპირობო ლიდერიც გამოიკვეთა, ასე რომ მინდა მივულოცო Temsisi II-ს გამარჯვება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს ადამიანი დავასაპორტეთ, ჩვენ ვრჩებით ჯანსაღ ოპოზიციურ და დემოკრატიულ პარტიად, ველოდებით მისგან ყველანაირ იმ სამუშაოს, რაც ქვეყანას გამოადგება.

გასაგებია ახლა ის, რომ სხვა კანდიდატები განაწყენებულები არიან, ან თუნდაც უკმაყოფილოები იმის და გამო, რომ ვერ გახდნენ პრეზიდენტები, თუმცა მე მთელი გულით და სულით მინდა მადლობა გადავუხადო იმათ ვინც ქვეყანა აქამდე მოიყვანა, თუმცა ახლა ჩემი აზრით იწყება ახალი პერიოდი ესაქართველოს ცხოვრებაში, იმის მაგივრად, რომ განვუდგეთ, პრეზიდენტს რაც არასწორი იქნება იმ გადმოსახედიდან, რომ ძალიან ცოტანი ვართ, ჯობია მხარი ავუბათ ახალ პრეზიდენტს, ვიყოთ ჯანსაღი ოპოზიცია და საჭირო დროს, საჭირო შენიშვნები მივცეთ პრეზიდენტს, იმედი მაქვს ყველა დამეთანხმება არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის გამოცდილი და ვინ არა, ვინ თამაშობს აქ რამდენიმე წელი და ვინ რამდენიმე დღე, თუ ერთად არ დავდექით ყველაფერი ფუჭია და ჩვენს მიზანსაც ვერ მივაღწევთ.


დავამატებ, ასევე იმას, რომ ესაქართველოს ყველაზე დემოკრატიული პარტია აცხადებს მიღებას, შემოგვიერთდით, მიიღეთ თქვენი კუთვნილი ხმა პარტიაში, მიიღეთ საჭირო ინფორმაცია ესაქართველოში და ემსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, გაიცანით თქვენი თანაპარტიელები და ითამაშეთ უბრალოდ კარგ გარემოში.

Republican Party Of Georgia

მიყევით ზემოთ მოცემულ ბმულს და გაწევრიანდით, ჩვენს პარტიაში, შემდეგ კი მომწერეთ პირადში და დაგამატებთ ჩვენს ჩათში.


ასევე რესპუბლიკურმა პარტიამ აღადგინა თავისი ძველი მუ (Military Unit) სადაც ასევე ვიწვევთ ყველა მსურველს (შესაბამისი რანგის ხალხს), შემოგვიერთდით.

Georgian National Guard

მიყევით ზემოთ მოცემულ ბმულს და გაწევრიანდით.
(*მუ დალაგების პროცესშია და სულ მალე დაიწყებს აქტიურ მუშაობას)


იწყება ახალი პერიოდი, სადაც რესპუბლიკური პარტია აუცილებლად ითამაშებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს, შეიძლება ახლა 23 კაცი არის ჩვენ პარტიაში, თუმცა აქტიური მოთამაშეების რიცხვით არაფრით ჩამოუვარდება ტოპ-5 პარტიას, შემოგვირეთდით ახლავე და მიიღეთ თქვენი ხმა.
ახლა კი თუ ყველაფერი წაიკითხეთ ვარიგებ ხუთასი ენერგიის მოსამატებელ საკვებს, საკვები გადაეცემა მხოლოდ მათ ვინც კომენტარებში დაწერს "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს"