ქვეყანა დაძირულია! გავაქტიურდეთ!!!!

Day 4,034, 01:45 Published in Georgia Georgia by Sir Integra


სალამი მეგობრებო,
არვიცი შეამჩნიეთ თუარა მაგრამ რუმინეთს ბრძოლით დავატოვებინეთ ჩვენი რამოდენიმე რეგიონი და ამჟამად შიდა ქართლში არიან შეკავებულები,რუმინეთს როდესაც ბონუსები ავახიეთ,პოლონელებს თხოვეს დახმარება და როგორც უკვე ხედავთ პოლონეთს ვყავართ დაპყრობილნი.

ბოლო დროის განმავლობაში ცოტათი კარგი ამბავი შეიძლება იყოს რომ როდესაც იტალიის ოპოზიციურმა ძალებმა ასტერიის დავალებით გადაწყვიტეს საქართველოზე საჰაერო დარტყმა განხორციელებინათ,ჩვენ და მოკავშირეთა ძალებმა წარმატებით მოვიგერიეთ მათი იერიში,ამჟამად კი იტალიის ტერიტორია გვაქვს დაკავებული და შეთანხმების საფუძველზე ვაწარმოებთ სავარჯიშო ომს!

ძალიან გთხოვთ,თუ კი ვინმე აქტიური შემორჩით დაპლიუსდით კომენტარებში და შევქმნათ ვოთსაფის ან ვაიბერის ჯგუფი სადაც ყველანი ერთად ვიქნებით. მინდა გითხრათ რომ თამაშის მექანიზმი შეცვლილია და თავისუფლად შეგვიძლია აქტიურობით ნებისმიერ მოწინააღმდეგეს გავუმკლავდეთ რისთვისაც ცოტათი ნორმალური ექაუნთები და პაკებია საჭირო

და ბოლოს,თუ ვინმეს მართლა ადარდებს აქ რაც ხდება და ამასთანავე ცოტა საშუალებაც გააჩნია ცოტა ფული შევკრიბოთ 20-20 ეურო მაინც და ამ პოლონელებს გავაჯმევინოთ რა.... (ფულის ფასი კატასტროფულად არის დაცემული ასე რომ თუ შევკრიბეთ ცოტა მაინც საკაიფო მაყუთს დავითრევთ)

თუ რაიმე გეგმები/შეთავაზებები/შენიშვნები გაგაჩნიათ გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში.