[MOE] ახალი მინისტრი და გეგმები

Day 3,275, 12:33 Published in Georgia Spain by VuXman


მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ერთგულებო! მე გახლავართ ახალი განათლების მინისტრი რომელიც ამ თვეს ვუხელმძღვანელბ ამ პოსტს და ყველანაირად შევეცდები თქვენი იმედები გავამართლო.
როგორც მოგეხსენებათ ამ სამინისტროს დიდი ყურადღება გამახვილებული აქვს ახალბედა მოთამაშეებზე, მაგრამ რადგან ქვეყანაში არ არის აქტიურობა, ჩვენი სამინისტრო იმუშავებს ძირითადად წამახალისებელ კონკურსებზე და გათამაშებებზე. ასევე ჩავატარებთ სხვადასხვა გამოკითხვებს.
მოკლედ ამ 1 თვის განმავლობაში თქვენ ნახავთ სულ სხვანაირ განათლების სამინისტროს და იხილავთ ბევრ სხვადასხვა წამახალისებელ პროექტს. ამ ყველაფერს კი ჩვენ, თქვენთან ერთად გავაკეთებთ, რადგან ახლა უკვე დრო დადგა იმის რომ, ხალხმა მართოს მთავრობა და არა მთავრობამ ხალხი. ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება ბევრი ახალი მოთამაშე და ახალი იდეები. ამაში კი თქვენი დახმარება დაგვჭირდება!



პატივისცემით განათლების მინისტრი: VuXman