[F.G.M] წინასაარჩევნო გეგმები

Day 3,050, 14:45 Published in Georgia Georgia by The Georgian Knight
მოგესალმებით.


გადაწყდა ჩვენს პარტიაში რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავდივართ, ხოლო კანდიდატი გახლავართ მე, მინდა ამ სტატიაში დავწერო ის თუ რა გეგმები მაქვს მე და ჩემს მეგობრებს.





საქართველო უნდა განთავისუფლდეს მალე, გვაქვს შანსი ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ, ჩემი მთავარი მიზანი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იქნება ეკონომიკური განვითარება, საჭიროა ავიღოთ +100% ბონუსები, ვიქირაოთ ტერიტორიები რომელიმე ქვეყნისგან, ქირის ფულს მთლიანად მე და ჩემი თანაპარტიელები დავფარავთ, საქართველო უნდა გამოცხადდეს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად, უნდა დავწიოთ გადასახადები და მოვიზიდოთ უცხოელები ეს მისცემს ახალბედებს საშუალებას რომ უფრო სწრაფად განვითარდნენ, უნდა მივწეროთ მოკავშირეებს, გავაღრმავოთ ურთიერთობები და დავიწყოთ საერთო ეკონომიკური პროექტები, შეიძლება სხვა სახის თანამშრომლობაც დავიწყოთ მთავარი იდეაა.


აქამდე სულ ბრძოლაში ვიყავით და არ გვქონდა საშუალება დაგვესვენა, მემგონი ამდენი რამის შემდეგ დავიმსახურეთ კარგი დასვენება, ქვეყანაში რომელიც ნამდვილად დაიწყებს განვითარებას.


კონკრეტულად ნამდვილად არ მაქვს გადაწყვეტილი ვინ რა პოზიციაზე იქნება მთავრობაში, თუმცა აუცილებელი იქნება არა თითო ადამიანის დანიშვნა არამედ ჯგუფ-ჯგუფად მუშაობა, თუ ყველამ ერთად არ ვიმუშავეთ ისე არაფერი არ გამოგვივა.
აუცილებლად ველოდები მინისტრებისგან სხვადასხვა მრავალფეროვან კონკურსებს.


ასევე კარგა ხანია ერთი იდეა მაწუხებს და შეიძლება გამოგვადგეს 2 თვის წინ მომაფიქრდა მაგრამ სისრულეში არ მომიყვანია და ახლა მეძლევა შანსი, ზოგიერთ ახალს არც სკაიპი აქვს და არც სხვა რაიმე რომ მარტივად დავუკავშირდეთ ერთადერთი ერეპის ჩათია, იქ წერა საკმაოდ გამაღიზიანებელი და რთულია, რას ფიქრობთ თუ იქნება წუთნახევრიანი ვიდეოები რომლებიც კონკრეტულად რაიმე თამაშის სქემის ახსნას მიეძღვნება, ბევრი წერის მაგივრად ძალიან მარტივად ჩაუგდებდით ლინკს და აუხსნიდით ყველაფერს ასე.





მოკლედ რომ ჩამოვწერო პუნქტებად :

• ეკონომიკური პროექტები
• გადასახადები დაიწევა
• ესაქართველო გახდება ეკონომიკური ზონა
• საერთო ეკონომიკური პროექტები მოკავშირეებთან
• დაიწყება ახალბედების უფრო სწრაფი განვითარება
• გადასახადების დაწევისგან შემცირებულ ყოველდღიურ შემოსავალსაც ჩვენი პარტია შეავსებს სრულად


• ვიქირავებთ მიწებს რომლის გადასახადს ჩვენი პარტია დაფარავს
• გაღრმავდება ურთიერთობები მოკავშირეებთან და მოიძებნება სხვა საჭირო ქვეყნები რომლებიც მომავალში დაგვეხმარებიან.





ეს არის ის ძირითადი იდეები რომლებიც სხვადასხვა ნაირად იშლება და კიდევ უფრო ღმა პრობლემების მოგვარების საშუალებას მოგვცემს, მუდმივი ომი ნიშნავს იმას რომ არავის არ სცალია ახალბედებისთვის, ნიშნავს რომ არავის არ სცალია ეკონომიკისთვის, ჩვენ კი პირიქით გვირჩევნია ვისაც სროლა და ომი უნდა სავარჯიშო ომებში ისროლონ, ხოლო დანარჩენებმა მიხედონ თავის აქაუნთებს რომ მომავალი დიდი ომებისთვის (რომლებიც აუცილებლად გველის) ვიყოთ სრულად მზად.


აბა, დავდგეთ ერთად ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის და ყველაფერი გამოგვივა.





VOTE + COMMENT